პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველგან, სადაც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს" - პროცესები უკრაინის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა
"ყველგან, სადაც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს" -  პროცესები უკრაინის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა

"ჯი­პას" პრო­ფე­სო­რი, გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ტრა­დი­ცი­უ­ლად თით­ქმის ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის პო­ლი­ტი­კურ თუ სამ­ხედ­რო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს, გთა­ვა­ზობთ გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­სე­ულ შე­ჯა­მე­ბას:

  • "პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის ანდჟეი დუ­დას უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე გა­მოს­ვლას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც რუ­სეთ­ში, ისე მთელს ევ­რო­პა­ში.

მან არამ­ხო­ლოდ ხაზი გა­უს­ვა, რომ პო­ლო­ნე­ლებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს სა­ერ­თო ის­ტო­რი­უ­ლი აგ­რე­სო­რი ჰყავთ რუ­სე­თის სა­ხით, არა­მედ ისიც, რომ თუკი უკ­რა­ი­ნა და­ე­ცე­მა, ფრონ­ტის ხაზი პო­ლო­ნეთ­ზე გა­ივ­ლის. პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სე­თი ევ­რო­პის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ საფრ­თხედ წა­რად­გი­ნა. მან აღ­ნიშ­ნა ის, რა­ზეც ბევ­რს ეში­ნია სა­უ­ბა­რი - დღეს რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ვა­ლია.

მარ­თლაც, ამ ომს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ორი შე­დე­გი: ან გა­ი­მარ­ჯვებს უკ­რა­ი­ნა ან და­მარ­ცხდე­ბა და­სავ­ლე­თი. ამ უკა­ნას­კნე­ლი შე­დე­გით მსოფ­ლიო არ­სე­ბუ­ლი წეს­რი­გი უბ­რა­ლოდ და­ემ­ხო­ბა და თავ­დას­ხმი­თი, მე­ტიც, და­პყრო­ბი­თი ომი შე­და­რე­ბით მძლავ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა­გან ბუ­ნებ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა. ამი­ტომ პო­ლო­ნე­თი ბო­ლომ­დე დად­გე­ბა უკ­რა­ი­ნის გვერ­დით.

  • კი­ევ­ში მო­ე­წყო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­მო­ფე­ნა.

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს მათი ნახ­ვა ღია ცის ქვეშ შე­უძ­ლი­ათ. (იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი)

  • ზა­პო­რი­ჟი­ას რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ ენერ­ჰო­რა­დის კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი მერი სა­კუ­თარ სახ­ლთან სა­დარ­ბა­ზო­ში აა­ფეთ­ქეს.

რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მტრის ზურ­გში ეტა­პობ­რი­ვად იხ­ვე­წე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. ამის გაგ­რძე­ლე­ბაა ქა­ლა­ქი ბერ­დი­ანსკიც, რო­მელ­შიც ასე­ვე გა­მოჩ­ნდნენ უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბი. ხოლო ქა­ლაქ ხერ­სონ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შე­ბი აღ­მარ­თეს. რუ­სებს სა­კუ­თარ ზურ­გში პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომის ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ ამი­ტო­მაა, რომ ახლა ყვე­ლა ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბამ­დე ამ ქა­ლა­ქე­ბის სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვოს.

  • რუ­სებ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აკ­რძა­ლეს უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ის წიგ­ნე­ბი.

მათ ნაც­ვლად რუ­სე­თის ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­ან ბავ­შვებს სკო­ლებ­ში. რე­ა­ლუ­რად ის, ვინც ფლობს წარ­სულს, შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს აწ­მყო. რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნელ­თა გო­ნე­ბის შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგს რთუ­ლად თუ მო­ი­ტანს ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში.

  • რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყვე­ლა იმ ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც რუ­სე­ბი ცდი­ლობ­დნენ ილონ მას­კის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი თა­ნამ­გზავ­რუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის სიგ­ნა­ლის ჩახ­შო­ბას, სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს.

