საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალს ოპერაცია სჭირდებოდა, არადა, საოპერაციო დაბომბილი იყო. ამ დროს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ დედაც მოკვდა..." - მარიუპოლელი ანესთეზიოლოგის უმძიმესი ნაამბობი
"ქალს ოპერაცია სჭირდებოდა, არადა, საოპერაციო დაბომბილი იყო. ამ დროს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ დედაც მოკვდა..." -  მარიუპოლელი ანესთეზიოლოგის უმძიმესი ნაამბობი

ალექ­სან­დრე ბა­ზე­ლე­ვი დო­ნეც­კის ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-6 კურ­სის სტუ­დენ­ტია. 6 თვის და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და მუ­შა­ო­ბა ექთან-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გად მა­რი­უ­პოლ­ში, რო­დე­საც ომი და­ი­წყო. 24 თე­ბერ­ვალს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ 555-ე სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც სამი თვე გა­ა­ტა­რა, ვიდ­რე სა­ა­ვად­მყო­ფო ბომ­ბე­ბის­გან არ გა­ნად­გურ­და. ახალ­გაზ­რდა მე­დი­კო­სი ამ­ბობს, რომ დღეს მა­რი­უ­პოლ­ში სის­ხლი­სა და გვა­მე­ბის სუნი დგას და ბა­ლა­ხიც კი წით­ლად არის შე­ღე­ბი­ლი. ის ჰყვე­ბა, იმ მძი­მე დღე­ებ­ზე, რო­მე­ლიც კო­ლე­გებ­თან ერ­თად ბომ­ბე­ბის ქვეშ გა­ა­ტა­რა...

ალექ­სან­დრე ბა­ზე­ლე­ვი:

- 24 თე­ბერ­ვალს ჰოს­პი­ტალ­ში რომ მი­ვე­დი, სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სე­ბი დამ­ხვდნენ. მი­თხრეს კონ­კრე­ტუ­ლად მე რა მე­ვა­ლე­ბო­და, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სის­წრა­ფე და ყვე­ლას ჩვე­ნი საქ­მე უნდა გვცოდ­ნო­და. იმ­დე­ნად სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ხელი არ უნდა შეგ­ვე­შა­ლა. ყვე­ლა ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მსა­ხუ­რობ­და, მედ­და, ექი­მი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო რა­ღა­ცა­ზე.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს 20 დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი მი­ვი­ღეთ. ყო­ველ მომ­დევ­ნო დღეს ათე­უ­ლო­ბით ემა­ტე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ უკვე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც და ბავ­შვე­ბი... ჩვენ ყვე­ლამ ერთი დიდი დღე ვი­ცხოვ­რეთ ომში, ბომ­ბე­ბის ქვეშ. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ცოტა ვი­ყა­ვით და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით, მუდ­მი­ვად მოჰ­ყავ­დათ დაჭ­რი­ლე­ბი. დრო­ის შეგ­რძნე­ბა უბ­რა­ლოდ გა­მიქ­რა, არ ვი­ცო­დი, რო­მე­ლი დღე იყო, რი­ცხვი. ტე­ლე­ფო­ნებს ვერ ვი­ყე­ნებ­დით, რად­გან კავ­ში­რი არ იყო.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და სის­ხლის და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო მა­რა­გე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი. შემ­დეგ უკვე იმით ვმუ­შა­ობ­დით, რაც გვქონ­და. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­მოვ­დი­ო­დით და დაჭ­რი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც გა­უ­ა­რეს­და.

ჩემი ცოლ-შვი­ლი ომის წინ კრი­ვოი როგ­ში გა­ემ­გზავ­რა, ჩემს მშობ­ლებ­თან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ისი­ნი კარ­გად იყ­ვნენ, მაგ­რამ მათ არ იცოდ­ნენ, ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი, თუ არა. მალე ჰოს­პი­ტალ­ში ექი­მე­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­და. მე უფ­რო­სი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გავ­ხდი. ვიდ­რე ქი­რურ­გი, ოპე­რა­ცი­ას აკე­თებ­და, დაჭ­რი­ლებ­ზე ვზრუ­ნავ­დი, ჩემი ამო­ცა­ნა იყო ისი­ნი შო­კი­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა.

