სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით" - მელია განმარტავს, რა ერთობლივი გეგმა შეიმუშვეს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით
"ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით" - მელია განმარტავს, რა ერთობლივი გეგმა შეიმუშვეს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით

აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ად­ვი­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი არ ვიქ­ნე­ბით,- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რებს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე სხვა­დას­ხვა ჯგუფს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია და პო­ზი­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მოხ­დე­ბა.

"შევ­თან­ხმდით, რომ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ "მთა­ვარ­მა არ­ხმა“ არ შე­წყვი­ტოს მა­უ­წყებ­ლო­ბა მას შემ­დეგ, რაც მისი სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი უკა­ნო­ნოდ და­ა­პა­ტიმ­რეს. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ "მთა­ვა­რი არ­ხის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა გეგ­მას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შევ­თან­ხმდით, რომ იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ცია სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში, სა­დაც უფრო მკა­ფი­ოდ უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი პარ­ტი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და მე­დი­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი. აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ად­ვი­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი არ ვიქ­ნე­ბით. არ ვიქ­ნე­ბით ად­ვი­ლად გა­მო­საც­ნო­ბი ჩვენს მოქ­მე­დე­ბებ­სა და გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი!
0

აბა მელიებო, არსად დაიკარგოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 

არა ტროლი
0

მაგარი ჩაგიტარა ოცნებამ ...................... საერთოდ ქრებით ..........................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით" - მელია განმარტავს, რა ერთობლივი გეგმა შეიმუშვეს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით

"ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით" - მელია განმარტავს, რა ერთობლივი გეგმა შეიმუშვეს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით

აქციებთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა "ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ "მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით მედიამენეჯერებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, გვარამიას დაკავების საკითხზე სხვადასხვა ჯგუფს შორის კოორდინაცია და პოზიციების გაზიარება მოხდება.

"შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ "მთავარმა არხმა“ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი, დამფუძნებელი და დირექტორი უკანონოდ დააპატიმრეს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც არა მხოლოდ "მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სხვადასხვა გეგმას, ამ მიმართულებითაც შევთანხმდით, რომ იქნება აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა ჯგუფში, სადაც უფრო მკაფიოდ უნდა გახდეს ცნობილი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების პოზიციები. აქციებთან დაკავშირებითაც მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა "ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით. არ ვიქნებით ადვილად გამოსაცნობი ჩვენს მოქმედებებსა და გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.