უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა მარიუპოლის "აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული სამხედროების გაცვლას შეძლებს.
"ჩვენთვის მთავარია ამ გმირების სიცოცხლის გადარჩენა, რადგან ისინი მთელი თავისუფალი მსოფლიოს ნამდვილი გმირები არიან. ძალიან ვღელავთ, რადგან ვიცით, რომ რუსებს არ აინტერესებთ თავიანთი ჯარისკაცები. ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ, მაგრამ მათ თავიანთი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ცხედრები ბრძოლის ველიდანაც კი არ გააქვთ. ასე რომ, იმედი მაქვს, გვექნება გაცვლა და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გმირებს შინ დაბრუნებულსა და ცოცხლებს ვიხილავ,“- აღნიშნა ოლექსი გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. უკრაინის გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.
ასევე იხილეთ:
აზოველებმა კარგად იცოდნენ,მათ რუსები არ დაინდობდნენ და ამიტომაც ბოლომდე დადგნენ და მძევლათ ყავდათ ხალხი
გუშინდელი იანუკოვიჩისა და პუტინის მეხოტბე, დღეს კი თავქუდმოგლეჯილი უკრაინის პატრიოტი)))