მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ფავორიტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო შესაძლოა დაიჭირონ - ქუთაისელ დავით მუსელიანს რუსეთში მილიონობით რუბლის გაფლანგვას ედავებიან
პუტინის ფავორიტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო შესაძლოა დაიჭირონ - ქუთაისელ დავით მუსელიანს რუსეთში მილიონობით რუბლის გაფლანგვას ედავებიან

Ambebi.ge ცოტა ხნის წინ, პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ქა­ლის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ყო­ფი­ლი საქმროს შე­სა­ხებ წერ­და. და­ვით (შალ­ვა) მუ­სე­ლი­ა­ნი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არის. კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, გა­ნათ­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში მი­ი­ღო და კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად 90-იან წლებ­ში გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში.

ვინ იყო პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ქა­ლის ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვის­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებ­და - ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნი ქუ­თა­ი­სელ და­ვით მუ­სე­ლი­ან­თან

წლე­ბის მან­ძილ­ზე რუ­სულ მე­დი­ა­ში და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. მას მხო­ლოდ, რო­გორც ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ყო­ფილ საქმროს, მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

  • რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ყო­ფი­ლი საქმრო სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნილ­თა სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2018-2019 წლებ­ში მოხ­და და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვას ეხე­ბა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­იფ­ლან­გა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 262 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ქურ­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხუთი მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცე­რი, რომ­ლებ­მაც 2018-2019 წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხით თოვლმავ­ლე­ბი და ყველ­გან­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი არა­რე­ა­ლუ­რად მა­ღალ ფა­სებ­ში შე­ის­ყი­დეს. შე­ნა­ძე­ნი რე­ა­ლუ­რად უხა­რის­ხო აღ­მოჩ­ნდა, გე­მე­ბის კორ­პუ­სე­ბი დაბ­ზა­რუ­ლია და მათი შემ­დგო­მი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი და ალი­ნა კა­ბა­ე­ვა

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, თაღ­ლი­თო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნია, რო­მე­ლიც იმ დროს კერ­ძო დაც­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ობი­ექ­ტე­ბის ან­ტიკ­რი­მი­ნა­ლუ­რი დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ანა­ლი­ზი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. ამ საქ­მე­ზე ყვე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა, გარ­და მუ­სე­ლი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ის ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნილ­თა სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მუ­სე­ლი­ან­მა, რო­მე­ლიც იმ დროს მოს­კო­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა გა­იც­ნო. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და და და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­დნენ. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ მუ­სე­ლი­ა­ნი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის დე­დას­თან გაყ­რის პრო­ცეს­ში იყო. და­ვი­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩუქ­ნი­და ალი­ნას სა­ჩუქ­რებს და თან ახ­ლდა ათე­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე, სა­დაც ქალ­მა ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა, 2004 წლის ბო­ლოს წყვი­ლი და­შორ­და. მა­ნამ­დე მუ­სე­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და:

"ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ვხვდე­ბით, ვფიქ­რობ, რომ მის­თვის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ვარ."

მუ­სე­ლი­ა­ნი კა­ბა­ე­ვა­ზე 14 წლით უფ­რო­სი იყო. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნის რო­მა­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კა­ბა­ე­ვას­თან ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მსა­ხი­ობ ანა გორშკო­ვას­თან გა­ა­ბა. 2019 წლის ბო­ლოს მუ­სე­ლი­ან­მა რუ­სე­თის გვარ­დი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა და კერ­ძო ბიზ­ნეს­ში გა­და­ვი­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველა აწერილია
0

ქუთაისელები ყველგან და ყოველთვის ჯიგრები ვართ....... 

აი, მესმის პატრიოტი!
4

რუსის ქალი მიაგდო თვალნაცრიანი, რუსებს გაბზარული გემები შეასაღა, ფულები ჩაიდო ჯიბეში და აორთქლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პუტინის ფავორიტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო შესაძლოა დაიჭირონ - ქუთაისელ დავით მუსელიანს რუსეთში მილიონობით რუბლის გაფლანგვას ედავებიან

პუტინის ფავორიტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო შესაძლოა დაიჭირონ - ქუთაისელ დავით მუსელიანს რუსეთში მილიონობით რუბლის გაფლანგვას ედავებიან

Ambebi.ge ცოტა ხნის წინ, პუტინის ფავორიტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმროს შესახებ წერდა. დავით (შალვა) მუსელიანი წარმოშობით ქუთაისიდან არის. კაცი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, განათლება სამშობლოში მიიღო და კარიერის გასაკეთებლად 90-იან წლებში გადავიდა მოსკოვში.

ვინ იყო პუტინის ფავორიტი ქალის ქართველი შეყვარებული, ვისზე დაქორწინებასაც აპირებდა - ალინა კაბაევას ვნებიანი რომანი ქუთაისელ დავით მუსელიანთან

წლების მანძილზე რუსულ მედიაში დავით მუსელიანის შესახებ ახალი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მას მხოლოდ, როგორც ალინა კაბაევას ყოფილ საქმროს, მოიხსენიებდნენ.

  • რამდენიმე საათის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე 2018-2019 წლებში მოხდა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ეხება. საქმის მასალების მიხედვით, ეროვნული გვარდიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად გამოყოფილი თანხების დიდი რაოდენობა გაიფლანგა.

ინფორმაციის თანახმად, 262 მილიონი რუბლის ქურდობაში მონაწილეობდა ხუთი მაღალი რანგის ოფიცერი, რომლებმაც 2018-2019 წლებში ეროვნული გვარდიისთვის გამოყოფილი თანხით თოვლმავლები და ყველგანმავალი მანქანები არარეალურად მაღალ ფასებში შეისყიდეს. შენაძენი რეალურად უხარისხო აღმოჩნდა, გემების კორპუსები დაბზარულია და მათი შემდგომი ფუნქციონირება შეუძლებელია.

დავით მუსელიანი და ალინა კაბაევა

გამოძიების მასალების თანახმად, თაღლითობის ორგანიზატორი პოლკოვნიკი დავით მუსელიანია, რომელიც იმ დროს კერძო დაცვის მთავარი სამმართველოს ობიექტების ანტიკრიმინალური დაცვის განყოფილების ანალიზისა და ღონისძიებების შემუშავების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ საქმეზე ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია და ციხეში იმყოფება, გარდა მუსელიანისა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. ის ამჟამად საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

2000-იანი წლების დასაწყისში მუსელიანმა, რომელიც იმ დროს მოსკოვის პოლიციის თანამშრომელი იყო, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა გაიცნო. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა და დაოჯახებას აპირებდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მაშინ მუსელიანი პირველ მეუღლესთან, მისი ქალიშვილის დედასთან გაყრის პროცესში იყო. დავითი რეგულარულად ჩუქნიდა ალინას საჩუქრებს და თან ახლდა ათენის ოლიმპიადაზე, სადაც ქალმა ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა, 2004 წლის ბოლოს წყვილი დაშორდა. მანამდე მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა:

"ორწელიწადნახევარია ვხვდებით, ვფიქრობ, რომ მისთვის პირველი და უკანასკნელი ვარ."

მუსელიანი კაბაევაზე 14 წლით უფროსი იყო. მედიის ინფორმაციით, მათი დაშორების მიზეზი დავით მუსელიანის რომანი გახლდათ, რომელიც კაბაევასთან ცხოვრების პარალელურად, მსახიობ ანა გორშკოვასთან გააბა. 2019 წლის ბოლოს მუსელიანმა რუსეთის გვარდიაში სამსახური დატოვა და კერძო ბიზნესში გადავიდა.

იხილეთ ასევე: