სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა... დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის " - თამარ გვერდწითელი უკრაინაზე, სამშობლოზე და რუსეთში გადადებულ კონცერტებზე
"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა... დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის " - თამარ გვერდწითელი უკრაინაზე, სამშობლოზე და რუსეთში გადადებულ კონცერტებზე

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ისე, რო­გორც არას­დროს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა მი­ი­პყრეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით ომის და­სა­წყის დღე­ებ­ში, ყვე­ლა ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, თუ რამ­დე­ნად სწორ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ­დნენ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის მუ­სი­კო­სე­ბი.

თა­მარ გვერდწი­თე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­მი­ლი არ­ჩია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­ყო­ლე­ბით გა­ა­უქ­მა ომამ­დე თვე­ე­ბით ადრე და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი.

6 მარტს კრემ­ლის დარ­ბაზ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ კონ­ცერ­ტზე გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში მოხ­ვედ­რა კი, რა­საც მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა, მომ­ღე­რალ­მა იმით ახ­სნა, რომ აფი­შა ომამ­დე იყო შედ­გე­ნი­ლი. გვერდწი­თე­ლი კონ­ცერ­ტზე არ გა­მო­სუ­ლა.

მან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბი ექ­ვსი თვით გა­და­დო, თუმ­ცა არ გა­უ­უქ­მე­ბია. მომ­ღე­რალ­მა იმ­ჟა­მად მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თა­მარ გვერდწი­თე­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა სა­ჯა­როდ არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა.

გუ­შინ კი, გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" ქარ­თველ­მა პრი­მა­დო­ნამ გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებთ, მათ შო­რის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მი­მართ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. მომ­ღე­რალ­მა სამ­შობ­ლო­ზე სა­უბ­რი­სას ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­წერს სიმ­ღე­რას "სა­ქარ­თვე­ლო", არ შე­იძ­ლე­ბა სხვა სამ­შობ­ლო გა­აჩ­ნდეს. შე­იძ­ლე­ბა ვცხოვ­რობ­დე 30 წელი რუ­სეთ­ში, რო­მელ­საც პა­ტივს ვცემ, მიყ­ვარს და ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს ცნე­ბა, ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდგო­მი ცნე­ბაა. ღმერ­თმა კი­დევ და­მა­წე­რი­ნოს გაბრ­წყი­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ზე სიმ­ღე­რა და ჩა­მა­ტა­რე­ბი­ნოს კონ­ცერ­ტი, მშვი­დო­ბი­ან გზას მინ­და და­ვად­გეთ ყვე­ლა. შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რობ­დე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ სამ­შობ­ლო, რო­გორც უფა­ლი, ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გა­მაჩ­ნია დღეს ის ად­გი­ლი, ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი, სა­დაც შე­მიძ­ლია თა­მა­მად ჩა­მო­ვი­დე, რა­ღა­ცე­ბი და­მაბ­რა­ლონ, ვა­პა­ტიო, არ და­ვი­ვი­წყო, მაგ­რამ გულ­ში ყო­ველ­თვის ვრჩე­ბი ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც ერ­თა­დერ­თი სამ­შობ­ლო აქვს და ეს სა­ქარ­თვე­ლოა." - თქვა გვერდწი­თელ­მა.

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ მას 6 მარ­ტის გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერ­ტზეც ჰკი­თხა.

"აფი­შა იყო შედ­გე­ნი­ლი ჯერ კი­დევ დე­კემ­ბერ­ში და მე არ გა­მოვ­სულ­ვარ ამ კონ­ცერ­ტზე, რად­გან და­ი­წყო ეს სპე­ცო­პე­რა­ცია..."

ნოე მომ­ღე­რალს ჩა­ე­კი­თხა: "სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ეძა­ხით?" - "არა ომს ვე­ძა­ხი, რუ­სეთ­ში ჰქვია ეს სა­ხე­ლი ", - უპა­სუ­ხა მომ­ღე­რალ­მა.

