პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 წელი ვემზადებოდი.... გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა
"4 წელი ვემზადებოდი.... გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა

სო­ფე­ლი ზე­ნო­ბა­ნი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­ფე­ლია. ამ სოფ­ლის მკვიდ­რე­ბი მწე­რალ­მა თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბად აქ­ცია... მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი­დან 100 მეტრში კი ცხოვ­რობს ლე­ვან ჭა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წლის შემ­დეგ სა­კუ­თარ ფუ­ძე­ზე, თა­ვის მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და მე­ურ­ნე­ო­ბის წა­მო­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა. ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, ერაყ­ში­ცაა ნამ­ყო­ფი და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მძი­მე დღე­ებ­ში წინა ხაზ­ზე იბ­რძო­და. ახლა მე­ურ­ნის ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა და რა­საც დღეს ზე­ნო­ბან­ში აკე­თებს, ეს საქ­მე უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

ლე­ვან ჭა­ნიშ­ვი­ლი:

- კი, მე იმ სოფ­ლი­დან ვარ, სა­დაც ნო­დარ დუმ­ბა­ძემ „მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი“ და­წე­რა. ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ნა­ფე­ხუ­რებ­ზე დავ­დი­ვარ. აქვე 100 მეტრშია მწერ­ლის სახ­ლმუ­ზე­უ­მი. მიყ­ვარს ჩემი სო­ფე­ლი და კუ­თხე. აქ ცხოვ­რობ­და ჩემი წი­ნა­პა­რი - ბე­ბია, ბა­ბუა. სად არ ვი­ყა­ვი, რა საქ­მე­ზე არ მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ, ზე­ნო­ბა­ნი იყო ჩემი შთა­გო­ნე­ბა და ამან აქე­დან ბო­ლომ­დე წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მომ­ცა. ამ სიყ­ვა­რუ­ლით დავ­ბრუნ­დი და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამან გა­ნა­პი­რო­ბა. წი­ნაპ­რე­ბი ვახ­სე­ნე, რომ­ლებ­მაც დიდი ენერ­გია ჩა­დეს იმა­ში, რომ ჩემი სო­ფე­ლი მყვა­რე­ბო­და, ამი­ტომ, მათ ხსოვ­ნას­თან პირ­ნა­თე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

მიყ­ვარს ფრინ­ვე­ლი, ცხო­ვე­ლი, ნერ­გი, ბუ­ნე­ბა, - კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი სოფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლია. ამი­ტომ ის წლე­ბი, რაც აქე­დან წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მინ­და, ახლა ავი­ნა­ზღა­უ­რო. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა გა­ვაძ­ლი­ე­რე და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით დავ­ტვირ­თე. ამ სფე­რო­ში ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯე. ჯერ­ჯე­რო­ბით ამარ­თლებს.

- რო­დის დაბ­რუნ­დით?

- მე­სა­მე წე­ლია, აქ ვარ. ამა­ში სა­წყის ეტაპ­ზე პან­დე­მი­ა­მაც ხელი შე­მი­წყო. ვხუმ­რობ ხოლ­მე - 20-20-29 თე­ბერ­ვალს ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და ზე­ნო­ბან­ში ჩა­მო­ვე­დი-მეთ­ქი. ასე რომ, ჩემი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით რა­ღა­ცებს თავი მო­ვუ­ყა­რე.

- კი, მრა­ვალ­მხრი­ვი მე­ურ­ნე­ო­ბა გაქვთ. მოდი, სა­უ­ბა­რი მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბით და­ვი­წყოთ...

- ამ კუ­თხით ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა შემ­თხვე­ვით გაჩ­ნდა და ეს მოხ­და ჯერ კი­დევ მა­შინ, სა­ნამ აქ ჩა­მო­ვი­დო­დი... ერთ-ერთ რეკ­ლა­მა­ში ვნა­ხე, 100-ცა­ლი­ა­ნი ინ­კუ­ბა­ტო­რი იყი­დე­ბო­და. მა­შინ ეს სი­ახ­ლე იყო, რად­გა­ნაც აქ მა­სობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და ასე­თი ინ­კუ­ბა­ტო­რე­ბი, უმე­ტე­სად კუს­ტა­რუ­ლად აწყობ­დნენ. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აქ იყ­ვნენ, შე­მე­ძი­ნა და მათ­თვის ჯაფა შე­მემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. დე­და­მაც ამ საქ­მეს კარ­გად აუღო ალღო. მერე ახალ­გა­მო­ჩე­კილ­მა წი­წი­ლებ­მა ჩვენ­გან იმის ცოდ­ნა მო­ი­თხო­ვა, ზრდას­რულ ასა­კამ­დე რო­გორ მიგ­ვეყ­ვა­ნა.

დე­დას შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რით, მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ვაწ­ვდი­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ ყვე­ლა­ფერ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად სწორ გზა­ზე და­მა­ყე­ნა, წი­წი­ლე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო პატ­რო­ნო­ბა მარ­ტი­ვად შეგვძლე­ბო­და. ეს იყო მათი კვე­ბა, თუ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა. ამა­სო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა მეც და­მიგ­როვ­და. ამას და­ემ­თხვა ის, რომ ჩემი ში­ნა­გა­ნი ძა­ხი­ლი სო­ფელ­ში წა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე მომ­წიფ­და (4 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი, რად­გა­ნაც ოჯა­ხი თბი­ლის­ში რჩე­ბო­და, მე­უღ­ლე მუ­შა­ობს, ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ. ისი­ნი იქ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე აქეთ, ამი­ტომ იყო ფსი­ქო­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბიც). მოკ­ლედ, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ამ ფრინ­ვე­ლე­ბის სა­კი­თხში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე.

- და რამ­დე­ნი კაცი ხართ ოჯა­ხი­დან ამ სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი?

- მშობ­ლე­ბი და ძმე­ბი (სამი ძმა ვართ). ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ. ისე გა­მო­ვი­და, რომ მე და­მე­კის­რა სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის წი­ნამ­ძღო­ლო­ბა. თა­ვი­დან­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი, ენ­დე­მურ ჯი­შებ­სა და სა­ხე­ო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პრო­დუქ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ჯან­სა­ღი. როცა ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა გაღ­რმავ­და, 1000-იანი ინ­კუ­ბა­ტო­რი შე­ვი­ძი­ნე და მერე ჩვე­ნი სოფ­ლის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ამა­ზეც ვი­ფიქ­რე. თან, კო­მერ­ცი­უ­ლიც და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი. ასე შე­მო­ვი­და ხო­ხო­ბი ჩვენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში.

- მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ეტა­პობ­რი­ვად, სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტის შე­მო­ტა­ნით და­ი­წყეთ... მეკ­ვერ­ცხულ-მე­ხორ­ცუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გაქვთ?

- კი, ორი­ვე. აქ მთა­ვა­რია, ქარ­თულ­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი­თაც უნდა იყოს გაზ­რდი­ლი. მოკ­ლედ, ხოხ­ბის შე­სა­ხე­ბაც ბევრ რა­მეს გა­ვე­ცა­ნი. რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კვე­ბა, მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, რომ გამ­რავ­ლე­ბა შეძ­ლოს... აქაც მაქვს წარ­მა­ტე­ბა. იყი­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ამას­თან, ჩვენ­თან ახ­ლო­საა ბახ­მა­რო, ნა­ბეღ­ლა­ვი, გო­მის მთა - ასეთ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ და ესეც ხელს გვი­წყობს...

მიზ­ნად მაქვს, ხოხ­ბის გამ­რავ­ლე­ბა და მათი ბუ­ნე­ბა­ში გაშ­ვე­ბა. ხო­ხო­ბი ხომ წი­თელ წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა მისი ბუ­ნე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, თუ შე­ძე­ნი­ლი არ გაქვს და არ გას­ცემ მას... ახლა ჩემ მა­გა­ლით­ზე აქ სხვებ­მაც მომ­ბა­ძეს.