მალე გარ­შე­მო ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფომ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა, ყვე­ლა ავად­მყო­ფი ჩვენ­თან მოჰ­ყავ­დათ, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი, ბავ­შვე­ბი, ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. ექი­მე­ბი პირ­ველ რიგ­ში მათ მკურ­ნა­ლობ­დნენ, ვი­საც გა­დარ­ჩე­ნის მცი­რე შან­სი მა­ინც ჰქონ­დათ, ომი უკვე ჩვენს ქუ­ჩა­ზე იყო...

24 წლის ვარ, მე­დი­ცი­ნა­ში ვარ 16 წლი­დან, ჩემი 8 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა არა­ფე­რია იმ სამ თვეს­თან, რაც მა­რი­უ­პო­ლის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­ვა­ტა­რე. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბი, ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ და­ი­ბად­ნენ. ჰოს­პი­ტალ­ში ბევ­რი ბავ­შვი გვყავ­და. გვი­ხა­რო­და, როცა ბავ­შვს დე­დე­ბი ძუ­ძუ­თი კვე­ბავ­დნენ, რად­გან ხე­ლოვ­ნუ­რი რძის შოვ­ნას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით, წყლის ადუ­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და.

მარ­ტში მე-3 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დით ანეს­თე­ზი­ის ბლო­კის მო­სა­წყო­ბად. ომამ­დე იქ ონ­კო­ლო­გი­უ­რი, პე­დი­ატ­რი­უ­ლი, ქი­რურ­გი­უ­ლი და სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი იყო. ჩვე­ნი გეგ­მა იყო აქ მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა, რად­გან ამ­დენ პა­ცი­ენტს ვე­ღარ ვუვ­ლი­დით. იქ მის­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­ვი­წყეთ სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხე­ბის მო­წყო­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. და­ღა­მე­ბამ­დე რა­ღაც უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი იყო. დავ­წე­ქით და­სას­ვე­ნებ­ლად და ღამე და­ბომბვა და­ი­წყო. ყვე­ლამ ნა­ხეთ ფო­ტო­ებ­ზე და­ბომ­ბი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და...

ჩემ­თვის ამ დღე­ებ­ში მა­რი­უ­პოლ­ში სის­ხლი­სა დ წამ­ლე­ბი­სა სუნი იდგა. პირ­ვე­ლად ტან­საც­მე­ლი მა­შინ გა­ვი­ხა­დე, რო­დე­საც თვე­ე­ბის შემ­დეგ მშობ­ლებ­თან კრი­ვოი როგ­ში დავ­ბრუნ­დი.

მა­რი­უ­პოლ­ში ყვა­ვი­ლე­ბი აღარ იზ­რდე­ბა და ბა­ლა­ხი სის­ხლი­ვით წი­თე­ლია. ირ­გვლივ ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლია... ცხე­დე­რე­ბია ბი­ნებ­ში, ქუ­ჩებ­ში, ყველ­გან. ში­შის გრძნო­ბა აღარ გვქონ­და. ვი­ცო­დით, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ერთხელ ჩვე­ნი კორ­პუ­სის ზღურ­ბლთან ვი­დე­ქით მო­სა­წე­ვად. უცებ ჭურ­ვი ხეს მოხ­ვდა, ჩვენ­გან 15 მეტრში. გაგ­ვი­მარ­თლა იმათ, ვინც მარ­ჯვნივ ვი­დე­ქით, რად­გან მარ­ცხნივ ვინც იდ­გნენ, ისი­ნი და­შავ­დნენ. ერთხელ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნა­ში სა­ჰა­ე­რო ბომ­ბი შე­მოფ­რინ­და, ვი­საც გაგ­ვი­მარ­თლა გა­მო­ვე­დით... მი­ნი­მუმ 4 ადა­მი­ა­ნი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ.

ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ო­პე­რა­ციო ბლო­კი აღარ გვქონ­და და ამ დროს ორ­სუ­ლი ქალი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ფეხი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გქონ­და, რომ ამ­პუ­ტა­ცია სჭირ­დე­ბო­და და ამის­თვის ყვე­ლა­ზე ბევ­რი დრო ორი სა­ა­თი გვქონ­და, რად­გან ძლი­ერ სის­ხლდე­ნას ვერ ვა­ჩე­რებ­დით. ამ დროს სა­ო­პე­რა­ციო და­ბომ­ბი­ლი იყო და ჩვენ ხელ­სა­წყო­ე­ბი აღარ გვქონ­და.

ქალს მხო­ლოდ ანეს­თე­ზია გა­ვუ­კე­თეთ, შო­კის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გა­დავ­დეთ. პირ­ვე­ლი­ვე ტრან­სპორ­ტით, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდა, ის სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოპე­რა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბი­სას სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო და ბავ­შვი მკვდა­რი და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი თა­ვა­დაც მოკ­ვდა...

ჩვენ უბ­რა­ლოდ ვე­ღარ ვმუ­შა­ობ­დით, არა­ფე­რი აღარ გვქონ­და. მე­ნე­ჯმენ­ტმა გა­და­წყვი­ტა დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი ილი­ჩის რკი­ნა-ფო­ლა­დის სა­ამ­ქრო­ში, ნა­წი­ლი "აზოვსტალ­ში" გა­და­ეყ­ვა­ნათ. ექი­მე­ბი მათ გაჰ­ყვნენ. სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ ქა­ლა­ქი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვყავ­და ერთი კაცი, სა­ხე­ლად ვა­სია. მე­თა­ურ­თან მი­ვი­და და 20 ლიტ­რი ბენ­ზი­ნი სთხო­ვა, გა­დავ­წყვი­ტე ქა­ლა­ქი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. 5 ზრდას­რუ­ლი ვი­ყა­ვით, მათ შო­რის ერთი ორ­სუ­ლი და 8 თვის ბავ­შვი. მივ­დი­ო­დით ქუ­ჩებ­ში, გზას ვე­ძებ­დით, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქი­დან გაგ­ვიყ­ვან­და. გზად ცხე­დე­რე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გვხვდე­ბო­და, თან ყველ­გან ომი იყო, ბრძო­ლა. ქა­ლა­ქი სა­ბო­ლო­ოდ მწვა­ნე დე­რეფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით დავ­ტო­ვეთ...

ახლა სას­წრა­ფო მან­ქა­ნა­ში ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ, დიპ­ლომს ივ­ლის­ში ავი­ღებ. რო­დე­საც კრი­ვოი როგ­ში ჩა­ვე­დი მშობ­ლე­ბი­სა და ცო­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ აქ არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მა­რი­უ­პოლ­ში, რად­გან იქ ვი­ყა­ვი სა­ჭი­რო. მა­შინ, პირ­ვე­ლად მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ მო­მიც­ვა. ეს გრძნო­ბე­ბი ისევ ჩემ­თა­ნაა. არ­ჩე­ვა­ნი რომ მქონ­დეს და ახლა ისევ იქ რომ ვიყო, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი... წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
0

ძალიან მძიმე წასაკითხია. მათთან ერთად განვიცდი. როდის მოიშუშებს ხალხი ამ იარას? 50-60 წელიწადში?

7171
0

პუტინის ამოწყვეტა იყოს იმან მიიყვანა ამ მდგომარეობამდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქალს ოპერაცია სჭირდებოდა, არადა, საოპერაციო დაბომბილი იყო. ამ დროს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ დედაც მოკვდა..." - მარიუპოლელი ანესთეზიოლოგის უმძიმესი ნაამბობი

"ქალს ოპერაცია სჭირდებოდა, არადა, საოპერაციო დაბომბილი იყო. ამ დროს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ დედაც მოკვდა..." -  მარიუპოლელი ანესთეზიოლოგის უმძიმესი ნაამბობი

ალექსანდრე ბაზელევი დონეცკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტია. 6 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა ექთან-ანესთეზიოლოგად მარიუპოლში, როდესაც ომი დაიწყო. 24 თებერვალს ნებაყოფლობით წავიდა სამუშაოდ 555-ე სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სამი თვე გაატარა, ვიდრე საავადმყოფო ბომბებისგან არ განადგურდა. ახალგაზრდა მედიკოსი ამბობს, რომ დღეს მარიუპოლში სისხლისა და გვამების სუნი დგას და ბალახიც კი წითლად არის შეღებილი. ის ჰყვება, იმ მძიმე დღეებზე, რომელიც კოლეგებთან ერთად ბომბების ქვეშ გაატარა...

