ხერსონმა, მელიტოპოლმა, ბერდიანსკიმ, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და თემმა, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ არიან - დროებითი ოკუპაციის ქვეშ - უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, "ჩვენი სახელმწიფო არავის არ ტოვებს და სამართლიანად იბრუნებს იმას, რაც უკრაინას ეკუთვნის".
"ჩვენ გვახსოვს ყირიმი. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ 1944 წელს - საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილ ყირიმელი თათრების გენოციდს და 2014 წელს - ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფრის თავისუფალის განადგურების მეორე ტალღას", - აღნიშნა მან.
ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რამდენ ხანი დასჭირდება ომის დასრულებას, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალურმა ვითარებამ შეიძლება გასცეს.
"ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე. ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ ვალდებულნი ვართ განვდევნოთ ოკუპანტები და უკრაინას რეალური უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს",- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი განკარგულებებს საომარი მდგომარეობის რეჟიმისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ.
"ვიმედოვნებ, რომ უკრაინის უმაღლესი რადა მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში", - დასძინა მან.
რუსებს მოუწევთ დაბრუნება ციმბირში. ფილმის დასასრული
ხო აბა რა ისე როგორც "აზოვის" ხალხი მიატოვე! ილოცე რომ მაგათ გადაურჩე!