პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ? რა გსურთ, რომ საბოლოოდ გვეტიროს ყოფა?" - რობერტ სტურუა აშშ-ს ელჩს მიმართავს
"რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ? რა გსურთ, რომ საბოლოოდ გვეტიროს ყოფა?" - რობერტ სტურუა აშშ-ს ელჩს მიმართავს

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ბერტ სტუ­რუა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩს კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

"ძვირ­ფას ქალ­ბა­ტონს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფს, დი­დად პა­ტივ­ცე­მულ ამე­რი­კის ელჩს, მისს კ ე ლ ი დ ე გ ნ ა ნ ს! ოღონდ ერთი მთა­ვა­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი თხოვ­ნა უნდა შე­მის­რუ­ლოთ: არ მის­ცეთ სა­თარ­გმნე­ლად ეს ჩემი თით­ქოს ვულ­კა­ნი­დან ამო­ხეთ­ქი­ლი “ემო­ცი­ის ლავა” თქვენს მომ­ხიბ­ლავ ნა­ცისტ გო­გო­ნებს - ისი­ნი არ გი­თარ­გმნი­ან ზუს­ტად ჩემს გუ­ლის ნა­დებს, ისე­ვე, რო­გორც ოს­ტა­ტუ­რად გი­მა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს და არა­ფერს გიყ­ვე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ძი­ნე­ბელ მტრებ-ნა­ცის­ტე­ბის ინ­ტრი­გებ­ზე!

მაშ ასე, ვი­წყებ! რა­ტომ ჩაგ­ვა­ცივ­დით ქარ­თვე­ლებს, თით­ქოს “ბა­ნა­ნის რეს­პუბ­ლი­კის” მკვიდ­რნი ვი­ყოთ - და რომ ჩვენ სას­წრა­ფოდ უნდა შე­ვუ­რიგ­დეთ ოპო­ზი­ცი­ას, სრუ­ლი­ად ზნე­და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ფუ­ლის, მთავ­რო­ბის სა­ვარ­ძლე­ბის, “პე­დო­ფი­ლუ­რი” სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ?!

პირ­ვე­ლად კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში დიდი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა მე­ო­რე დიდი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, პუ­ტინს მკვლე­ლი უწო­და!

გა­და­ა­მოწ­მეთ CIA-ს მო­ნა­ცე­მე­ბი და დარ­წმუნ­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს და მის მა­ფი­ას ზუს­ტად იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის! მე ვფიქ­რობ, რომ თქვენ­ნა­ირ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის! მაშ რას ერ­ჩით სა­ქარ­თვე­ლოს? რას გვერ­ჩით უბე­დურ და ჯერ კი­დევ პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქე­ებს? რა გსურთ?

1. სა­ბო­ლო­ოდ რომ გვე­ტი­როს ყოფა?

2. ერ­თმა­ნე­თი დავკლად და აქ “აკა­პულ­კო-კუ­რორ­ტი” გა­გა­შე­ნე­ბი­ნოთ ვი­ღაც უსაქ­მურ ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

3. თუ მე­ო­რე ფრონ­ტი გავ­ხსნათ ოკუ­პი­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ, (ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა ამ­ქრებ­მა ერთი მე­სა­მე­დი სა­ქარ­თვე­ლო­სი რუ­სებს რომ ჩა­ა­ბა­რეს) გავ­ხსნათ მე­ო­რე ფრონ­ტი და გ უ დ ბ ა ი! (ამა­საც ქარ­თუ­ლად ვწერ და ძა­ლი­ან გთხოვთ, ზუს­ტად გი­თარ­გმნონ თქვენ­მა გაპ­რან­ჭულ­მა, ვი­თომ პატ­რი­ოტ გი­ორლ­სებ­მა?)

4. ან იქ­ნებ გსურთ სას­წრა­ფოდ სან­ქცი­ე­ბი და­ვა­კის­როთ რუ­სეთს: აღარ მივ­ყი­დოთ მჟა­ვე მან­და­რი­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი ტკბი­ლი “ხვან­ჩკა­რა”(იცით ალ­ბათ, რომ ბევ­რი არ მო­დის)?

გა­მო­გი­ტყდე­ბით, ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თქვენ­თვის ო’ჰენ­რის “მე­ფე­ე­ბი და კომ­ბოს­ტო” არის ჩვენს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­დე­ლი? ბო­დიშს გიხ­დით ასე­თი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლის გამო, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა იმ­პე­რია და­ინ­გრა და სა­ქარ­თვე­ლომ და­იბ­რუ­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იქ­ნებ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, მისს კელი დაგ­ნან­მა?!..ზოგ­ჯერ მა­ინც!.. რა, არ გვაქვს უფ­ლე­ბა?

ვერ აგ­ვიხ­სნია, რა­ტომ გსურთ, თა­ნაც ასე და­ჟი­ნე­ბით, რომ ქედ­მა­ღა­ლი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი დიდი ქვეყ­ნე­ბის მი­თი­თე­ბით პა­ტა­რა უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის და კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნამ, ერთი ციც­ქნა სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ვი­დი­ნოთ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მე­ბი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ ასე გსურთ! გიკვრთ არა, რომ ომი არ გვინ­და?

არ გახ­სოვთ, ჩვენ საკ­მა­რი­სად რომ ვი­ო­მეთ! და­გა­ვი­წყდათ? ის თუ გახ­სოვთ - დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­სა­ლე­ვი წყა­ლი რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა! ამა­ვე დროს კი გულ­თბი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ქარ­თვე­ლე­ბის მტრებს, ქურდბა­ცა­ცებს, ძა­ლა­უფ­ლე­ბით და­კა­ე­ფე­ბულ მკვლე­ლებ­თან სე­მი­ნა­რებს აწყობთ ბა­კუ­რი­ან­ში! რა­ტომ???

ეს იგი­ვეა, ამე­რი­კე­ლებს რომ შევ­ძა­ხოთ: ახ­ლა­ვე შე­უ­რიგ­დით ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს და ერ­თად გა­უ­ძე­ხით ბრწყინ­ვა­ლე ქვე­ყა­ნა­სო?! ვერ მო­ას­წა­რით: ეპშ­ტე­ინ­მა სა­ეჭ­ვოთ მო­იკ­ლა თავი ნიუ-იორ­კის ცი­ხე­ში. ჩვენ კი მრის­ხა­ნედ მიგ­ვი­თი­თებთ:“ ახ­ლა­ვე შე­უ­რიგ­დით ქარ­თველ ეპშ­ტე­ი­ნებს!”რ ა ტ ო მ ?ფო­ტო­ზე: საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი თქვე­ნი სა­ეჭ­ვო ჯეფ­რი" - ნათ­ქვა­მია ღია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 193 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვალერი
2

თავი გაგვანებე,რუსი გვინდა ტო.

112
1

მეარღნეს გავხარ რუსის მენტალობით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ? რა გსურთ, რომ საბოლოოდ გვეტიროს ყოფა?" - რობერტ სტურუა აშშ-ს ელჩს მიმართავს

"რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ? რა გსურთ, რომ საბოლოოდ გვეტიროს ყოფა?" - რობერტ სტურუა აშშ-ს ელჩს მიმართავს

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს.

"ძვირფას ქალბატონს, საქართველოში მყოფს, დიდად პატივცემულ ამერიკის ელჩს, მისს კ ე ლ ი დ ე გ ნ ა ნ ს! ოღონდ ერთი მთავარი და აუცილებელი თხოვნა უნდა შემისრულოთ: არ მისცეთ სათარგმნელად ეს ჩემი თითქოს ვულკანიდან ამოხეთქილი “ემოციის ლავა” თქვენს მომხიბლავ ნაცისტ გოგონებს - ისინი არ გითარგმნიან ზუსტად ჩემს გულის ნადებს, ისევე, როგორც ოსტატურად გიმალავენ სიმართლეს და არაფერს გიყვებიან საქართველოს დაუძინებელ მტრებ-ნაცისტების ინტრიგებზე!

მაშ ასე, ვიწყებ! რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს “ბანანის რესპუბლიკის” მკვიდრნი ვიყოთ - და რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევურიგდეთ ოპოზიციას, სრულიად ზნედაცემულ ადამიანებს, ვისთვისაც ფულის, მთავრობის სავარძლების, “პედოფილური” სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ?!

პირველად კაცობრიობის ისტორიაში დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაიდენმა მეორე დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, პუტინს მკვლელი უწოდა!

გადაამოწმეთ CIA-ს მონაცემები და დარწმუნდებით, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მაფიას ზუსტად იგივე დანაშაული მიუძღვის! მე ვფიქრობ, რომ თქვენნაირმა პროფესიონალმა ეს ძალიან კარგად იცის! მაშ რას ერჩით საქართველოს? რას გვერჩით უბედურ და ჯერ კიდევ პატიოსან მოქალაქეებს? რა გსურთ?

1. საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა?

2. ერთმანეთი დავკლად და აქ “აკაპულკო-კურორტი” გაგაშენებინოთ ვიღაც უსაქმურ ტურისტებისთვის.

3. თუ მეორე ფრონტი გავხსნათ ოკუპირებულმა ქვეყანამ, (ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ამქრებმა ერთი მესამედი საქართველოსი რუსებს რომ ჩააბარეს) გავხსნათ მეორე ფრონტი და გ უ დ ბ ა ი! (ამასაც ქართულად ვწერ და ძალიან გთხოვთ, ზუსტად გითარგმნონ თქვენმა გაპრანჭულმა, ვითომ პატრიოტ გიორლსებმა?)

4. ან იქნებ გსურთ სასწრაფოდ სანქციები დავაკისროთ რუსეთს: აღარ მივყიდოთ მჟავე მანდარინები და რამდენიმე ბოთლი ტკბილი “ხვანჩკარა”(იცით ალბათ, რომ ბევრი არ მოდის)?

გამოგიტყდებით, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თქვენთვის ო’ჰენრის “მეფეები და კომბოსტო” არის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების მოდელი? ბოდიშს გიხდით ასეთი ემოციური წერილის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერია დაინგრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იქნებ მეტი თავისუფლების უფლება მოგვცეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მისს კელი დაგნანმა?!..ზოგჯერ მაინც!.. რა, არ გვაქვს უფლება?

ვერ აგვიხსნია, რატომ გსურთ, თანაც ასე დაჟინებით, რომ ქედმაღალი და ამპარტავანი დიდი ქვეყნების მითითებით პატარა უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანამ, ერთი ციცქნა საქართველომ ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ! გიკვრთ არა, რომ ომი არ გვინდა?

არ გახსოვთ, ჩვენ საკმარისად რომ ვიომეთ! დაგავიწყდათ? ის თუ გახსოვთ - დახმარების ნაცვლად თქვენმა ქვეყანამ დასალევი წყალი რომ გამოგვიგზავნა! ამავე დროს კი გულთბილი სერიოზულობით ქართველების მტრებს, ქურდბაცაცებს, ძალაუფლებით დაკაეფებულ მკვლელებთან სემინარებს აწყობთ ბაკურიანში! რატომ???

ეს იგივეა, ამერიკელებს რომ შევძახოთ: ახლავე შეურიგდით ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს და ერთად გაუძეხით ბრწყინვალე ქვეყანასო?! ვერ მოასწარით: ეპშტეინმა საეჭვოთ მოიკლა თავი ნიუ-იორკის ციხეში. ჩვენ კი მრისხანედ მიგვითითებთ:“ ახლავე შეურიგდით ქართველ ეპშტეინებს!”რ ა ტ ო მ ?ფოტოზე: საქვეყნოდ ცნობილი თქვენი საეჭვო ჯეფრი" - ნათქვამია ღია წერილში.