- თურ­მე სი­რაქ­ლე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აპი­რებთ ფერ­მის გა­ფარ­თო­ე­ბას...

- მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა­ში სი­რაქ­ლე­მე­ბის მო­შე­ნე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლია. ვიცი, რომ ასე­თი ფერ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში უკვე არ­სე­ბობს. არი­ან „მეგ­რე­ლი“ სი­რაქ­ლე­მე­ბი და მინ­და, „გუ­რუ­ლი“ სი­რაქ­ლე­მე­ბიც გაჩ­ნდნენ...

- მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­შიც გა­და­გიდ­გამთ ნა­ბი­ჯე­ბი. გუ­რუ­ლი ჯი­შის ყუ­რძე­ნი - ჩხა­ვე­რი, საკ­მი­ე­ლა და ოცხა­ნუ­რი და­გირ­გავთ, ხომ?

- გუ­რია მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნია და მცი­რე­მი­წი­ა­ნი ტე­რი­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შის ვა­ზის გა­შე­ნე­ბა. ამას­თან, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყუ­რძნის მოყ­ვა­ნა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა. რომ ჩა­მო­ვე­დი, მა­ლე­ვე ჩავ­ყა­რე გუ­რუ­ლი ჯი­შის ყუ­რძე­ნი. გა­მო­ვი­ყე­ნე მეც­ნი­ე­რის, ქი­მი­კო­სის გა­ხო­კი­ძის პრო­დუქ­ტი ბი­ო­რა­გი იმის­თვის, რომ მრა­ვალ­წლი­ა­ნი კულ­ტუ­რა მე­წარ­მო­ე­ბი­ნა. კი, ვე­ნა­ხის დიდი ინ­ტე­რე­სი მქონ­და და ჩვე­ნი გუ­რუ­ლი ჯი­შე­ბი - ჩხა­ვე­რი, ოცხა­ნუ­რი, საკ­მი­ე­ლა, მტე­ვან­დი­დი, ჯანი - ბევ­რი ჯიში გვაქვს, რომ გვქო­ნო­და. თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ამ ყვე­ლა­ფერ­ში მონ­დო­მე­ბით ჩა­ვერ­თე. ნერ­გე­ბი ვი­ყი­დე და 2500 კვად­რა­ტულ ფარ­თობ­ზე დავრგე. კი­დევ უნდა და­ვა­მა­ტო.

- სა­ქო­ნე­ლი გყავთ?

- რა თქმა უნდა, ერთი ძრო­ხა სულ გყავ­და, თუმ­ცა ჩვე­ნი ოჯა­ხი არც ისე პა­ტა­რაა. გაჩ­ნდა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ რძის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი კი­დევ უფრო მეტი გვქო­ნო­და. თან, ვე­ნახ­ში ბა­ლახს რომ მოვ­თი­ბავთ, ძრო­ხე­ბის საკ­ვე­ბად იმა­საც ვი­ყე­ნებთ. მოკ­ლედ, პი­რუ­ტყვის რა­ო­დე­ნო­ბაც გავ­ზარ­დე. პრო­დუქ­ტი ოჯა­ხის­თვი­საც საკ­მა­რია და ვყი­დით კი­დეც.

- ფი­ზი­კუ­რად თვი­თონ აუ­დი­ხართ ამ ყვე­ლა­ფერს, ხომ?

- კი, რა თქმა უნდა. 7 წელი ჯარ­ში გა­ვა­ტა­რე, ვე­ტე­რა­ნის სტა­ტუ­სი მაქვს. 2005 წლი­დან სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით ერაყ­ში გახ­ლდით, 2008-ში 6 აგ­ვის­ტო­დან ომის დამ­თავ­რე­ბამ­დე იქ ვი­ყა­ვი. მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში და პირ­ველ ხაზ­ზე მი­წევ­და ბრძო­ლა, სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის პირ­ველ ბა­ტა­ლი­ონ­ში. მე­ტყვი­ამფრქვე­ვე ვარ, უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი...

