სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა" - ჯოზეფ ბორელი
"ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა" - ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ გა­ე­რო­ში [უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე] კენ­ჭისყ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას, ვი­ცით რამ­დე­ნად რთუ­ლია თქვენ­თვის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა, მაგ­რამ ჩვენ ასე­ვე უნდა გთხო­ვოთ სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რათა საფრ­თხე არ შე­ექ­მნას მათ ეფექ­ტუ­რო­ბას , - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბო­რე­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­თან უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და იქ და­გეგ­მი­ლი ე.წ რე­ფე­რენ­დუ­მი, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის გა­ნა­ცხა­დი გა­ნი­ხი­ლეს.

"ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეშ­ფო­თე­ბას [ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­ში] და­გეგ­მილ რე­ფე­რენ­დუმ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ჩვენ არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­ვიჩ­ნევთ და არ ვა­ღი­ა­რებთ. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხად­ზე სა­უბ­რი­სას, ბო­რელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რაა, რო­დე­საც რე­ფორ­მე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა უნდა მოხ­დეს.

"ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა. მო­მენ­ტი, რო­დე­საც რე­ფორ­მე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა უნდა მოხ­დეს, რომ თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია, რომ რე­ფორ­მე­ბის კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა მოხ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რად­გან ეს არის ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც არის საკ­ვან­ძო“, - დას­ძი­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

ჯო­ზეფ ბო­რე­ლის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი არის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მისი გან­ცხა­დე­ბით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც სრუ­ლად ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია და რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნდო­ბა აქვს ისაა, რა­საც ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის­გან მო­ი­თხოვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

თურქეთმა რომ თქვა რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია და სანქციებს არ ვუწესებო, იმასაც თხოვეთ რააა...

ბაბილინა
1

ეეჰ, ვერაფერი გავიგე. ხან გვაფასებთ, ხან გვიჯავრდებით, ხან რისეთისკენ მივექანებით, ხან დასავლეთის საიმედო პარტნიორები ვართ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა" - ჯოზეფ ბორელი

"ვაფასებთ გაეროში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა" - ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ძალიან ვაფასებთ გაეროში [უკრაინის საკითხზე] კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, ვიცით რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გთხოვოთ სანქციების აღსრულება, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ ეფექტურობას , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ე.წ სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და იქ დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრობის განაცხადი განიხილეს.

"ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ე.წ სამხრეთ ოსეთში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადზე საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარაა, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს.

"ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც რეფორმების დაჩქარება უნდა მოხდეს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ რეფორმების კურსის გაგრძელება მოხდეს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო“, - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც სრულად ანგარიშვალდებულია და რომელსაც მოქალაქეების ნდობა აქვს ისაა, რასაც ევროგაერთიანება ნებისმიერი კანდიდატისგან მოითხოვს.