ეს და­სავ­ლე­თი­სათ­ვი­საც კი საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ისი­ნი ელოდ­ნენ, რომ რუ­სუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩამხშო­ბი აპა­რა­ტე­ბი ბევ­რად დახ­ვე­წი­ლი იყო, თუმ­ცა ცდე­ბოდ­ნენ. ახლა უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა ხდე­ბა.

  • რუ­სეთ­მა ფი­ნეთს გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტა.

იმ­დე­ნად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით აქვს ფი­ნეთს გა­ნახ­ლე­ბა­დი ქა­რის, წყლი­სა და მზის ენერ­გია და იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად მოხ­დე­ბა ნორ­ვე­გი­უ­ლი გა­ზით რუ­სუ­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა, რომ ფი­ნე­ლე­ბი კრემ­ლის ენერ­გო­აგ­რე­სი­ას მშვი­დად ხვდე­ბი­ან. ამას­თან, ფი­ნე­ლე­ბი საკ­მა­ოდ წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი არი­ან და 2011 წელს არ მიჰ­ყვნენ გერ­მა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე უა­რის თქმის პრო­ცეს­ში. ფი­ნეთ­ში 5 ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია. სხვა­თა შო­რის გერ­მა­ნი­ა­ში კვლავ სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ატო­მუ­რი ენერ­გი­ის ენერ­გო­ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

  • ლუ­განსკის რა­ი­ო­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ძი­რი­თად ცენ­ტრად რჩე­ბა.

ქა­ლა­ქი სე­ვე­რო­დო­ნეც­კი ემ­სგავ­სე­ბა მა­რი­უ­პოლს. ქა­ლა­ქი სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­ა­ვი­ა­ციო იე­რი­შე­ბის მსხვერ­პლია. მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ვინც ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა სამ­შვი­დო­ბო­საა, მაგ­რამ ვი­საც წა­სას­ვლე­ლი არ­სად არ აქვს სა­დარ­ბა­ზო­ებ­სა და ეზო­ებ­ში კო­ლექ­ტი­უ­რად ამ­ზა­დე­ბენ საკ­ვებს და ერ­თმა­ნეთს უნა­წი­ლე­ბენ. ამას­თან, რუ­სე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ბომ­ბა­ვენ სწო­რედ სა­ცხოვ­რე­ბელ რა­ი­ო­ნებს, რათა ქა­ლა­ქი უცხოვ­რე­ბე­ლი გახ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად ამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სუ­ლი შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ტყე­ში უკუ­აგ­დეს, სა­დაც უკ­რა­ი­ნულ­მა არ­ტი­ლე­რი­ამ და ტყე­ში მყოფ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მათი ტექ­ნი­კის ნა­წი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა შეძ­ლო. სხვა­თა შო­რის სე­ვე­რო­დო­ნეც­კის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ტყი­ა­ნი მა­სი­ვი რუ­სუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის სა­საფ­ლა­ო­დაა გა­დაქ­ცე­უ­ლი".

  • რუ­სე­ბი დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში ქა­ლაქ ლი­მან­ში შეს­ვლას კვლავ ვერ ახერ­ხე­ბენ.

პრაქ­ტი­კუ­ლად ორი კვი­რაა ქა­ლა­ქი უწყვე­ტად იბომ­ბე­ბა, უკან და­სა­ხე­ვი ხი­დე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, შტურ­მი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში შევ­ლა რუ­სულ­მა ნა­წი­ლებ­მა მა­ინც ვერ შეძ­ლეს. დღეს ქა­ლა­ქის და­ბომბვა რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ და­ი­წყო. ქა­ლაქ ლი­მან­სა და სე­ვე­რო­დო­ნეცკს რუ­სუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ჯგუ­ფის და­ნა­ყო­ფე­ბი უტე­ვენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე კარ­გად არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი და მომ­ზა­დე­ბულ­ნი, მაგ­რამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ფონ­ზე მათი და­ნა­კარ­გე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად დი­დია.

  • უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხერ­სონ­ში

რო­დე­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხერ­სონ­ში რუ­სე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ტექ­ნი­კას ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას ან მის სი­ახ­ლო­ვეს ანად­გუ­რებ­დნენ, ნაკ­ლე­ბად და­სა­ჯე­რებ­ლად ჩან­და და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი გაჩ­ნდა, რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო იმ­დე­ნად უგუ­ნუ­რი ყო­ფი­ლი­ყო ძალა, რომ ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას ან მის სი­ახ­ლო­ვეს გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და ტექ­ნი­კა. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ეს უგუ­ნუ­რე­ბა რე­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლა - ოღონდ ამ­ჯე­რად კვლავ მდი­ნა­რე სი­ვერსკი დო­ნეც­ზე, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რა­ი­ო­ნე­ბის სა­ზღვარ­ზე. რუ­სებ­მა ბოლო 24 სა­ათ­ში კი­დევ ერთხელ სცა­დეს მდი­ნა­რე­ზე გა­დას­ვლა პონ­ტო­ნუ­რი ხი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თუმ­ცა უკ­რა­ი­ნულ­მა არ­ტი­ლე­რი­ამ, ქვე­ით­მა ძა­ლებ­მა და დრო­ნებ­მა სწო­რედ იმ დროს გა­ა­ნად­გუ­რეს ხიდი, რო­დე­საც რუ­სე­ბი ზედ გა­და­დი­ოდ­ნენ. ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ გა­ნად­გურ­დნენ, ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ეკი­პა­ჟი, რომ­ლე­ბიც წყალ­ში ჩაც­ვივ­დნენ - და­იხ­რჩვნენ. ბოლო ერთ კვი­რა­ში მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა ერთი და იმა­ვე მო­ნაკ­ვე­თის სი­ახ­ლო­ვეს - 5-5 კი­ლო­მეტ­რის და­ში­რე­ბით.

  • დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში, მა­რი­ინ­კა­სა და ავ­დი­ივ­კა­ში რუ­სუ­ლი შე­ტე­ვა ამ ეტაპ­ზე მო­გე­რი­ე­ბუ­ლია.

თუმ­ცა რუ­სე­ბი სე­პა­რა­ტის­ტებ­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რად ბომ­ბა­ვენ სა­სან­გრე პო­ზი­ცი­ებს ქა­ლა­ქი დო­ნეც­კის შე­მო­გა­რენ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სებ­მა ამ ორი საკ­ვან­ძო ქა­ლა­ქის აღე­ბა არა­თუ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, არა­მედ ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ადა­მი­ანს კარ­გა­ვენ იქ. ქა­ლა­ქე­ბი 2014 წლის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო­დაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი", - წერს კო­ბე­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
26

მასკი აბობოქრდა, არ ხუმრობს ))))

 

რამდენ სისულელეს წერთ, მოკლედ უკვე ეს ომი ზღაპარს მაგონებს.

გრიგოლი1408
33

ამ ხალხს გონია სხვა ინფო5რმაცია არ არსებობს და მიდი უჟუილებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველგან, სადაც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს" - პროცესები უკრაინის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა

"ყველგან, სადაც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს" -  პროცესები უკრაინის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა

"ჯიპას" პროფესორი, გიორგი კობერიძე ტრადიციულად თითქმის ყოველი დღის ბოლოს, უკრაინა-რუსეთის ომის პოლიტიკურ თუ სამხედრო მიმდინარეობის მიმოხილვას აქვეყნებს, გთავაზობთ გუშინდელი მოვლენების მისეულ შეჯამებას:

  • "პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას უკრაინის პარლამენტის წინაშე გამოსვლას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე მთელს ევროპაში.

მან არამხოლოდ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელებსა და უკრაინელებს საერთო ისტორიული აგრესორი ჰყავთ რუსეთის სახით, არამედ ისიც, რომ თუკი უკრაინა დაეცემა, ფრონტის ხაზი პოლონეთზე გაივლის. პოლონეთის პრეზიდენტმა რუსეთი ევროპის ეგზისტენციალურ საფრთხედ წარადგინა. მან აღნიშნა ის, რაზეც ბევრს ეშინია საუბარი - დღეს რუსეთის დამარცხება ცივილიზებული სამყაროს ვალია.

მართლაც, ამ ომს შეიძლება ჰქონდეს ორი შედეგი: ან გაიმარჯვებს უკრაინა ან დამარცხდება დასავლეთი. ამ უკანასკნელი შედეგით მსოფლიო არსებული წესრიგი უბრალოდ დაემხობა და თავდასხმითი, მეტიც, დაპყრობითი ომი შედარებით მძლავრი სახელმწიფოებისაგან ბუნებრივ მახასიათებლად გადაიქცევა. ამიტომ პოლონეთი ბოლომდე დადგება უკრაინის გვერდით.

  • კიევში მოეწყო განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკის გამოფენა.

დამთვალიერებლებს მათი ნახვა ღია ცის ქვეშ შეუძლიათ. (იხილეთ ფოტოები)

  • ზაპორიჟიას რაიონის ქალაქ ენერჰორადის კოლაბორაციონისტი მერი საკუთარ სახლთან სადარბაზოში ააფეთქეს.

რეალურად უკრაინული პარტიზანული მოძრაობა მტრის ზურგში ეტაპობრივად იხვეწება და ვითარდება. ამის გაგრძელებაა ქალაქი ბერდიანსკიც, რომელშიც ასევე გამოჩნდნენ უკრაინული პარტიზანები. ხოლო ქალაქ ხერსონში ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინული დროშები აღმართეს. რუსებს საკუთარ ზურგში პარტიზანული ომის ძალიან ეშინიათ ამიტომაა, რომ ახლა ყველა ქალაქის დაკავებამდე ამ ქალაქების სრულ განადგურებას ცდილობენ, რომ მოსახლეობამ იქაურობა დატოვოს.

  • რუსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალეს უკრაინის ისტორიის წიგნები.

მათ ნაცვლად რუსეთის ისტორიას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში. რეალურად ის, ვინც ფლობს წარსულს, შეუძლია შეცვალოს აწმყო. რუსები უკრაინელთა გონების შეცვლას ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგს რთულად თუ მოიტანს ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიისა და ოკუპაციის პირობებში.

  • როგორც აღმოჩნდა, ყველა იმ ქალაქში, რომელშიც რუსები ცდილობდნენ ილონ მასკის მიერ მიწოდებული თანამგზავრული ინტერნეტის სიგნალის ჩახშობას, სრული კრახი განიცადეს.

ეს დასავლეთისათვისაც კი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ისინი ელოდნენ, რომ რუსული კომუნიკაციის ჩამხშობი აპარატები ბევრად დახვეწილი იყო, თუმცა ცდებოდნენ. ახლა უკვე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა ხდება.

  • რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

იმდენად დიდი რაოდენობით აქვს ფინეთს განახლებადი ქარის, წყლისა და მზის ენერგია და იმდენად თავისუფლად მოხდება ნორვეგიული გაზით რუსულის ჩანაცვლება, რომ ფინელები კრემლის ენერგოაგრესიას მშვიდად ხვდებიან. ამასთან, ფინელები საკმაოდ წინდახედულები არიან და 2011 წელს არ მიჰყვნენ გერმანიის გადაწყვეტილებას ატომურ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში. ფინეთში 5 ატომური ელექტროსადგურია. სხვათა შორის გერმანიაში კვლავ სერიოზულად განიხილავენ ატომური ენერგიის ენერგობაზარზე დაბრუნების აუცილებლობას.

  • ლუგანსკის რაიონი საბრძოლო მოქმედებების ძირითად ცენტრად რჩება.

