ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს მისი შვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.
იგი კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო პერსონალს მოუწოდებს, დროულად გამოიკვლიონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაიწყონ შესაბამისი მკურნალობა. ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს. მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ, რაც ხდება მიშას ირგვლივ.
თითქოს ყინული დაიძრა, მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით, გაიღვიძა ჰუმანურობამ. კვლავ შევცდი.
მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება "ვივამედის" კლინიკაში, და რა? სტანდარტული ფრაზები -კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს, არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის. სურვილისამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში. ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი. რა ხდება?
სასწრაფოდ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა. გაიგეთ, რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი.
მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს." - წერს ექსპრეზიდენტის მამა "ფეისბუქში".
საკვირველი ისაა, რომ დასავლეთელ პოლიტიკოსებს ამისი არ ჯერავთ და არც არასოდეს სჯეროდათ-სჭირდებოდათ , მაგრამ ჟურნალისტები შინ და გარეთ აპიარებენ, ცხადია ფულს იღებენ, საიდან ამდენი მიშას ? წესით დახარჯვოდა უდა აქამდე, ხელგაშლილად ცხოვრება უწევს და საიდანმე , მაგალითად ბანკებიდან წილი ხომ არ მისდის ბლუმბერგზე ლარის გატანის სამადლობელად , ეროვნული სავალუტე და საფონდო ბირჟების კარტელში პრიხვატიზაციისათვის , ყაჩაღური კონვერტაციისათვის -იმპორტექსპორტის მუხრუჭად რომ იქცა ?! ან შემოვლითი რომ ააშენებინა, ობლიგაციებით ? ან სახაზინო ვალდებულებების კარუსელისათვის !? იქნება რუსებიც კი უხდიან , სომხებიც არარეზიდენტის გადასახადის შემოღება გაზრდა ლობირებისათვის - აბრეშუმის გზა რომ ერევანსა და კრემლზე გაატარა მიშამ ?!მინისტრობისას ნოტარიუსებს ედგა წილში ! ღამით არა , ის დღისით, დღისით იყო, ღამე სხვაა , ერთეულებს შეეხო და დღისით ყველას , ერთიანი და ეროვნული შეხვდათ !
პრეზიდენტის კი არა, ნაპრეზიდენტალის! რით ვერ გაიგეთ და გაითავისეთ?! მანამ არაფერი გეტკინოთ, სანამ თქვენი ჯიშის კიდევ პრეზიდენტი გახდეს!