ალექსანდრე ბაზელევი:

- 24 თებერვალს ჰოსპიტალში რომ მივედი, საავადმყოფოს დირექტორი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილების უფროსები დამხვდნენ. მითხრეს კონკრეტულად მე რა მევალებოდა, რადგან აუცილებელი იყო სისწრაფე და ყველას ჩვენი საქმე უნდა გვცოდნოდა. იმდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ უნდა შეგვეშალა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში მსახურობდა, მედდა, ექიმი, პასუხისმგებელი იყო რაღაცაზე.

პირველივე დღეს 20 დაჭრილი ჯარისკაცი მივიღეთ. ყოველ მომდევნო დღეს ათეულობით ემატებოდნენ, შემდეგ უკვე მშვიდობიანი მოქალაქეებიც და ბავშვები... ჩვენ ყველამ ერთი დიდი დღე ვიცხოვრეთ ომში, ბომბების ქვეშ. სამედიცინო პერსონალი ცოტა ვიყავით და მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით, მუდმივად მოჰყავდათ დაჭრილები. დროის შეგრძნება უბრალოდ გამიქრა, არ ვიცოდი, რომელი დღე იყო, რიცხვი. ტელეფონებს ვერ ვიყენებდით, რადგან კავშირი არ იყო.

მადლობა ღმერთს, დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა სისხლის და სხვა სამედიცინო მარაგები, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. შემდეგ უკვე იმით ვმუშაობდით, რაც გვქონდა. სიტუაციიდან იმპროვიზირებული მეთოდებით გამოვდიოდით და დაჭრილების დაზიანებებიც გაუარესდა.

ჩემი ცოლ-შვილი ომის წინ კრივოი როგში გაემგზავრა, ჩემს მშობლებთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი კარგად იყვნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ცოცხალი ვიყავი, თუ არა. მალე ჰოსპიტალში ექიმების რიცხვი შემცირდა. მე უფროსი ანესთეზიოლოგი გავხდი. ვიდრე ქირურგი, ოპერაციას აკეთებდა, დაჭრილებზე ვზრუნავდი, ჩემი ამოცანა იყო ისინი შოკიდან გამომეყვანა.

მალე გარშემო ყველა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა, ყველა ავადმყოფი ჩვენთან მოჰყავდათ, ორსული ქალები, კაცები, ბავშვები, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე. ექიმები პირველ რიგში მათ მკურნალობდნენ, ვისაც გადარჩენის მცირე შანსი მაინც ჰქონდათ, ომი უკვე ჩვენს ქუჩაზე იყო...

24 წლის ვარ, მედიცინაში ვარ 16 წლიდან, ჩემი 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება არაფერია იმ სამ თვესთან, რაც მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტალში გავატარე. არასოდეს დამავიწყდება დაღუპული ბავშვები, ის ბავშვები, რომლებიც ვერ დაიბადნენ. ჰოსპიტალში ბევრი ბავშვი გვყავდა. გვიხაროდა, როცა ბავშვს დედები ძუძუთი კვებავდნენ, რადგან ხელოვნური რძის შოვნას ვერ ვახერხებდით, წყლის ადუღების საშუალებაც არ გვქონდა.

მარტში მე-3 საავადმყოფოში მივედით ანესთეზიის ბლოკის მოსაწყობად. ომამდე იქ ონკოლოგიური, პედიატრიული, ქირურგიული და სამშობიარო განყოფილებები იყო. ჩვენი გეგმა იყო აქ მსუბუქად დაჭრილი პაციენტები გადმოგვეყვანა, რადგან ამდენ პაციენტს ვეღარ ვუვლიდით. იქ მისვლის პირველივე დღეს დავიწყეთ საოპერაციო ოთახების მოწყობა ონკოლოგიურ განყოფილებაში. დაღამებამდე რაღაც უკვე გაკეთებული იყო. დავწექით დასასვენებლად და ღამე დაბომბვა დაიწყო. ყველამ ნახეთ ფოტოებზე დაბომბილი სამშობიარო, ყველაფერი განადგურდა...