ქარ­თვე­ლი პრი­მა­დო­ნას თქმით, მის ცხოვ­რე­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომმა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა.

"რაც ეს ომი და­ი­წყო, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ვცდი­ლობ, ვიყო მარ­თა­ლი და სინ­დი­სი­ა­ნი რო­გორც დედა, რო­გორც ქალი. რო­გორც დედა, მე მო­ვუ­წო­დებ, რომ გა­ჩერ­დეს ომი. ეს ჩემ­გან მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი არ არის, ამით მე მი­ლი­ო­ნო­ბით ქა­ლის და დე­დის აზ­რის გა­მო­ხატ­ვა შე­მიძ­ლია. ღმერ­თმა იცის, ჩვენ გულ­ში რა გვი­დევს. სინ­დი­სის სი­მარ­თლის გზა­ზე რომ დგას ადა­მი­ა­ნი, ის უფრო მშვი­დად არის. მე ვიცი, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი მუ­სი­კას, მაგ­რამ ვიმ­ღე­რებ მხო­ლოდ იქ, სა­დაც ვიცი, რომ არ იქ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი მო­წო­დე­ბა. ყვე­ლა მომ­ღე­რალ­მა უნდა იცო­დეს, სად გა­მო­დის, რას აკე­თებს, ვის შემ­დეგ გა­მო­დის და რას აკე­თებს სა­ერ­თოდ", - თქვა მომ­ღე­რალ­მა.

მან სა­კუ­თა­რი დე­დის შე­სა­ხე­ბაც ილა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც მისი თქმით, ოდე­სე­ლია და ომს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძაფ­რად გა­ნიც­დის.

"დედა უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში და­ი­ბა­და. ახლა ხში­რად ტი­რის... მთე­ლი ჩემი წი­ნაპ­რე­ბი, ოდე­სი­დან არი­ან წარ­მო­შო­ბით. დე­და­ჩე­მის­თვის ყვე­ლა ქუჩა ძვირ­ფა­სია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის ამა­ზე ლა­პა­რა­კი... ", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გვერდწი­თელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
20

რა საჭიროა ამდენი მკითხაობა. რუსულ (უფრო ზუსტად ებრაულ), შოუბიზნესის გვერდებზე გარკვევით წერია - ''ცნობილი ებრაელები შოუბიზნესში'' თამრიკოც იქ არის მითითებული. თუ ებრაელი არ ხარ, იმ სიაში ვერ მოხვდები.

Αsi
9

რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობდა დედაჩემი ებრაელია და ეროვნებით მეც ებრაელი ვარო. ეს მისი ნებაა . ისე უნდა ითქვას რომ ტაქტიანი ადამიანია და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი არასოდეს საჯაროდ არ გაუკრიტიკებია. უზრდელი ქეთა თოფურიასავით დედა არ უგინებია და დეგრადირებული პავლიაშვილივით ჭკუის სწავლება არ დაუწყია ქართველი ხალხისთვის თუ რა კურსით უნდა წავიდეს საქართველო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა... დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის " - თამარ გვერდწითელი უკრაინაზე, სამშობლოზე და რუსეთში გადადებულ კონცერტებზე

"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა... დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის " - თამარ გვერდწითელი უკრაინაზე, სამშობლოზე და რუსეთში გადადებულ კონცერტებზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქართული საზოგადოების ყურადღება ისე, როგორც არასდროს, რუსეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მიიპყრეს.

განსაკუთრებით ომის დასაწყის დღეებში, ყველა ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ რამდენად სწორ პოზიციას დაიკავებდნენ ოკუპანტ ქვეყანაში მცხოვრები ცნობილი ქართველები, მათ შორის მუსიკოსები.

თამარ გვერდწითელი აღმოჩნდა ის მომღერალი, რომელმაც თავდაპირველად, რამდენიმე დღის განმავლობაში დუმილი არჩია, თუმცა მოგვიანებით, მიყოლებით გააუქმა ომამდე თვეებით ადრე დაგეგმილი კონცერტები.