ქალაქი სევეროდონეცკი ემსგავსება მარიუპოლს. ქალაქი საარტილერიო და საავიაციო იერიშების მსხვერპლია. მშვიდობიანი მოსახლეობა ვინც ქალაქის დატოვება მოახერხა სამშვიდობოსაა, მაგრამ ვისაც წასასვლელი არსად არ აქვს სადარბაზოებსა და ეზოებში კოლექტიურად ამზადებენ საკვებს და ერთმანეთს უნაწილებენ. ამასთან, რუსები მიზანმიმართულად ბომბავენ სწორედ საცხოვრებელ რაიონებს, რათა ქალაქი უცხოვრებელი გახდეს. მიუხედავად ამ უმძიმესი მდგომარეობისა უკრაინელებმა რუსული შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგე ტყეში უკუაგდეს, სადაც უკრაინულმა არტილერიამ და ტყეში მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ტექნიკის ნაწილის განადგურება შეძლო. სხვათა შორის სევეროდონეცკის ირგვლივ არსებული ტყიანი მასივი რუსული ჯავშანტექნიკის სასაფლაოდაა გადაქცეული".

  • რუსები დონეცკის რაიონში ქალაქ ლიმანში შესვლას კვლავ ვერ ახერხებენ.

პრაქტიკულად ორი კვირაა ქალაქი უწყვეტად იბომბება, უკან დასახევი ხიდები დაზიანებული ან განადგურებულია, შტურმი მიმდინარეობს, მაგრამ ქალაქში შევლა რუსულმა ნაწილებმა მაინც ვერ შეძლეს. დღეს ქალაქის დაბომბვა რუსულმა ავიაციამ დაიწყო. ქალაქ ლიმანსა და სევეროდონეცკს რუსული ცენტრალური ჯგუფის დანაყოფები უტევენ, რომლებიც ყველაზე კარგად არიან აღჭურვილნი და მომზადებულნი, მაგრამ წარუმატებლობის ფონზე მათი დანაკარგები კატასტროფულად დიდია.

  • უკრაინელები ხერსონში

როდესაც უკრაინელები ხერსონში რუსების შეიარაღებულ ძალებსა და ტექნიკას ერთსა და იმავე ადგილას ან მის სიახლოვეს ანადგურებდნენ, ნაკლებად დასაჯერებლად ჩანდა და შეთქმულების თეორიები გაჩნდა, რადგან წარმოუდგენელი იყო იმდენად უგუნური ყოფილიყო ძალა, რომ ერთსა და იმავე ადგილას ან მის სიახლოვეს განეთავსებინა სამხედრო ძალები და ტექნიკა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს უგუნურება რეალური ყოფილა - ოღონდ ამჯერად კვლავ მდინარე სივერსკი დონეცზე, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების საზღვარზე. რუსებმა ბოლო 24 საათში კიდევ ერთხელ სცადეს მდინარეზე გადასვლა პონტონური ხიდების გამოყენებით თუმცა უკრაინულმა არტილერიამ, ქვეითმა ძალებმა და დრონებმა სწორედ იმ დროს გაანადგურეს ხიდი, როდესაც რუსები ზედ გადადიოდნენ. ძალები, რომლებიც მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ განადგურდნენ, ჯავშანტექნიკის ეკიპაჟი, რომლებიც წყალში ჩაცვივდნენ - დაიხრჩვნენ. ბოლო ერთ კვირაში მესამე შემთხვევაა ერთი და იმავე მონაკვეთის სიახლოვეს - 5-5 კილომეტრის დაშირებით.

  • დონეცკის რაიონში, მარიინკასა და ავდიივკაში რუსული შეტევა ამ ეტაპზე მოგერიებულია.

თუმცა რუსები სეპარატისტებთან ერთად ინტენსიურად ბომბავენ სასანგრე პოზიციებს ქალაქი დონეცკის შემოგარენში. მიუხედავად ამისა, რუსებმა ამ ორი საკვანძო ქალაქის აღება არათუ ვერ მოახერხეს, არამედ ყოველდღიურად ათობით ადამიანს კარგავენ იქ. ქალაქები 2014 წლის შემდეგ საუკეთესოდაა გამაგრებული", - წერს კობერიძე.