- მოკ­ლედ, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ხართ. სხვებს რას ეტყო­დით, რას ურ­ჩევ­დით ამ­ჯე­რად თქვე­ნი სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან.

- ღმერ­თმა მოგ­ვცა მიწა, რო­მელ­საც დე­და­მი­წას ვუ­წო­დებთ. ჩვენ შრო­მით შეგ­ვიძ­ლია, რომ მი­წას მო­ვე­ფე­როთ. ის ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს, ამი­ტომ უნდა იყოს შთა­მო­მავ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მას მო­უვ­ლის, უპატ­რო­ნებს. ამ თა­ო­ბა­მაც, ვინც ახლა ვართ, სა­ნამ შეგ­ვიძ­ლია და შეგ­ვეძ­ლე­ბა, მი­წას უნდა მივ­ხე­დოთ. ეს იქ­ნე­ბა ჩემი რჩე­ვა, თხოვ­ნაც და ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი მი­წი­დან კი იმ­დენს მი­ვი­ღებთ, რომ გაგ­ვიკ­ვირ­დეს კი­დეც. თუმ­ცა ამ საქ­მე­ში მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბაც სა­ჭი­როა, რომ წინსვლა იყოს. ეს ყვე­ლას საქ­მეა. მოდი, მო­ვე­ფე­როთ ბუ­ნე­ბას, ჩვენც ხომ მისი ნა­წი­ლე­ბი ვართ.

კი, არის ეგ პრობ­ლე­მა, ხალ­ხი გა­ურ­ბის ამ შრო­მას, არა­და, სო­ფელ­ში მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უპი­რა­ტე­სია. აქ მე­ტად შე­გიძ­ლია გან­ვი­თარ­დე... ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ისაა, რომ სოფ­ლე­ბი იც­ლე­ბა. ადრე გუ­რი­ა­ში ჩაის კულ­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად მის­დევ­დნენ. მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და, შე­იც­ვა­ლა. იქ სა­დაც ჩაის ბუჩ­ქე­ბი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი, იმ ად­გილ­ზე მოც­ვი ჩა­ვა­ნაც­ვლე. ეს იყო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 100%-ით და­ფი­ნანსდა. მა­ნამ­დე კი ჩემი ხარ­ჯე­ბით გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია ავით­ვი­სე, და­ვა­მუ­შა­ვე, შე­მოვ­ღო­ბე, ფი­ზი­კუ­რად ვიშ­რო­მეთ მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა. ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. დაგ­ვი­ფას­და შრო­მა, პირ­ვე­ლი­ვე წე­ლი­წადს საქ­მე წინ წა­ვი­და. ასე ნელ-ნელა, მი­ვი­წევ და ვტვირ­თავ ჩვენს სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას და ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ ქარ­თულ პრო­დუქტს ასე გუ­ლით ვა­წარ­მო­ებთ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა გურგენიძე
0

წარმატებებს გისურვებთ!

დარეჯანი
1

წარმატებები, შვილო, ნეტავ ბევრი მოგბაძავდეთ, გული მწყდება, რომ ყველა ტოვებს სოფელს.🥰❤❤🇬🇪🇬🇪

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"4 წელი ვემზადებოდი.... გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა

"4 წელი ვემზადებოდი.... გაველურებული ტერიტორია ჩემი ხარჯებით ავითვისე და შრომა დამიფასდა" - ცნობილი მწერლის სოფელში ყოფილმა სამხედრომ მეურნეობა გააშენა

