პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა - "სოფო ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო... თბილისში ბავშვის მდგომარეობის გამო გადავიდა"
რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა - "სოფო ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო... თბილისში ბავშვის მდგომარეობის გამო გადავიდა"

თბი­ლის­ში, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­აა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მე­უღ­ლემ, შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. კვა­რა­ცხე­ლი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს 2 შვი­ლი ჰყავ­და. კვა­რა­ცხე­ლია ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ბი­უ­რო­ში მუ­შა­ობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ის მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და.

AMBEBI.GE მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ესა­უბ­რა:

"სოფო 2017 წლის და­სა­წყის­ში, 3-4 ვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ჩვენ­თან... ბავ­შვის ავად­მყო­ფო­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მო­უ­წია თბი­ლის­ში გა­დას­ვლა. ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვენს შტაბ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ ვიცი, რა მოხ­და და რა უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და.

იმ ხან­მოკ­ლე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მას­ზე მხო­ლოდ კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია. შვი­ლის გამო გა­უ­ჭირ­და მუ­შა­ო­ბა გვი­თხრა, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, დავ­ტო­ვო სამ­სა­ხუ­რი და თბი­ლის­ში გა­და­ვი­დეო. მე­უღ­ლე­ზე არა­ფე­რი ვიცი, არც ის, ჰქონ­და თუ არა ოჯახ­ში პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ­თვი­საც შო­კია ეს ამ­ბა­ვი, ძა­ლი­ან დამ­ძი­მე­ბუ­ლი მაქვს გული.." - გვე­უბ­ნე­ბა ქვა­რა­ია.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ისევ ქალები არ ზრდიან ასეთ კაცებს? 

715
5

პრობლემა იმაშია რომ ბევრი გოგო ყველა არა ირჩევენ მეორე ნახევრად არადეკვატურ მამაკაცებს და შემდეგ იტანჯებიან მათგან, არაერთი ფილმი მიძღვნილა ამ თემაზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა - "სოფო ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო... თბილისში ბავშვის მდგომარეობის გამო გადავიდა"

რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა - "სოფო ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო... თბილისში ბავშვის მდგომარეობის გამო გადავიდა"

თბილისში, მოკლული ახალგაზრდა ქალი 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. არსებული ინფორმაციით, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლემ, შვილების თვალწინ მოკლა. კვარაცხელიას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.

ჩვენი ინფორმაციით, წყვილს 2 შვილი ჰყავდა. კვარაცხელია ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.

AMBEBI.GE მერაბ ქვარაიას ესაუბრა:

"სოფო 2017 წლის დასაწყისში, 3-4 ვის განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან... ბავშვის ავადმყოფობის გამო, რამდენიმე თვეში მოუწია თბილისში გადასვლა. ძალიან მოწესრიგებული და საქმიანი ადამიანი იყო. ჩვენს შტაბში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მომხდარით გაოგნებული ვარ, არ ვიცი, რა მოხდა და რა უბედურება დატრიალდა.

იმ ხანმოკლე თანამშრომლობის შემდეგ, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. შვილის გამო გაუჭირდა მუშაობა გვითხრა, ამიტომ იძულებული ვარ, დავტოვო სამსახური და თბილისში გადავიდეო. მეუღლეზე არაფერი ვიცი, არც ის, ჰქონდა თუ არა ოჯახში პრობლემები. ჩვენთვისაც შოკია ეს ამბავი, ძალიან დამძიმებული მაქვს გული.." - გვეუბნება ქვარაია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.