პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების ელემენტარულ არცოდნას" - კონსტანტინე გამსახურდია
"ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების ელემენტარულ არცოდნას" - კონსტანტინე გამსახურდია

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბოლო დროს გახ­შირ­და ერეკ­ლე მე­ო­რეს თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რე­ბი და "გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის" გამო მისი კრი­ტი­კა. ამ სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ერეკ­ლე მე­ფის შე­სა­ხებ ამ­დე­ნი ყა­ყა­ნი ეფუძ­ნე­ბა ის­ტო­რი­ის, ასე­ვე 1783 წლის ზა­ფხულ­ზე და­დე­ბუ­ლი "გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის" პი­რო­ბე­ბის ელე­მენ­ტა­რულ არ­ცოდ­ნას. ტრაქ­ტა­ტი გუ­ლის­ხმობ­და პრო­ტექ­ტო­რატს, ყვე­ლაფ­რის (სა­მე­ფო ტახ­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის) შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. ერთ-ერთი მარ­თლაც პრობ­ლე­მუ­რი მუხ­ლი იყო ქარ­თულ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კო­სის ჩა­წე­რა მოხ­და პირ­ველ ათე­ულ­ში - რუ­სებს თა­ვად გა­უქ­მე­ბუ­ლი ჰქონ­დათ პატ­რი­არ­ქო­ბა, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­დი კი სე­ნა­ტის (ანუ მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს) ერთ-ერთი კო­ლე­გია (ანუ სა­მი­ნის­ტრო) იყო. მაგ­რამ ამ პუნ­ქტზეც წე­რია, რომ იგი სა­ბო­ლოო არ არის და კო­რექ­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

გე­ორ­გი­ევ­სკში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არა­სო­დეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. იგი და­ირ­ღვა ძა­ლი­ან მალე, კრწა­ნი­სამ­დეც კი. ხოლო პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერეკ­ლეს ოს­მა­ლეთ­თა­ნაც ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი XII-ს, (ზოგ­ჯერ XIII-დაც იხ­სე­ნი­ე­ბენ, თი­კუ­ნით "ზა­ქი­ჭა­მია") იგი სულ ორ წე­ლი­წადს მე­ფობ­და. იგი კარ­გი მე­ო­მა­რი, თუმ­ცა სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მან კი­დევ ერთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა რუ­სეთ­თან, რო­მე­ლიც ბევ­რად უა­რე­სი იყო გე­ორ­გი­ევ­სკზე - ის გუ­ლის­ხმობ­და ყვე­ლაფ­რის დათ­მო­ბას და ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მე­ფოს ჩა­ბა­რე­ბას. ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ალექ­სან­დრე, რო­მელ­საც ირან­ში მო­უ­წია გაქ­ცე­ვა.

ვთვლი, რომ ზუს­ტად ერეკ­ლეს სული მე­ტყვე­ლებ­და მას­ში, რო­მელ­საც კო­რექ­ტი­რე­ბა სურ­და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და ერეკ­ლეს საბ­რძო­ლო გე­ნი­აც: მან 30 წე­ლი­წა­დი იომა და მო­სინ­ჯა ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა რუ­სე­თის გა­ბა­ტო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კავ­კა­სი­ა­ში.

იგი თე­ი­რან­ში აღეს­რუ­ლა 1844 წელს და იქვე, სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ა­შია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც დად­გა 1800 წელი და ალექ­სან­დრე და­ღეს­ტნე­ლე­ბის, შირ­ვა­ნე­ლე­ბის და სპარ­სე­ლე­ბის ლაშ­ქარ­თან ერ­თად კა­ხეთ­ში შე­მო­ვი­და და ნი­ა­ხუ­რას ველ­ზე დად­გა, მას დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ მე­ო­რე მხა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლის სა­თა­ვე­ში მისი ძმა გი­ორ­გი იქ­ნე­ბო­და. მას სურ­და ერთი-ერ­თზე სა­უ­ბა­რი მას­თან და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვაც­ვლე­ვი­ნებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სო. რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ ქარ­თვე­ლე­ბის და რუ­სე­ბის მხედ­რო­ბას სხვე­ბი მო­უ­ძღვი­ან, მეფე კი იქ არ არის, იგი მიხ­ვდა, რომ ნი­ა­ხუ­რა­ზე აღა­რა­ფე­რი გა­და­წყდე­ბო­და. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი უიღ­ბლო მეფე ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მალე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერეკ­ლეს ნე­ბას სწო­რედ ალექ­სან­დრე გა­მო­ხა­ტავ­და და არა "ზა­ქი­ჭა­მია".

მისი სუ­რა­თი (ისე­ვე, რო­გორც ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის) პირ­ვე­ლად ეროვ­ნულ­მა მოძ­რა­ო­ბამ წა­მოს­წია 1988 წლის მი­ტინ­გებ­ზე. ამი­ტო­მაც სწერ­და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე მას­ზე:

"რა შე­ედ­რე­ბა პო­ე­ტის სა­ხელს?- გმი­რის სა­ხე­ლი უფრო მე­ტია.

მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი მიწა მარ­თა­ლი, რაც ვაჟ­კა­ცე­ბით მო­ნახ­ვე­ტია.

ამ სა­ში­ნელ და უიღ­ბლო ღა­მეს მე მრჩე­ბა მხო­ლოდ ერთი ან­დერ­ძი,

რომ არ ამოშ­რეს ხალ­ხში ნაღ­ვე­ლი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ალექ­სან­დრე­სი".

