"IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს.
კომპანიის ცნობით, ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
"IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, - აღნიშნულია კომპანია “ ბორჯომის საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რა დამსახურებისთვის გვჩუქნის რუსები წილს, როდესაც ინფლაციის გათვალისწინებით 300 მილიონზე მეტი გადაიხადეს 2013 ში, დღეს ეს თანხა 500 მილიონს უდრის სულ მცირე. აქაც ნათელი დასტურია, რომ ან რუსი ბიზნესმენები სანქციებს არისებენ თავს საქართველოს მეშვეობით ან სხვა უფრო გოთვერნული გარიგების გადასაფარად გვჩუქნიან ეგრე. ბიზნესში საჩუქრები არ არსებობს, ნუ ხართ მისმიტები ვინც ამაზე ტაშს უკრავს.
ნაცებო კიდევ კარგი ბორჯომის დაბრუნება მიშას და გვარამიას არ მიაწერეთ,მადლობა.