სოფელი ზენობანი ჩვენი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სოფელია. ამ სოფლის მკვიდრები მწერალმა თავის ნაწარმოებში პერსონაჟებად აქცია... მწერლის სახლ-მუზეუმიდან 100 მეტრში კი ცხოვრობს ლევან ჭანიშვილი, რომელიც 20 წლის შემდეგ საკუთარ ფუძეზე, თავის მიწაზე დაბრუნება და მეურნეობის წამოწყება გადაწყვიტა. ყოფილი სამხედროა, ერაყშიცაა ნამყოფი და 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე დღეებში წინა ხაზზე იბრძოდა. ახლა მეურნის ფუნქცია შეიძინა და რასაც დღეს ზენობანში აკეთებს, ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ლევან ჭანიშვილი:

- კი, მე იმ სოფლიდან ვარ, სადაც ნოდარ დუმბაძემ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ დაწერა. ამ პერსონაჟების ნაფეხურებზე დავდივარ. აქვე 100 მეტრშია მწერლის სახლმუზეუმი. მიყვარს ჩემი სოფელი და კუთხე. აქ ცხოვრობდა ჩემი წინაპარი - ბებია, ბაბუა. სად არ ვიყავი, რა საქმეზე არ მიმუშავია, მაგრამ, ზენობანი იყო ჩემი შთაგონება და ამან აქედან ბოლომდე წასვლის უფლება არ მომცა. ამ სიყვარულით დავბრუნდი და ჩემი გადაწყვეტილებაც ამან განაპირობა. წინაპრები ვახსენე, რომლებმაც დიდი ენერგია ჩადეს იმაში, რომ ჩემი სოფელი მყვარებოდა, ამიტომ, მათ ხსოვნასთან პირნათელი უნდა ვყოფილიყავი.

მიყვარს ფრინველი, ცხოველი, ნერგი, ბუნება, - კი, ეს ყველაფერი სოფლის სიყვარულია. ამიტომ ის წლები, რაც აქედან წასული ვიყავი, მინდა, ახლა ავინაზღაურო. საოჯახო მეურნეობა გავაძლიერე და სხვადასხვა მიმართულებით დავტვირთე. ამ სფეროში ძალები მოვსინჯე. ჯერჯერობით ამართლებს.

- როდის დაბრუნდით?

- მესამე წელია, აქ ვარ. ამაში საწყის ეტაპზე პანდემიამაც ხელი შემიწყო. ვხუმრობ ხოლმე - 20-20-29 თებერვალს ჩავჯექი მანქანაში და ზენობანში ჩამოვედი-მეთქი. ასე რომ, ჩემი და ოჯახის წევრების ერთობლივი ძალისხმევით რაღაცებს თავი მოვუყარე.

- კი, მრავალმხრივი მეურნეობა გაქვთ. მოდი, საუბარი მეფრინველეობით დავიწყოთ...

- ამ კუთხით ჩემი დაინტერესება შემთხვევით გაჩნდა და ეს მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ აქ ჩამოვიდოდი... ერთ-ერთ რეკლამაში ვნახე, 100-ცალიანი ინკუბატორი იყიდებოდა. მაშინ ეს სიახლე იყო, რადგანაც აქ მასობრივად არ არსებობდა ასეთი ინკუბატორები, უმეტესად კუსტარულად აწყობდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი მშობლებისთვის, რომლებიც აქ იყვნენ, შემეძინა და მათთვის ჯაფა შემემსუბუქებინა. დედამაც ამ საქმეს კარგად აუღო ალღო. მერე ახალგამოჩეკილმა წიწილებმა ჩვენგან იმის ცოდნა მოითხოვა, ზრდასრულ ასაკამდე როგორ მიგვეყვანა.

დედას შესაბამისი ლიტერატურით, მცოდნე ადამიანების დახმარებით ვაწვდიდი ინფორმაციას. ამ ყველაფერმა რაღაცნაირად სწორ გზაზე დამაყენა, წიწილებისთვის სათანადო პატრონობა მარტივად შეგვძლებოდა. ეს იყო მათი კვება, თუ სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლა. ამასობაში გარკვეული ცოდნა მეც დამიგროვდა. ამას დაემთხვა ის, რომ ჩემი შინაგანი ძახილი სოფელში წამოსვლასთან დაკავშირებით უკვე მომწიფდა (4 წელი ვემზადებოდი, რადგანაც ოჯახი თბილისში რჩებოდა, მეუღლე მუშაობს, ბავშვები სწავლობენ. ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ, მე აქეთ, ამიტომ იყო ფსიქოტიური მომენტებიც). მოკლედ, ჩამოსვლის შემდეგ ამ ფრინველების საკითხში აქტიურად ჩავერთე.

