პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი... სახლი მაგას არ აქვს და კარი" - ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიაზე
"უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი... სახლი მაგას არ აქვს და კარი" - ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიაზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი წევ­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის" გენ­დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ოჯა­ხის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერს:

"რ2 რომ წა­ი­ღეს, სამი დღე იწვა. თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­სნა რა ტან­ჯავ­და(და­სავ­ლე­თის ხე­ლით თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის გა­უქ­მე­ბა). მე­ო­თხე დღეს ძალა მო­იკ­რი­ბა,ადგა და მო­ვი­და.მიწ­ვა დი­ვან­ზე,თმა­ში ხე­ლებს ნერ­ვი­უ­ლად ამოძ­რა­ვებ­და,უცებ წა­მოჯ­და და მე­უბ­ნე­ბა-აქ რომ ხალ­ხი მო­ვიყ­ვა­ნო,შე­იძ­ლე­ბა? რას მე­კი­თხე­ბი,აბა რა უნდა ქნა­თქო..ეს იყო პირ­ვე­ლი დღე..

უკა­პი­კო, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, არაფ­რის მქო­ნემ და­ი­წყო ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის კე­თე­ბა­ზე ფიქ­რი. ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნის ქირა,ბავ­შვე­ბის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი, გიკო ამე­რი­კა­ში, უკა­პი­კოდ დარ­ჩე­ნი­ლი სოფო. მოკ­ლედ,თავ­ზე ჰქონ­და ჩა­მომ­ხო­ბი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა მახ­სოვს, ვინც სულ მცი­რე­დიც კი გა­ი­ღო მა­შინ მის­თვის.

ისი­ნიც მახ­სოვს, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით დარ­ჩე­ნილს რამ­დენ­მა უთხრა ფუ­ლის სეს­ხე­ბა­ზე უარი... ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს.. ამ დღის მერე, ჩემს სახ­ლში თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბო­და,ზოგი კა­ბე­ლის გა­ჭიმ­ვის ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე დარ­დობ­და,ზოგი ტექ­ნი­კის უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბო­ბა­ზე, ზოგი სიხ­ში­რე­ზე და ათას მნიშ­ვნე­ლო­ვან თუ უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტალ­ზე. ასე და­ი­ბა­და რ2-ის და­ხურ­ვი­დან 19 დღე­ში "მთა­ვა­რი".

ეს ის ხალ­ხია, ვი­საც დღეს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან უჭირთ და არა მხო­ლოდ დღეს. მუდ­მი­ვად ხელ­ფა­სე­ბის და­რი­გე­ბის პრობ­ლე­მა იყო და ამის­თვის დიდ ძა­ლის­ხმე­ვას დებ­და რე­ჟი­მი. ატე­რო­რებ­და ყვე­ლას, ვი­საც რეკ­ლა­მა მიჰ­ქონ­და, ყა­და­ღა და­ა­დეს ტე­ლე­ვი­ზი­ის ყვე­ლა რეკ­ვი­ზიტს, მაგ­რამ ვერ და­შა­ლეს. ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და ყვე­ლა ნი­კას შე­მო­სა­ვალს ით­ვლი­და, რა­საც იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ფი­ზი­კუ­რად ვერ იღებ­და.

უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, როცა მე­გობ­რე­ბის ბა­რა­თე­ბით უყი­დია ოჯა­ხის­თვის საჭ­მე­ლი. თა­ვის ხელ­ფასს ას ნა­წი­ლად ყოფ­და სო­ხუ­მე­ლი კლა­სე­ლე­ბის­თვის, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის, დახ­მა­რე­ბის მომ­ლო­დი­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. სახ­ლი მა­გას არ აქვს და კარი, რაც აქვს იმას ისე­დაც ხე­დავ­დით- სათ­ვა­ლე­ე­ბი,ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ამ­გვა­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი..

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახ­ლაც კა­პი­კი არ აქვს სო­ფოს­თვის და­ტო­ვე­ბუ­ლი. ზუს­ტად ისე,რო­გორც მა­შინ რ2 დან რომ წა­მო­ვი­და.მა­ინც ყვე­ლა­ზე ხელ­გაშ­ლი­ლი და კე­თი­ლია. ვე­რას­დროს შე­ამ­ჩნევ რა უჭირს. მის გვერ­დით ყვე­ლა ძლი­ე­რია. შე­პყრო­ბი­ლი იდე­ა­ლის­ტია და არას­დროს ნებ­დე­ბა.

