კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის  საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
"მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის  საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

კომ­პა­ნია „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ Mc Happy Day-ის ტრა­დი­ცი­ულ საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ას იწყებს.

McHappy Day-ის კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, სხვა­დას­ხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია და მათი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში „მაკ­დო­ნალდსი“ ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ველ ნა­ბიჯს“ და­ეხ­მა­რე­ბა. კერ­ძოდ, „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს დი­ღომ­ში, გლ­დან­სა და ისან­ში მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამი ფი­ლი­ა­ლის მო­წყო­ბა­სა და აღ­ჭურ­ვას ყვე­ლა სა­ჭი­რო შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით.

ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „მაკ­დო­ნალდსის“ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აღი­ჭურ­ვე­ბა რუს­თა­ვის ფი­ლი­ა­ლი, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას რუს­თავ­ში უფა­სოდ შეძ­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დიღ­მის და ის­ნის ფი­ლი­ა­ლებს, ამ ფი­ლი­ა­ლებ­ში გა­ნახ­ლდე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხარ­ჯი მა­სა­ლე­ბი და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის ნა­წი­ლი.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“ ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე 900-ზე მეტ ბავ­შვს ემ­სა­ხუ­რე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად. ჯა­მუ­რად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 10-მდე პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ის და თე­რა­პი­ის ცენ­ტრი ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებს და მათ მშობ­ლებს, ხოლო დღის ცენ­ტრის და ბი­ნა­ზე მოვ­ლის პროგ­რა­მე­ბი 53 მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე 6-დან 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნონ „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აი­კინ­ძა გა­სა­ფე­რა­დებ­ლის სა­ხით, ასე­ვე ფე­რა­დი ფან­ქრე­ბი, ბავ­შე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის მი­ხედ­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პოს­ტე­რე­ბი და სტი­კე­რე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­მო­აქ­სე­სუ­ა­რე­ბი „მაკ­დო­ნალდსის“ ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში გა­ი­ყი­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მომ­ხმა­რე­ბელს პრო­მო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი­თაც შე­ეძ­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ამ ნივ­თის შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ერ­თვე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ა­ში, რად­გან ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

McHappyDay-ის წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია კომ­პა­ნია „მას­ტერ­ქარ­დი“, რომ­ლის კონ­ტრი­ბუ­ცი­ის შე­დე­გად აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­ყიდ­ვით შე­მო­სუ­ლი თან­ხა ორ­მაგ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია აპ­ლი­კა­ცი­ი­დან ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით 1000 ქუ­ლის სა­ნაც­ვლოდ მო­ახ­დი­ნოს 1 ლა­რის ოდე­ნო­ბის დო­ნა­ცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.

„მაკ­დო­ნალდსის­თვის, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის თა­ნად­გო­მა. „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკვე მარ­თავს McHappyDay-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩვენ არა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვს და­ვეხ­მა­რეთ. წელს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ ერთ ბე­ნე­ფი­ცი­არ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აღ­მო­ვუჩ­ნოთ დახ­მა­რე­ბა და ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ით გა­ვუ­ფე­რა­დოთ ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს. ჩვე­ნი და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შეგ­რო­ვი­ლი თან­ხით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის შე­ვი­ძენთ ინ­ვენ­ტარს, რაც მნიშ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის არ­სე­ბულ ყო­ფას და გა­უ­ფე­რა­დებს მათ ცხოვ­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრე შენ­გე­ლია, „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მაკ­დო­ნალდსის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წი­ლია და ის ყო­ველ­წლი­უ­რად, McHappy Day-სა თუ სხვა კამ­პა­ნი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მრა­ვალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეხ­მა­რე­ბა მოხ­მა­რე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით.

McHappy Day-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაკ­დო­ნალდსმა ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, თბი­ლის­სა თუ კო­ჯორ­ში დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მრა­ვალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნია, რომ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია - გა­უ­ფე­რა­დე ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს, ჰეშ­თე­გით #McHappyDays გა­ი­მარ­თე­ბა და 30 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა.

https://youtube.com/shorts/AV3F_IULWBg?feature=share

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის  საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

"მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის  საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს.

McHappy Day-ის კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობაა.

კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდსი“ ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ დაეხმარება. კერძოდ, „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, გლდანსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.

ამასთან აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.

რაც შეეხება დიღმის და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.

„პირველი ნაბიჯი“ ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში გაიყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

McHappyDay-ის წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია „მასტერქარდი“, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.

„მაკდონალდსისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა. „მაკდონალდს საქართველო“ რამდენიმე წელია უკვე მართავს McHappyDay-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ათეულობით ბავშვს დავეხმარეთ. წელს, ტრადიციულად, გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციას აღმოვუჩნოთ დახმარება და ჩვენი კამპანიით გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს. ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშნელოვნად გააუმჯობესებს „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების არსებულ ყოფას და გაუფერადებს მათ ცხოვრებას“, - აღნიშნავს ალექსანდრე შენგელია, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მოხმარებელთა აქტიური ჩართულობით.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.

წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია - გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays გაიმართება და 30 ივნისს დასრულდება.

https://youtube.com/shorts/AV3F_IULWBg?feature=share

R