- და რამდენი კაცი ხართ ოჯახიდან ამ საოჯახო მეურნეობაში გაერთიანებული?

- მშობლები და ძმები (სამი ძმა ვართ). ერთობლივად ვმუშაობთ. ისე გამოვიდა, რომ მე დამეკისრა საოჯახო მეურნეობის წინამძღოლობა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ უნდა ვყოფილიყავი ქართული პროდუქტის მწარმოებელი, ენდემურ ჯიშებსა და სახეობაზე ორიენტირებული. პროდუქტი უნდა ყოფილიყო ნატურალური და ჯანსაღი. როცა ცოდნა, გამოცდილება გაღრმავდა, 1000-იანი ინკუბატორი შევიძინე და მერე ჩვენი სოფლისთვის განსხვავებული და ინოვაციურიც უნდა ყოფილიყო, ამაზეც ვიფიქრე. თან, კომერციულიც და ადამიანებისთვის საინტერესო და მიმზიდველი. ასე შემოვიდა ხოხობი ჩვენს მეურნეობაში.

- მეურნეობის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, სხვადასხვა სეგმენტის შემოტანით დაიწყეთ... მეკვერცხულ-მეხორცული მიმართულება გაქვთ?

- კი, ორივე. აქ მთავარია, ქართულზე ვარ ორიენტირებული და ქართული პროდუქტითაც უნდა იყოს გაზრდილი. მოკლედ, ხოხბის შესახებაც ბევრ რამეს გავეცანი. რა ინფრასტრუქტურა, კვება, მოვლა სჭირდება, რომ გამრავლება შეძლოს... აქაც მაქვს წარმატება. იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ამასთან, ჩვენთან ახლოსაა ბახმარო, ნაბეღლავი, გომის მთა - ასეთ გარემოში ვცხოვრობთ და ესეც ხელს გვიწყობს...

მიზნად მაქვს, ხოხბის გამრავლება და მათი ბუნებაში გაშვება. ხოხობი ხომ წითელ წიგნშია შეტანილი და არ შეიძლება მისი ბუნებიდან გამოყვანა, თუ შეძენილი არ გაქვს და არ გასცემ მას... ახლა ჩემ მაგალითზე აქ სხვებმაც მომბაძეს.

- თურმე სირაქლემების მიმართულებითაც აპირებთ ფერმის გაფართოებას...

- მეფრინველეობაში სირაქლემების მოშენება ჩემთვის ყველაზე მაღალი წერტილია. ვიცი, რომ ასეთი ფერმა სამეგრელოში უკვე არსებობს. არიან „მეგრელი“ სირაქლემები და მინდა, „გურული“ სირაქლემებიც გაჩნდნენ...

- მევენახეობაშიც გადაგიდგამთ ნაბიჯები. გურული ჯიშის ყურძენი - ჩხავერი, საკმიელა და ოცხანური დაგირგავთ, ხომ?

- გურია მთიანი რეგიონია და მცირემიწიანი ტერიტორია. მიუხედავად ამისა, ჩემი ინტერესის სფეროში იყო ადგილობრივი ჯიშის ვაზის გაშენება. ამასთან, ნატურალური ყურძნის მოყვანა და ნატურალური ღვინის დაყენება. რომ ჩამოვედი, მალევე ჩავყარე გურული ჯიშის ყურძენი. გამოვიყენე მეცნიერის, ქიმიკოსის გახოკიძის პროდუქტი ბიორაგი იმისთვის, რომ მრავალწლიანი კულტურა მეწარმოებინა. კი, ვენახის დიდი ინტერესი მქონდა და ჩვენი გურული ჯიშები - ჩხავერი, ოცხანური, საკმიელა, მტევანდიდი, ჯანი - ბევრი ჯიში გვაქვს, რომ გვქონოდა. თითოეული ჩვენი სავიზიტო ბარათია. ამ ყველაფერში მონდომებით ჩავერთე. ნერგები ვიყიდე და 2500 კვადრატულ ფართობზე დავრგე. კიდევ უნდა დავამატო.