უში­შა­რი მე­ო­მა­რია, ხუ­თო­სა­ნი ბი­ჭის­თვის არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლად მა­მა­ცია. სა­ოც­რად ამა­ყია თა­ვი­სი მშობ­ლე­ბით, უწე­სი­ე­რე­სი მებ­რძო­ლი მა­მით და დე­დით.მთა­ვა­რი რაც გა­ნას­ხვა­ვებს ყვე­ლას­გან, ეს არის მისი ნი­ჭი­ე­რე­ბა.ნი­ჭი­ე­რე­ბა და სი­მა­მა­ცე კი ისე­თი უნი­კა­ლუ­რი სინ­თე­ზია,ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ვა.გი­თხა­რით კი­დეც ,მჯე­რო­და, რომ და­ი­ჭერ­დნენ.

ძა­ლი­ან არ მინ­დო­და გუ­შინ მე­ნა­ხა, ვი­ცო­დი თავს ვერ შე­ვი­კა­ვებ­დი და მა­საც და­ვამ­ძი­მებ­დი. სა­ღა­მოს "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ვნა­ხე, ვერ მო­ვით­მი­ნე გა­ვი­ქე­ცი ეთე­რი­დან რომ გა­მო­ვი­და, გული ამო­მიჯ­და, მაგ­რად ჩა­ვე­ხუ­ტეთ ერ­თმა­ნეთს და უსი­ტყვოდ გავცვა­ლეთ ჩვე­ნი წი­ნათ­გრძნო­ბე­ბი. დღეს პირ­ვე­ლი დღეა დი­ლის მერე ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­ტყვა რომ არ მიგ­ვი­წე­რია.

ერთი წუ­თით არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ახლა რაც ზუს­ტად ვიცი,ისაა,რომ ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში მყო­ფი "მთა­ვა­რი" უტყუ­ა­რად გა­დარ­ჩე­ბა. ნი­კას სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­უ­კე­თე­სო გუნ­დმა უფრო დიდი კა­პი­ტა­ლი შე­ი­ძი­ნა, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით მი­ღე­ბუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბია. ამ ხალ­ხს, ახლა რომ უს­მენთ,არ­ცერ­თს ხელ­ფა­სი არ აქვს და არ იცი­ან ხვალ რითი გა­უმკლავ­დნენ ყო­ფით პრობ­ლე­მებს.მაგ­რამ შე­ხე­დეთ,მათ­ზე ძლი­ე­რი არის დღეს ვინ­მე?ასე­თია ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო-მო­გე­ბის გათ­ვლე­ბის გა­რე­შე მებ­რძო­ლი იდე­ა­ლის­ტე­ბის გუნ­დი" - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 117 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი გჯერა?
0

რა ბარათები,ბანკომატი ჰქონდა ზურგზე მოკიდებული 

გოგი
0

გამაგებინეთ ვინაა ეს 20 პარტიაში გადანახტომ- გადმონახტომი ქალი. დედა ტერეზაა თუ სუპერ შებერტყილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი... სახლი მაგას არ აქვს და კარი" - ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიაზე

"უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი... სახლი მაგას არ აქვს და კარი" - ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე "მთავარი არხის" გენდირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე წერს:

"რ2 რომ წაიღეს, სამი დღე იწვა. თავის ინტერვიუში ახსნა რა ტანჯავდა(დასავლეთის ხელით თავისუფალი სიტყვის გაუქმება). მეოთხე დღეს ძალა მოიკრიბა,ადგა და მოვიდა.მიწვა დივანზე,თმაში ხელებს ნერვიულად ამოძრავებდა,უცებ წამოჯდა და მეუბნება-აქ რომ ხალხი მოვიყვანო,შეიძლება? რას მეკითხები,აბა რა უნდა ქნათქო..ეს იყო პირველი დღე..

