სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჭრილები იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან" - რას ჰყვება მებრძოლი "აზოვსტალიდან", რომელმაც ბომბების ქვეშ შეასრულა "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერა
"დაჭრილები იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან" - რას ჰყვება მებრძოლი "აზოვსტალიდან", რომელმაც ბომბების ქვეშ შეასრულა "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერა

მა­რი­უ­პო­ლის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი გი­გან­ტის, კომ­ბი­ნატ "აზოვსტა­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ორ თვე­ზე მე­ტია იცა­ვენ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი პოლკ "აზო­ვი­დან" და სა­ზღვაო ქვე­ით­თა 36-ე ბრი­გა­დი­დან, კვლავ უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ­მა პეტ­რო ან­დრი­უშ­ჩენ­კომ 15 მა­ისს დი­ლას გა­ნა­ცხა­და, რომ ოკუ­პან­ტებ­მა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი“ ის­რო­ლეს და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

უკ­რა­ი­ნელ­მა მებ­რძოლ­მა დმიტ­რო კო­ზაცკ­მა, რო­მე­ლიც ახლა "აზოვსტალ­შია", ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი 600-700 დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი­დან "40-50 ადა­მი­ა­ნი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“ და სა­ჭი­რო­ებს სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცი­ას.

გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და მებ­რძო­ლის ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ და­ბომბვის ფონ­ზე, კო­ზაც­კი "ევ­რო­ვი­ზი­ის“ გა­მარ­ჯვე­ბულ უკ­რა­ი­ნულ სიმ­ღე­რას "სტე­ფა­ნი­ას“ მღე­რის...

დმიტ­რო კო­ზაც­კი:

ასევე დაგაინტერესებთ
13:07 / 12-05-2022

"რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და  უკრაინას ერთდროულად ვიცავო" - "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მეომარი დაიღუპა

11:12 / 15-05-2022

თურქეთმა უკრაინას "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა

19:19 / 15-05-2022

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ ოკუპანტები "აზოვსტალს“ აკრძალული ჭურვებით ბომბავენ, რაზეც გამოძიება დაიწყო

16:05 / 16-05-2022

"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?

- მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ­მა გა­ნა­ცხა­დე­ბით, თით­ქოს პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი. მე კი ვი­ტყვი, რომ ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ამ საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ად­რეც და­ვა­ფიქ­სი­რეთ და ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რომ გა­ი­ა­როთ, მათ­გან შე­მორ­ჩე­ნილ კვალს დღემ­დე ნა­ხავთ. ასე რომ, ეს, სამ­წუ­ხა­როდ, არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იგე­რი­ე­ბენ მტრის ყვე­ლა შე­ტე­ვას. მე მჯე­რა ჩემი ძმე­ბის სიძ­ლი­ე­რის, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი გარ­ნი­ზო­ნის დაც­ვას ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ. ამი­ტომ, მჯე­რა, რომ მტე­რი აქამ­დე არ მოვა...

დაჭ­რი­ლე­ბის ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გე­ტყვით, რად­გან მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო მეტი დაჭ­რი­ლია. რად­გან ად­გილ­ზე ამო­ი­წუ­რა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რა­გი, დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა.

მათი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600-700 ადა­მი­ა­ნია, ზუსტ რი­ცხვს მა­ინც ვერ გე­ტყვით, რად­გან ჯა­რის­კა­ცე­ბი, ჭრი­ლო­ბე­ბით იბ­რძვი­ან, იღე­ბენ ია­რაღს და ისევ სა­ომ­რად გა­დი­ან. ამი­ტომ სა­კი­თხა­ვია, დაჭ­რი­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, თუ - არა. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, ძა­ლი­ან ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­დათ. ჩვე­ნი ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. უხე­შად რომ ვთქვათ, 40-50 ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

შე­ზღუ­დუ­ლი გვაქვს წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან ცო­ტას ვსვამთ. დღე­ში ერთი-ორი ჭიქა საკ­მა­რი­სია. სას­მე­ლი წყა­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე ამო­ი­წუ­რა, ამი­ტომ გა­და­მუ­შა­ვე­ბულ წყალს მხო­ლოდ ადუ­ღე­ბის შემ­დეგ ვი­ყე­ნებთ. საკ­ვე­ბი­სა და წყლის მხრივ, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვფიქ­რობ, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი დღის დარ­ჩა, შე­იძ­ლე­ბა ერთი კვი­რი­საც. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ვსა­დი­ლობთ, დღე­ში ერთხელ ვჭამთ. დღეს, მა­გა­ლი­თად, შვრი­ის ფაფა ვჭა­მეთ და ცოტა სტა­ფი­ლო.

ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ამი­ტომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მებ­რძო­ლებს მო­რა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უჭირთ. მე მეს­მის მათი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას აქვს ასე­თი გან­წყო­ბა. მე ვხე­დავ მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სჯე­რათ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის. მა­გა­ლი­თად, მეც მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ახ­ლაა. ასე რომ, ნორ­მა­ლუ­რია ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, პე­სი­მის­ტუ­რად იფიქ­რო...

ჩვენ ჯერ კი­დევ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის იმე­დი, რომ მო­ვა­ხერ­ხებთ მა­რი­უ­პო­ლი­დან გა­მოს­ვლას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ დროს მე­სა­მე მხა­რის ჩარ­თვა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია. ეს სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია. ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, ამ შემ­თხვე­ვა­ში თურ­ქე­თი სა­უ­კე­თე­სოა, რად­გან ის არის უახ­ლო­ე­სი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უკვე და­თან­ხმდა ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის გეგ­მის მი­წო­დე­ბას. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ეს არის მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გი...