შე­გახ­სე­ნებთ, ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ პო­ლე­მი­კა მას მერე გა­ჩაღ­და, რაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხდა:

"ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღალ­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.."

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინე
7

მონას თავისუფლების ეშინია, რადგან არ იცის ბატონის გარეშე როგორ იცხოვროს! ეს მსახიობები ბიძინას ფულებით ქეიფობენ და დაკარგვა არ უნდათ...

ლაზარე
9

ბერᲫენიᲨვილი?! რა უნდა?! ილიას მატარებელმა Ვაიარაო?! ახლა მეფე ერეკლეს მიადგა?! გ ა ა Ჩ ე რ ე Თ! ეს ანტისახელმწოფოებრივი ინფუზორია! გააᲩერეᲗ! ბატონო ირაკლი! გააᲩერეᲗ ეს უზნეოები და მარᲗლა საქარᲗველოს მოᲦალატეები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების ელემენტარულ არცოდნას" - კონსტანტინე გამსახურდია

"ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების ელემენტარულ არცოდნას" - კონსტანტინე გამსახურდია

სოციალურ ქსელებში ბოლო დროს გახშირდა ერეკლე მეორეს თაობაზე საუბრები და "გეორგიევსკის ტრაქტატის" გამო მისი კრიტიკა. ამ საკითხს ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე 1783 წლის ზაფხულზე დადებული "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების ელემენტარულ არცოდნას. ტრაქტატი გულისხმობდა პროტექტორატს, ყველაფრის (სამეფო ტახტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების) შენარჩუნებით. ერთ-ერთი მართლაც პრობლემური მუხლი იყო ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე, როდესაც საქართველოს კათალიკოსის ჩაწერა მოხდა პირველ ათეულში - რუსებს თავად გაუქმებული ჰქონდათ პატრიარქობა, რუსეთის ეკლესიის სინოდი კი სენატის (ანუ მაშინდელი მინისტრთა საბჭოს) ერთ-ერთი კოლეგია (ანუ სამინისტრო) იყო. მაგრამ ამ პუნქტზეც წერია, რომ იგი საბოლოო არ არის და კორექტირებას ექვემდებარება.

გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულება არასოდეს შესრულებულა. იგი დაირღვა ძალიან მალე, კრწანისამდეც კი. ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულება ერეკლეს ოსმალეთთანაც ჰქონდა გაფორმებული.

რაც შეეხება გიორგი XII-ს, (ზოგჯერ XIII-დაც იხსენიებენ, თიკუნით "ზაქიჭამია") იგი სულ ორ წელიწადს მეფობდა. იგი კარგი მეომარი, თუმცა სრულიად აპოლიტიკური ადამიანი იყო. მან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან, რომელიც ბევრად უარესი იყო გეორგიევსკზე - ის გულისხმობდა ყველაფრის დათმობას და ფაქტობრივად, სამეფოს ჩაბარებას. ამას ეწინააღმდეგებოდა ბატონიშვილი ალექსანდრე, რომელსაც ირანში მოუწია გაქცევა.

ვთვლი, რომ ზუსტად ერეკლეს სული მეტყველებდა მასში, რომელსაც კორექტირება სურდა შექმნილი ვითარებისა და ერეკლეს საბრძოლო გენიაც: მან 30 წელიწადი იომა და მოსინჯა ყველა საშუალება რუსეთის გაბატონების წინააღმდეგ კავკასიაში.

იგი თეირანში აღესრულა 1844 წელს და იქვე, სომხურ ეკლესიაშია დასაფლავებული. როდესაც დადგა 1800 წელი და ალექსანდრე დაღესტნელების, შირვანელების და სპარსელების ლაშქართან ერთად კახეთში შემოვიდა და ნიახურას ველზე დადგა, მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მეორე მხარის შეიარაღებული ძალის სათავეში მისი ძმა გიორგი იქნებოდა. მას სურდა ერთი-ერთზე საუბარი მასთან და აუცილებლად შევაცვლევინებ გადაწყვეტილებასო. როდესაც შეიტყო, რომ ქართველების და რუსების მხედრობას სხვები მოუძღვიან, მეფე კი იქ არ არის, იგი მიხვდა, რომ ნიახურაზე აღარაფერი გადაწყდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი უიღბლო მეფე ამ ამბიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.

საბოლოო ჯამში ერეკლეს ნებას სწორედ ალექსანდრე გამოხატავდა და არა "ზაქიჭამია".

მისი სურათი (ისევე, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის) პირველად ეროვნულმა მოძრაობამ წამოსწია 1988 წლის მიტინგებზე. ამიტომაც სწერდა ტიციან ტაბიძე მასზე:

"რა შეედრება პოეტის სახელს?- გმირის სახელი უფრო მეტია.

მიყვარს ქართული მიწა მართალი, რაც ვაჟკაცებით მონახვეტია.

ამ საშინელ და უიღბლო ღამეს მე მრჩება მხოლოდ ერთი ანდერძი,

რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი ბატონიშვილის ალექსანდრესი".

შეგახსენებთ, ერეკლე მეორეს შესახებ პოლემიკა მას მერე გაჩაღდა, რაც ლევან ბერძენიშვილმა განაცხდა:

"ვიდრე ერეკლე მეორე მოღალტედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.."