უკაპიკო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არაფრის მქონემ დაიწყო ახალი ტელევიზიის კეთებაზე ფიქრი. ნაქირავები ბინის ქირა,ბავშვების სწავლის გადასახადი, გიკო ამერიკაში, უკაპიკოდ დარჩენილი სოფო. მოკლედ,თავზე ჰქონდა ჩამომხობილი ყველაფერი. ყველა მახსოვს, ვინც სულ მცირედიც კი გაიღო მაშინ მისთვის.

ისინიც მახსოვს, შიშველი ხელებით დარჩენილს რამდენმა უთხრა ფულის სესხებაზე უარი... ყველაფერი მახსოვს.. ამ დღის მერე, ჩემს სახლში თანამოაზრეების რიცხვი იზრდებოდა,ზოგი კაბელის გაჭიმვის ტექნიკურ დეტალებზე დარდობდა,ზოგი ტექნიკის უბრალოდ არ არსებობაზე, ზოგი სიხშირეზე და ათას მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალზე. ასე დაიბადა რ2-ის დახურვიდან 19 დღეში "მთავარი".

ეს ის ხალხია, ვისაც დღეს ფინანსურად ძალიან უჭირთ და არა მხოლოდ დღეს. მუდმივად ხელფასების დარიგების პრობლემა იყო და ამისთვის დიდ ძალისხმევას დებდა რეჟიმი. ატერორებდა ყველას, ვისაც რეკლამა მიჰქონდა, ყადაღა დაადეს ტელევიზიის ყველა რეკვიზიტს, მაგრამ ვერ დაშალეს. ვისაც არ ეზარებოდა ყველა ნიკას შემოსავალს ითვლიდა, რასაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფიზიკურად ვერ იღებდა.

უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი. თავის ხელფასს ას ნაწილად ყოფდა სოხუმელი კლასელებისთვის, გაჭირვებულებისთვის, დახმარების მომლოდინე ადამიანებისთვის. სახლი მაგას არ აქვს და კარი, რაც აქვს იმას ისედაც ხედავდით- სათვალეები,ფეხსაცმელები და ამგვარი სისულელეები..

დარწმუნებული ვარ, ახლაც კაპიკი არ აქვს სოფოსთვის დატოვებული. ზუსტად ისე,როგორც მაშინ რ2 დან რომ წამოვიდა.მაინც ყველაზე ხელგაშლილი და კეთილია. ვერასდროს შეამჩნევ რა უჭირს. მის გვერდით ყველა ძლიერია. შეპყრობილი იდეალისტია და არასდროს ნებდება.

უშიშარი მეომარია, ხუთოსანი ბიჭისთვის არადამახასიათებელად მამაცია. საოცრად ამაყია თავისი მშობლებით, უწესიერესი მებრძოლი მამით და დედით.მთავარი რაც განასხვავებს ყველასგან, ეს არის მისი ნიჭიერება.ნიჭიერება და სიმამაცე კი ისეთი უნიკალური სინთეზია,ვერაფერი მოერევა.გითხარით კიდეც ,მჯეროდა, რომ დაიჭერდნენ.

ძალიან არ მინდოდა გუშინ მენახა, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი და მასაც დავამძიმებდი. საღამოს "ფორმულას" ეთერში ვნახე, ვერ მოვითმინე გავიქეცი ეთერიდან რომ გამოვიდა, გული ამომიჯდა, მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს და უსიტყვოდ გავცვალეთ ჩვენი წინათგრძნობები. დღეს პირველი დღეა დილის მერე ერთმანეთისთვის სიტყვა რომ არ მიგვიწერია.

ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ გამარჯვებული დაუბრუნდება თავისუფლებას, მაგრამ ახლა რაც ზუსტად ვიცი,ისაა,რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი "მთავარი" უტყუარად გადარჩება. ნიკას სიყვარულით გაერთიანებულმა საუკეთესო გუნდმა უფრო დიდი კაპიტალი შეიძინა, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფით მიღებული გარანტიებია. ამ ხალხს, ახლა რომ უსმენთ,არცერთს ხელფასი არ აქვს და არ იციან ხვალ რითი გაუმკლავდნენ ყოფით პრობლემებს.მაგრამ შეხედეთ,მათზე ძლიერი არის დღეს ვინმე?ასეთია ჩემი საყვარელი საქართველო-მოგების გათვლების გარეშე მებრძოლი იდეალისტების გუნდი" - წერს ეკა ხერხეულიძე.