6 მარტს კრემლის დარბაზში დაანონსებულ კონცერტზე გამომსვლელთა სიაში მოხვედრა კი, რასაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მომღერალმა იმით ახსნა, რომ აფიშა ომამდე იყო შედგენილი. გვერდწითელი კონცერტზე არ გამოსულა.

მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კონცერტები ექვსი თვით გადადო, თუმცა არ გაუუქმებია. მომღერალმა იმჟამად მედიასთან განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

რამდენიმე კვირის წინ, თამარ გვერდწითელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა საჯაროდ არსად გამოჩენილა.

გუშინ კი, გადაცემაში "ნოესთან" ქართველმა პრიმადონამ გულწრფელად ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც მის შესახებ ყველაზე მეტად აინტერესებთ, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. მომღერალმა სამშობლოზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"ადამიანს, რომელიც დაწერს სიმღერას "საქართველო", არ შეიძლება სხვა სამშობლო გააჩნდეს. შეიძლება ვცხოვრობდე 30 წელი რუსეთში, რომელსაც პატივს ვცემ, მიყვარს და ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ სამშობლოს ცნება, ყველაზე მაღლა მდგომი ცნებაა. ღმერთმა კიდევ დამაწერინოს გაბრწყინებულ საქართველოზე სიმღერა და ჩამატარებინოს კონცერტი, მშვიდობიან გზას მინდა დავადგეთ ყველა. შეიძლება ცხოვრობდე საფრანგეთში, ამერიკაში, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. ბედნიერი ვარ, რომ გამაჩნია დღეს ის ადგილი, ჩემი გულის ნაწილი, სადაც შემიძლია თამამად ჩამოვიდე, რაღაცები დამაბრალონ, ვაპატიო, არ დავივიწყო, მაგრამ გულში ყოველთვის ვრჩები ადამიანად, რომელსაც ერთადერთი სამშობლო აქვს და ეს საქართველოა." - თქვა გვერდწითელმა.

გადაცემის წამყვანმა ნოე სულაბერიძემ მას 6 მარტის გაუქმებულ კონცერტზეც ჰკითხა.

"აფიშა იყო შედგენილი ჯერ კიდევ დეკემბერში და მე არ გამოვსულვარ ამ კონცერტზე, რადგან დაიწყო ეს სპეცოპერაცია..."

ნოე მომღერალს ჩაეკითხა: "სპეცოპერაციას ეძახით?" - "არა ომს ვეძახი, რუსეთში ჰქვია ეს სახელი ", - უპასუხა მომღერალმა.

ქართველი პრიმადონას თქმით, მის ცხოვრებაში უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი რამ შეცვალა.

"რაც ეს ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. ვცდილობ, ვიყო მართალი და სინდისიანი როგორც დედა, როგორც ქალი. როგორც დედა, მე მოვუწოდებ, რომ გაჩერდეს ომი. ეს ჩემგან მხოლოდ სიტყვები არ არის, ამით მე მილიონობით ქალის და დედის აზრის გამოხატვა შემიძლია. ღმერთმა იცის, ჩვენ გულში რა გვიდევს. სინდისის სიმართლის გზაზე რომ დგას ადამიანი, ის უფრო მშვიდად არის. მე ვიცი, რომ ვემსახურები მუსიკას, მაგრამ ვიმღერებ მხოლოდ იქ, სადაც ვიცი, რომ არ იქნება არანაირი მოწოდება. ყველა მომღერალმა უნდა იცოდეს, სად გამოდის, რას აკეთებს, ვის შემდეგ გამოდის და რას აკეთებს საერთოდ", - თქვა მომღერალმა.

მან საკუთარი დედის შესახებაც ილაპარაკა, რომელიც მისი თქმით, ოდესელია და ომს განსაკუთრებულად მძაფრად განიცდის.

"დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ახლა ხშირად ტირის... მთელი ჩემი წინაპრები, ოდესიდან არიან წარმოშობით. დედაჩემისთვის ყველა ქუჩა ძვირფასია. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი... ", - აღნიშნა თამარ გვერდწითელმა.