ჩემთვის ამ დღეებში მარიუპოლში სისხლისა დ წამლებისა სუნი იდგა. პირველად ტანსაცმელი მაშინ გავიხადე, როდესაც თვეების შემდეგ მშობლებთან კრივოი როგში დავბრუნდი.

მარიუპოლში ყვავილები აღარ იზრდება და ბალახი სისხლივით წითელია. ირგვლივ ბევრი გარდაცვლილია... ცხედერებია ბინებში, ქუჩებში, ყველგან. შიშის გრძნობა აღარ გვქონდა. ვიცოდით, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთხელ ჩვენი კორპუსის ზღურბლთან ვიდექით მოსაწევად. უცებ ჭურვი ხეს მოხვდა, ჩვენგან 15 მეტრში. გაგვიმართლა იმათ, ვინც მარჯვნივ ვიდექით, რადგან მარცხნივ ვინც იდგნენ, ისინი დაშავდნენ. ერთხელ სამედიცინო პერსონალის დასასვენებელ ზონაში საჰაერო ბომბი შემოფრინდა, ვისაც გაგვიმართლა გამოვედით... მინიმუმ 4 ადამიანი სამუდამოდ დარჩა ნანგრევების ქვეშ.

ფაქტობრივად, საოპერაციო ბლოკი აღარ გვქონდა და ამ დროს ორსული ქალი შემოიყვანეს. ფეხი ისეთ მდგომარეობაში გქონდა, რომ ამპუტაცია სჭირდებოდა და ამისთვის ყველაზე ბევრი დრო ორი საათი გვქონდა, რადგან ძლიერ სისხლდენას ვერ ვაჩერებდით. ამ დროს საოპერაციო დაბომბილი იყო და ჩვენ ხელსაწყოები აღარ გვქონდა.

ქალს მხოლოდ ანესთეზია გავუკეთეთ, შოკის მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ და ქირურგიული მკურნალობა გადავდეთ. პირველივე ტრანსპორტით, რომელიც გამოჩნდა, ის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაციისთვის მზადებისას სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ბავშვი მკვდარი დაიბადა, შემდეგ კი თავადაც მოკვდა...

ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვმუშაობდით, არაფერი აღარ გვქონდა. მენეჯმენტმა გადაწყვიტა დაჭრილი ჯარისკაცების ნაწილი ილიჩის რკინა-ფოლადის საამქროში, ნაწილი "აზოვსტალში" გადაეყვანათ. ექიმები მათ გაჰყვნენ. სამოქალაქო პირები ცდილობდნენ ქალაქი დამოუკიდებლად დაეტოვებინათ.

საავადმყოფოში გვყავდა ერთი კაცი, სახელად ვასია. მეთაურთან მივიდა და 20 ლიტრი ბენზინი სთხოვა, გადავწყვიტე ქალაქი დაგვეტოვებინა. 5 ზრდასრული ვიყავით, მათ შორის ერთი ორსული და 8 თვის ბავშვი. მივდიოდით ქუჩებში, გზას ვეძებდით, რომელიც ქალაქიდან გაგვიყვანდა. გზად ცხედერების კატასტროფული რაოდენობა გვხვდებოდა, თან ყველგან ომი იყო, ბრძოლა. ქალაქი საბოლოოდ მწვანე დერეფნის საშუალებით დავტოვეთ...

ახლა სასწრაფო მანქანაში ასისტენტად ვმუშაობ, დიპლომს ივლისში ავიღებ. როდესაც კრივოი როგში ჩავედი მშობლებისა და ცოლის მოსანახულებლად, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავი. არ უნდა წამოვსულიყავი და იქ უნდა დავრჩენილიყავი, მარიუპოლში, რადგან იქ ვიყავი საჭირო. მაშინ, პირველად მთელი ომის განმავლობაში, სასოწარკვეთილებამ მომიცვა. ეს გრძნობები ისევ ჩემთანაა. არჩევანი რომ მქონდეს და ახლა ისევ იქ რომ ვიყო, აუცილებლად დავრჩებოდი... წყარო