საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს "რუსთავი 2"-ს" -  ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება
"აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს "რუსთავი 2"-ს" -  ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" მფლო­ბე­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­ში სა­ქა­ლა­ქო ნიკა გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. მის გან­ცხა­დე­ბას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

"მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ დღეს გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­დას­ტურ­და მარ­ტი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ კომ­პა­ნია "ინ­ტერ­მე­დი­ას­თან" გა­რი­გე­ბის და­დე­ბის გზით, "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­შინ­დე­ლი არა­კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბის თან­ხმო­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ს გან­ზრახ 6,7 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ზი­ა­ნი ახ­ლაც მძი­მე ტვირ­თად აწევს "რუს­თა­ვი 2"-ს, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, 2019 წელს კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს და­უბ­რუნ­და. "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მო­ტი­ვი გახ­ლდათ ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მა­შინ­დე­ლი არა­კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დით, "რუს­თა­ვი 2" კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს უსა­თუ­ოდ და­მიბ­რუნ­დე­ბო­და.

მათ თა­ვად იცოდ­ნენ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის არა­ვი­თა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­დათ, რაც სა­ბო­ლო­ოდ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­დას­ტუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა გაგ­რძელ­და მას შემ­დე­გაც, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა. ეს ნიშ­ნავს, რომ ნიკა გვა­რა­მი­ამ ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი ზო­მით, მისი გა­მო­ყე­ნე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მი­მართ უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკა­ფიო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მო­ვუ­წო­დებ დამ­ნა­შა­ვე­ებს, სრუ­ლად აა­ნა­ზღა­უ­რონ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ზი­ა­ნი. ამ მიზ­ნით, სის­ხლის სა­მარ­თლის გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წარ­ვად­გენ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო­ში", - აღ­ნიშ­ნა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლიკო
2

მთელი ბიზნესი ვინ გაუნადგურა და გადაუწვა, ისიც გაიხსენეთ ნაცებო, მარტო ოცნების განქიქებით რომ ხართ დაკავებული. თუმცა რა მიკვირს? იმ ენაბრგვილი ოქუაშვილიც მიწასთან გაასწორეს, მაგრამ ბოლოს მაინც „სამართლიან" ნაცებს მიადგა მჩაგვრელებისგან დასაცავად. 🤣

..
10

ქიბარ ბევრი თანამშრომლები გაათავისუფლეთ კოპენსაციის გარეშე თქვენი ხელმძღვანელობის დროს ისე რომ თქვენც გაქვთ მინუსები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს "რუსთავი 2"-ს" -  ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება

"აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს "რუსთავი 2"-ს" -  ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელი ქიბარ ხალვაში საქალაქო ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება. მის განცხადებას "რუსთავი 2" ავრცელებს.

"მსურს გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია "ინტერმედიასთან" გარიგების დადების გზით, "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, "რუსთავი 2"-ს განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს "რუსთავი 2"-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. "რუსთავი 2"-ისთვის ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში", - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.