პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ" - ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც სახელი იუმორისტული სკეჩებით გაითქვა
"მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ" - ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც სახელი იუმორისტული სკეჩებით გაითქვა

ლადო ჭი­ქაშ­ვი­ლი ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კო­მე­დი­უ­რი პერ­სო­ნაჟ ინე­ზა კე­მუ­ლა­რი­ა­თი გა­იც­ნეს. ამ მეგ­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის პა­რო­დი­ით უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­კუ­თარ სათ­ქმელს ასე ამ­ბობს... ლა­დოს ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს და მის მო­რიგ სკეტჩს დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. აქვე ინ­ტე­რე­სი ჩნდე­ბა, ვინ არის და რო­გო­რია ამ პერ­სო­ნა­ჟის მიღ­მა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ასე­თი ფორ­მით გა­და­წყვი­ტა. რო­გორც ლადო გვე­უბ­ნე­ბა, სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა, და­ი­ბა­და პა­ტა­რა და ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ სო­ფელ ნო­სირ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა ეს ულა­მა­ზე­სი მხა­რე. იქა­უ­რო­ბამ, რო­გორც ადა­მი­ანს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბე­ბი გან­მი­ვი­თა­რა. რა თქმა უნდა, მშობ­ლე­ბის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ის, რომ ვარ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი“, - ამ­ბობს ლადო, რო­მელ­საც Ambebi.ge ბერ­ლინ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი იუ­მო­რით გა­ა­ცა­ნით. შექ­მე­ნით პერ­სო­ნა­ჟი, ვისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბით...

- დიდი მად­ლო­ბა ინ­ტე­რე­სის­თვის. ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე დაბ­რკო­ლე­ბებს ვა­წყდე­ბით. ბევ­რჯერ გვტკი­ვა, გვი­ხა­რია… ბედ­ნი­ე­რე­ბაა თუ გვერდს გი­მაგ­რე­ბენ, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლო­ბას­თან მარ­ტოს გვი­წევს შე­ჯა­ხე­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში "ინე­ზა“ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტშიც კი მახ­სე­ნებს, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია! "ინე­ზა“ ჩემ­თვის რე­ა­ლო­ბის დიდი მა­გა­ლი­თია...

- პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხომ ხართ?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შევ­ძე­ლი ამ პრო­ფე­სი­ას გავ­ყო­ლო­დი, რად­გან თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად მუდ­მი­ვად მი­წევ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და პრო­ფე­სი­ის მორ­გე­ბა. ვერ ვპო­უ­ლობ­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ის­თვის დრო და­მეთ­მო... "ინე­ზა“ ახლა იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ ვი­ცხოვ­რო ჩემს ოც­ნე­ბებ­ში და არას­დროს დავ­კარ­გო იმე­დი.

- ამ­ჟა­მად ემიგ­რა­ცი­ა­ში ხართ. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მჭირ­დე­ბა გა­რე­მო, სა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლად და ჩემი შრო­მით შევ­ძლებ და­ვეხ­მა­რო ოჯახს და ვიბ­რძო­ლო სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში და ოჯახ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რებ, რად­გან ვიცი, რა რთუ­ლია ემიგ­რან­ტო­ბა და გან­შო­რე­ბა იმას­თან, რაც შე­ნია და რაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს.

ვშრო­მობ და ყო­ველ დღე ვცდი­ლობ, გავ­ხდე იმა­ზე კარ­გი, ვიდ­რე გუ­შინ ვი­ყა­ვი. ბერ­ლი­ნი კი არის ქა­ლა­ქი, სა­დაც არას­დროს არის გვი­ან, გახ­დე ის, ვინც გინ­და, რომ იყო...

აქ არის გა­რე­მო, სა­დაც გაქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შე­გიძ­ლია, იყო ის, ვინც ხარ და ეს არის წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პი­რო­ბა... ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რის, იდე­ე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქა­ლა­ქია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ აქ ვცხოვ­რობ.

- რა იყო მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე და რამ გა­გა­ო­ცათ უცხო ქვე­ყა­ნა­ში?

- გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ვე­ლად მივ­ხვდი იმას, რომ უბ­რა­ლო­ე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის არის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ხიბ­ლი და გა­სა­ღე­ბი. ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ფას­დე­ბა შრო­მა და დის­ციპ­ლი­ნა... რო­გორც ქარ­თველს, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ამ რიტმს ავ­ყვე... მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ამა თუ იმ გა­რე­მო­ე­ბის გამო უწევს ოჯახ­თან და ქვე­ყა­ნას­თან გან­შო­რე­ბა, გაძ­ლი­ერ­დნენ, არ და­ნებ­დნენ, იცხოვ­რონ პო­ზი­ტი­ვით და გა­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ თავს.

- "სი­ცი­ლი“ შვე­ლის ყვე­ლა დარდს - ეს გი­წე­რი­ათ გვერ­დზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იუ­მო­რით და ღი­მი­ლით შვე­ლით სა­კუ­თარ სა­დარ­დე­ბელ­საც?

- ცხოვ­რე­ბა არის ბრძო­ლა და ჩემი ია­რა­ღი არის ღი­მი­ლი…

- ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რის სკეტ­ჩე­ბიც გაქვთ - გვი­თხა­რით, ამ ეტაპ­ზე რო­გორ ჩანს სა­ქარ­თვე­ლო გერ­მა­ნი­ი­დან?

- ვი­სურ­ვებ­დი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ ვა­ფა­სებ­დეთ ჩვენს ლა­მაზ სამ­შობ­ლოს, შეგ­ვეძ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბა და ვიბ­რძო­დეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის…

- რო­დის აპი­რებთ დაბ­რუ­ნე­ბას და სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- მინ­და, ვი­ცხოვ­როთ ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ხვა­ლინ­დე­ლი დღის არ შეგ­ვე­შინ­დე­ბა და ყვე­ლა ემიგ­რან­ტი სამ­შობ­ლოს და­ვუბ­რუნ­დე­ბით. სიყ­ვა­რულს გით­ვლით თქვე­ნი "ინე­ზაშ­კა“ შუა ბერ­ლი­ნი­დან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინდირა
1

 საუკეთესოო ხარ ..ასე გააგრძელეე სულმოუტქმელად ველი ახალს.. წარმატებებიი ძალიან ნიჭიერი ჭკვიანი ადამიანი ხარ. 

Ნინო
0

Შენ ძალიან ნიჭიერი და სათნო ბიჭი ხარ. Წარმატებებს გისურვებ მომავლის გზაზე. Შენ მე ყოველდღე მიხალისებ ცხოვრებას სამშობლოს მოწყვეტილს.მადლობა, რომ ხარ... Მიყვარხარ ინეე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ" - ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც სახელი იუმორისტული სკეჩებით გაითქვა

"მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ" - ემიგრანტი ბიჭი, რომელმაც სახელი იუმორისტული სკეჩებით გაითქვა

ლადო ჭიქაშვილი ქართულ ინტერნეტსივრცეში კომედიური პერსონაჟ ინეზა კემულარიათი გაიცნეს. ამ მეგრელი ქალბატონის პაროდიით უამრავ ადამიანს ეხმიანება და საკუთარ სათქმელს ასე ამბობს... ლადოს ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი მოწონებით სარგებლობს და მის მორიგ სკეტჩს დიდი ინტერესით ელოდებიან. აქვე ინტერესი ჩნდება, ვინ არის და როგორია ამ პერსონაჟის მიღმა ადამიანი, რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობა ასეთი ფორმით გადაწყვიტა. როგორც ლადო გვეუბნება, სამეგრელოდანაა, დაიბადა პატარა და ძალიან საყვარელ სოფელ ნოსირში, სადაც ძალიან შეიყვარა ეს ულამაზესი მხარე. იქაურობამ, როგორც ადამიანს, მნიშვნელოვანი თვისებები განმივითარა. რა თქმა უნდა, მშობლების დიდი დამსახურებაცაა ის, რომ ვარ დამოუკიდებელი, ბრძოლისუნარიანი და პოზიტიური ადამიანი“, - ამბობს ლადო, რომელსაც Ambebi.ge ბერლინში დაუკავშირდა.

- ფართო საზოგადოებას თავი იუმორით გააცანით. შექმენით პერსონაჟი, ვისი საშუალებითაც მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებით...

- დიდი მადლობა ინტერესისთვის. ადამიანები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაბრკოლებებს ვაწყდებით. ბევრჯერ გვტკივა, გვიხარია… ბედნიერებაა თუ გვერდს გიმაგრებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რეალობასთან მარტოს გვიწევს შეჯახება. ჩემ შემთხვევაში "ინეზა“ არის ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც კი მახსენებს, რომ ცხოვრება მშვენიერია! "ინეზა“ ჩემთვის რეალობის დიდი მაგალითია...

- პროფესიით მსახიობი ხომ ხართ?

- ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი მსახიობი. სამწუხაროდ, ჩემი რეალობიდან გამომდინარე, ვერ შევძელი ამ პროფესიას გავყოლოდი, რადგან თავის გადასარჩენად მუდმივად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის და პროფესიის მორგება. ვერ ვპოულობდი შესაძლებლობას, რომ საოცნებო პროფესიისთვის დრო დამეთმო... "ინეზა“ ახლა იმაში მეხმარება, რომ ვიცხოვრო ჩემს ოცნებებში და არასდროს დავკარგო იმედი.

- ამჟამად ემიგრაციაში ხართ. რა არის ამის მიზეზი?

- ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ ამ ეტაპზე მჭირდება გარემო, სადაც დამოუკიდებლად და ჩემი შრომით შევძლებ დავეხმარო ოჯახს და ვიბრძოლო საკუთარი მიზნის მისაღწევად. მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ, რადგან ვიცი, რა რთულია ემიგრანტობა და განშორება იმასთან, რაც შენია და რაც ძალიან გიყვარს.

ვშრომობ და ყოველ დღე ვცდილობ, გავხდე იმაზე კარგი, ვიდრე გუშინ ვიყავი. ბერლინი კი არის ქალაქი, სადაც არასდროს არის გვიან, გახდე ის, ვინც გინდა, რომ იყო...

აქ არის გარემო, სადაც გაქვს თავისუფლება და შეგიძლია, იყო ის, ვინც ხარ და ეს არის წარმატების ყველაზე დიდი პირობა... ის მრავალფეროვანი კულტურის, იდეების, შესაძლებლობების ქალაქია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვცხოვრობ.

- რა იყო მთავარი სირთულე და რამ გაგაოცათ უცხო ქვეყანაში?

- გერმანიაში პირველად მივხვდი იმას, რომ უბრალოება ბედნიერებისთვის არის ცხოვრების მთავარი ხიბლი და გასაღები. ეს არის ქვეყანა, სადაც ფასდება შრომა და დისციპლინა... როგორც ქართველს, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვცდილობ, ამ რიტმს ავყვე... მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამა თუ იმ გარემოების გამო უწევს ოჯახთან და ქვეყანასთან განშორება, გაძლიერდნენ, არ დანებდნენ, იცხოვრონ პოზიტივით და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს.

- "სიცილი“ შველის ყველა დარდს - ეს გიწერიათ გვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იუმორით და ღიმილით შველით საკუთარ სადარდებელსაც?

- ცხოვრება არის ბრძოლა და ჩემი იარაღი არის ღიმილი…

- ვინაიდან პოლიტიკური ელფერის სკეტჩებიც გაქვთ - გვითხარით, ამ ეტაპზე როგორ ჩანს საქართველო გერმანიიდან?

- ვისურვებდი, რომ ქართველები სათანადოდ ვაფასებდეთ ჩვენს ლამაზ სამშობლოს, შეგვეძლოს ერთიანობა და ვიბრძოდეთ თავისუფლებისთვის…

- როდის აპირებთ დაბრუნებას და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მინდა, ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ხვალინდელი დღის არ შეგვეშინდება და ყველა ემიგრანტი სამშობლოს დავუბრუნდებით. სიყვარულს გითვლით თქვენი "ინეზაშკა“ შუა ბერლინიდან.