- საქონელი გყავთ?

- რა თქმა უნდა, ერთი ძროხა სულ გყავდა, თუმცა ჩვენი ოჯახი არც ისე პატარაა. გაჩნდა აუცილებლობა, რომ რძის ნატურალური პროდუქტი კიდევ უფრო მეტი გვქონოდა. თან, ვენახში ბალახს რომ მოვთიბავთ, ძროხების საკვებად იმასაც ვიყენებთ. მოკლედ, პირუტყვის რაოდენობაც გავზარდე. პროდუქტი ოჯახისთვისაც საკმარია და ვყიდით კიდეც.

- ფიზიკურად თვითონ აუდიხართ ამ ყველაფერს, ხომ?

- კი, რა თქმა უნდა. 7 წელი ჯარში გავატარე, ვეტერანის სტატუსი მაქვს. 2005 წლიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ვიყავი. სამშვიდობო მისიით ერაყში გახლდით, 2008-ში 6 აგვისტოდან ომის დამთავრებამდე იქ ვიყავი. მძიმე შეიარაღებაში და პირველ ხაზზე მიწევდა ბრძოლა, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის პირველ ბატალიონში. მეტყვიამფრქვევე ვარ, უფროსი სერჟანტი...

- მოკლედ, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ხართ. სხვებს რას ეტყოდით, რას ურჩევდით ამჯერად თქვენი სამეურნეო გამოცდილებიდან.

- ღმერთმა მოგვცა მიწა, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ. ჩვენ შრომით შეგვიძლია, რომ მიწას მოვეფეროთ. ის ყოველთვის იარსებებს, ამიტომ უნდა იყოს შთამომავლობა, რომელიც მას მოუვლის, უპატრონებს. ამ თაობამაც, ვინც ახლა ვართ, სანამ შეგვიძლია და შეგვეძლება, მიწას უნდა მივხედოთ. ეს იქნება ჩემი რჩევა, თხოვნაც და ყველაფერი. ჩვენი მიწიდან კი იმდენს მივიღებთ, რომ გაგვიკვირდეს კიდეც. თუმცა ამ საქმეში მთავრობის დახმარებაც საჭიროა, რომ წინსვლა იყოს. ეს ყველას საქმეა. მოდი, მოვეფეროთ ბუნებას, ჩვენც ხომ მისი ნაწილები ვართ.

კი, არის ეგ პრობლემა, ხალხი გაურბის ამ შრომას, არადა, სოფელში მიწასთან ურთიერთობა უპირატესია. აქ მეტად შეგიძლია განვითარდე... ჩემი გულისტკივილი ისაა, რომ სოფლები იცლება. ადრე გურიაში ჩაის კულტურა აქტიურად მისდევდნენ. მერე ყველაფერი განადგურდა, შეიცვალა. იქ სადაც ჩაის ბუჩქები იყო გაშენებული, იმ ადგილზე მოცვი ჩავანაცვლე. ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 100%-ით დაფინანსდა. მანამდე კი ჩემი ხარჯებით გაველურებული ტერიტორია ავითვისე, დავამუშავე, შემოვღობე, ფიზიკურად ვიშრომეთ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა. ჩართულები ვიყავით. დაგვიფასდა შრომა, პირველივე წელიწადს საქმე წინ წავიდა. ასე ნელ-ნელა, მივიწევ და ვტვირთავ ჩვენს საოჯახო მეურნეობას და ძალიან მომწონს, რომ ქართულ პროდუქტს ასე გულით ვაწარმოებთ.