პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი" - ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას განაჩენზე
"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი" - ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას განაჩენზე

"მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლო­ზე აქ­ტი­უ­რად მო­მუ­შა­ვე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, "ევ­რო­პე­ლი მწვა­ნე­ე­ბის/ევ­რო­პუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ალი­ან­სის“, "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“, "სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტე­ბის პროგ­რე­სუ­ლი ალი­ან­სის“, "ევ­რო­პუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის“, "ევ­რო­პელ კონ­სერ­ვა­ტორ­თა და რე­ფორ­მის­ტთა“ ჯგუ­ფე­ბი­დან, გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­ნა­ჩე­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს და სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს.

გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის ნი­კო­ლოზ გვა­რა­მი­ა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს მიერ, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლოს სა­ეჭ­ვო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეხ­მი­ა­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ დევ­ნის, და­ში­ნე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ ზო­გად მო­დელს. ბევ­რმა ჩვენ­გან­მა ერთხელ უკვე ისა­უბ­რა ბა­ტონ გვა­რა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ე­თი­კურ თავ­დას­ხმა­ზე, რა დრო­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ბ-ნი გვა­რა­მი­ას პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. მა­შინ ჩვენს სა­ფუძ­ვლი­ან შეშ­ფო­თე­ბას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონ­ტრბრალ­დე­ბე­ბით შეხ­ვდნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის დიდ­ხანს შე­ფერ­ხე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის შე­დე­გი - ეს ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბით აიღო, მაგ­რამ არა­სო­დეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შემ­დგო­მი გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას და საფრ­თხეს უქ­მნის მის ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს გახ­დეს კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა და სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო. ეს სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმას, რაც ქარ­თველ ხალ­ხს სურს და იმ­სა­ხუ­რებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას ხელს შემ­დე­გი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აწე­რენ: ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი, ანა ფო­ტი­გა, მარ­კე­ტა გრე­გო­რე­ვა, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე, მი­ხა­ელ გა­ლე­რი, პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩი­უ­სი, რა­ფა­ელ გლუკს­მა­ნი, სვენ მიკ­სე­რი და ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშო ბებო
4

წლების წინ დაიჭირეს ტვ 202-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი, იმასაც მგონი თანხების გაფლანგვას ედავებოდნენ. მაშინ რატომღაც არ გახსენებიათ რომ ისიც ჟურნალისტი იყო და ძაან ჩუმად ჩაატარეს ეს ამბავი. რატომ? 

ხეები და ბუჩქები
6

ევროპის ხნის ხე უდგას ეზოში ბატონ ბიძინას, თავი დაგვანებონ რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი" - ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას განაჩენზე

"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი" - ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას განაჩენზე

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე საქართველოს სასამართლოს განაჩენს საქართველოზე აქტიურად მომუშავე ევროპარლამენტის წევრები, "ევროპელი მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის“, "ევროპის სახალხო პარტიის“, "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“, "ევროპული განახლების“, "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ ჯგუფებიდან, გამოეხმაურნენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

განცხადებას "ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

"მთავარი არხის" დირექტორის ნიკოლოზ გვარამიასა და მასთან დაკავშირებული ორი პირის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს.

სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებულ არაეთიკურ თავდასხმაზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები კონტრბრალდებებით შეხვდნენ.

საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი - ეს ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი ქვეყანა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.