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
1

დღესაც აიღეს იარაღი და ვაჯკაცურად დანებდნენ მტერს! დიდება გმირებს!

სოს
23

უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკება არცერთ დონეზე არ აწყობს, ჭორები დადის, რომ უკრაინელები თითონაც ბომბავენ თავიანთ ობიექტებს, განსაკუთრებით რუსული მოსახლეობა სადაც არის, რომ რუსებს დაბრალდეს, ნეტა არ იყოს მართალი, მთლად გადაირივნენ მგონი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დაჭრილები იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან" - რას ჰყვება მებრძოლი "აზოვსტალიდან", რომელმაც ბომბების ქვეშ შეასრულა "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერა

"დაჭრილები იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან" - რას ჰყვება მებრძოლი "აზოვსტალიდან", რომელმაც ბომბების ქვეშ შეასრულა "ევროვიზიის" გამარჯვებული სიმღერა

მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, რომელსაც ორ თვეზე მეტია იცავენ უკრაინელი მებრძოლები პოლკ "აზოვიდან" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადიდან, კვლავ უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ 15 მაისს დილას განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქარხნის ტერიტორიაზე "ფოსფორის ბომბები“ ისროლეს და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

უკრაინელმა მებრძოლმა დმიტრო კოზაცკმა, რომელიც ახლა "აზოვსტალშია", ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი 600-700 დაჭრილი ჯარისკაციდან "40-50 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია“ და საჭიროებს სასწრაფო ევაკუაციას.

გუშინ მედიაში გავრცელდა მებრძოლის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დაბომბვის ფონზე, კოზაცკი "ევროვიზიის“ გამარჯვებულ უკრაინულ სიმღერას "სტეფანიას“ მღერის...

დმიტრო კოზაცკი:

- მარიუპოლის მერის მრჩეველმა განაცხადებით, თითქოს პირველად გამოიყენეს ფოსფორის ბომბები. მე კი ვიტყვი, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ამ საბრძოლო მასალის გამოყენების შემთხვევები ადრეც დავაფიქსირეთ და ქარხნის ტერიტორიაზე რომ გაიაროთ, მათგან შემორჩენილ კვალს დღემდე ნახავთ. ასე რომ, ეს, სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა.

სამწუხაროდ, ქარხნის ტერიტორიაზე თავდასხმა გრძელდება. ჩვენი მებრძოლები მაქსიმალურად იგერიებენ მტრის ყველა შეტევას. მე მჯერა ჩემი ძმების სიძლიერის, რომლებიც ჩვენი გარნიზონის დაცვას ბოლომდე შეინარჩუნებენ. ამიტომ, მჯერა, რომ მტერი აქამდე არ მოვა...

დაჭრილების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, რადგან მუდმივად იზრდება, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი დაჭრილია. რადგან ადგილზე ამოიწურა მედიკამენტების მარაგი, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

მათი რაოდენობა დაახლოებით 600-700 ადამიანია, ზუსტ რიცხვს მაინც ვერ გეტყვით, რადგან ჯარისკაცები, ჭრილობებით იბრძვიან, იღებენ იარაღს და ისევ საომრად გადიან. ამიტომ საკითხავია, დაჭრილებად მიიჩნევიან, თუ - არა. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკების ნაკლებობის გამო, ძალიან ხშირია გართულებები იმ ადამიანებში, რომლებსაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხრივ კრიტიკული მდგომარეობაა. უხეშად რომ ვთქვათ, 40-50 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

შეზღუდული გვაქვს წყლის გამოყენება, ამიტომაც ძალიან ცოტას ვსვამთ. დღეში ერთი-ორი ჭიქა საკმარისია. სასმელი წყალი, სამწუხაროდ, უკვე ამოიწურა, ამიტომ გადამუშავებულ წყალს მხოლოდ ადუღების შემდეგ ვიყენებთ. საკვებისა და წყლის მხრივ, რთული მდგომარეობაა, ვფიქრობ, დაახლოებით ხუთი დღის დარჩა, შეიძლება ერთი კვირისაც. დღის განმავლობაში მხოლოდ ვსადილობთ, დღეში ერთხელ ვჭამთ. დღეს, მაგალითად, შვრიის ფაფა ვჭამეთ და ცოტა სტაფილო.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ამიტომ რიგ შემთხვევებში მებრძოლებს მორალის შენარჩუნება უჭირთ. მე მესმის მათი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას აქვს ასეთი განწყობა. მე ვხედავ მებრძოლებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოტივირებულები არიან და სჯერათ საუკეთესო შედეგის. მაგალითად, მეც მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე ახლაა. ასე რომ, ნორმალურია ასეთ სიტუაციაში, ასეთ მდგომარეობაში, პესიმისტურად იფიქრო...

ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიპლომატიური გადაწყვეტილების იმედი, რომ მოვახერხებთ მარიუპოლიდან გამოსვლას. აუცილებელია ამ დროს მესამე მხარის ჩართვა და უსაფრთხოების გარანტია. ეს საუკეთესო ვარიანტია. ჩემი სუბიექტური აზრით, ამ შემთხვევაში თურქეთი საუკეთესოა, რადგან ის არის უახლოესი ქვეყანა, რომელიც უკვე დათანხმდა ევაკუაციისთვის გეგმის მიწოდებას. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის მოვლენების ყველაზე სავარაუდო შედეგი...

იხილეთ ასევე: