სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას და მის თანამებრძოლებს წუთითაც არ უფიქრიათ დანებებულიყვნენ" - უმძიმესი ბრძოლა გუმისთასთან და კიდევ ერთი გმირობის ამბავი
"ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას და მის თანამებრძოლებს წუთითაც არ უფიქრიათ დანებებულიყვნენ" - უმძიმესი ბრძოლა გუმისთასთან და კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"ფე­ის­ბუქ­ში" ლაშა სი­რა­ნაშ­ვი­ლის პოსტს გა­და­ვა­წყდი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის ერთ უმ­ძი­მეს ეპი­ზოდს ასე იხ­სე­ნებ­და:

"1993 წლის 16 მარტს, 23-ე ბრი­გა­დის მე - 2 ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­ო­რე ასე­უ­ლის პო­ზი­ცი­ებს მტერ­მა დიდი ძა­ლე­ბით შე­მო­უ­ტია. მედ­და ნონა მურ­ღვლი­ა­ნი ერთი სან­გრი­დან მე­ო­რე სან­გარ­ში უშიშ­რად გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც ცალი ხე­ლით მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და შე­სახ­ვე­ვი მა­სა­ლა მიჰ­ქონ­და, მე­ო­რე ხელ­ში კი ავ­ტო­მა­ტი ეკა­ვა. გოგი ავა­ლი­ა­ნი და გენო ჩარ­გე­იშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, მალ­ხაზ ქარ­და­ვას დახ­მა­რე­ბით სამ­შვი­დო­ბოს გა­იყ­ვა­ნა. დაჭ­რი­ლი იყო გელა ქალ­და­ნიც, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ა­რი­და ბრძო­ლის ველს, მაგ­რამ მა­ლე­ვე მას­თან და სხვა მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ალ­ყა­ში მო­ექ­ცა და ტყვედ ჩა­ბა­რე­ბას, სხვებ­თან ერ­თად სიკ­ვდი­ლი ამ­ჯო­ბი­ნა!"

იქვე აქ­ვეყ­ნებს 1993 წლის მარ­ტში, გა­ზეთ "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში“ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სა­ხე­ლით ნონა მურ­ღვლი­ა­ნის თა­ო­ბა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილს:

"რო­გორ ელო­და გა­ზა­ფხულს და გა­ზა­ფხულ­თან ერ­თად მშვი­დო­ბას. ოდით­გან­ვე ქა­ლის საქ­მე არ იყო ომი, მაგ­რამ ნონა სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობ­და. მას ია­რა­ღი თა­ვი­სი სოფ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბამ აა­ღე­ბი­ნა. სა­ნამ მშობ­ლე­ბის დამ­წვარ სახ­ლს და სო­ფელს არ ვი­სის­ხლებ, ია­რაღს არ და­ვაგ­დე­ბო. ასეც მო­იქ­ცა. ვაჟ­კაც თა­ნა­მებ­რძო­ლებს გვერ­დით ამო­უდ­გა და იცავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აფხა­ზი და მთი­ე­ლი სე­პა­რა­ტისტ-ექ­სტრე­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ ომში. იბ­რძო­და მედგრად, ვაჟ­კა­ცუ­რად, უშიშ­რად, ისე რო­გორც თა­ვის წი­ნაპ­რებს შეჰ­ფე­რო­და; გა­მო­ირ­ჩე­ო­და გულ­თბი­ლო­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით, სი­კე­თით და დის­ციპ­ლი­ნით.16 მარტს სხვა ლომ­გულ ქარ­თველ ვაჟ­კა­ცებ­თან ერ­თად ჩა­ე­ბა გა­დამ­თი­ელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა­ში. ჯგუფს, რო­მელ­შიც ნონა იბ­რძო­და, ალყა შე­მო­არ­ტყეს, მაგ­რამ მას, რო­გორც სხვა თა­ნა­მებ­რძო­ლებს, ერთი წუ­თი­თაც არ უფიქ­რია და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. იბ­რძო­და მა­მა­ცუ­რად, გმი­რუ­ლად, სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წვე­თამ­დე. ტრა­გი­კუ­ლად შე­წყდა ნონა მურ­ღვლი­ა­ნის ლა­მა­ზი სი­ცო­ცხლე. ჩვენ, მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ერთი წუ­თი­თაც არ და­ვი­ვი­წყებთ ჩვენს გა­მამ­ხნე­ვე­ბელ, ბრძო­ლებ­ში ნაწ­რთობ ქარ­თველ ქალს, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო დე­და­სამ­შობ­ლოს კე­თი­ლი მო­მა­ვა­ლი. მსუ­ბუ­ქი იყოს ის მშობ­ლი­უ­რი მიწა, რო­მელ­საც შენ, ნონა, მი­ე­ბა­რე. გჯე­რო­დეს, შენს ნა­თელ სულს, შენს გმირ და წმინ­და სა­ხელს და­ვი­წყე­ბა არ უწე­რია".

  • ვინ იყო ნონა მურ­ღვლი­ა­ნი

ამ პოს­ტის შემ­დეგ გა­და­ვი­წყვი­ტე, მო­მე­ძე­ბე­ნა ნონა მურ­ღვლი­ა­ნის ამ­ბა­ვი. ინ­ტრე­ნეტ­ში მწი­რი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც იძე­ბე­ნე­ბა.

ვე­ბპორ­ტალ mematiane.ge-ის თა­ნახ­მად,

ნონა მურ­ღვლი­ა­ნი 1960 წლის 13 მარტს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ათა­რა-არა­მი­ანსკა­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ლექჩოს მე­ო­რე სკო­ლა ინ­ტერ­ნა­ტი. 1992 წლის 25 სექ­ტემ­ბრი­დან ირი­ცხე­ბო­და მე-2 სა­ა­არ­მიო კორ­პუ­სის 23-ე მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის მე-2 მო­ტომსრო­ლე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე-2 ასე­უ­ლის სა­ნი­ტა­რულ ინ­სტრუქ­ტო­რად. და­ი­ღუ­პა 1993 წლის 16 მარტს, გუ­მის­თას­თან. "როცა აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ნონა ტოლს არ უდებ­და ვაჟ­კა­ცებს", - ვკი­თხუ­ლობთ პორ­ტალ­ზე. ის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ათ.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ლა­ზა­რე (ან­ზორ) ავა­ლი­ა­ნის 2000 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ის სე­პა­რა­ტის­ტე­ბი­სა და მათი წამ­ქე­ზე­ბე­ლი რუ­სე­ბის მიერ გუ­მის­თა­ზე 1993 წლის 15-16 მარტს მი­ტა­ნილ შე­ტე­ვას ასე აღ­წერს:

"15 მარ­ტი.

გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­წყნა­რეა. ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. სო­ხუმ­ში, ვი­თომ­და, ომი დამ­თავ­რდაო და ის დღე პო­ზი­ცი­ის მა­გი­ერ ბაგ­რა­ტის გო­რა­ზე, აგა­რაკ­ზე გა­ვა­ტა­რე. იქი­დან პრო­დუქ­ტე­ბი ჩა­მო­ვი­ტა­ნე, შტა­ბიც გა­მო­ვი­ა­რე, მწვა­ნი­ლე­ბი იქაც დავ­ტო­ვე. ჩემი ბი­ჭის ასე­უ­ლი სა­ღა­მოს გუ­მის­თის პო­ზი­ცი­ებ­ზე წა­ვი­და. ბი­ნა­ში მარ­ტო ვი­ყა­ვი, ღა­მის 3-ის ნა­ხე­ვარ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ გუ­მის­თი­დან მძაფ­რი შე­ტე­ვა და­ი­წყო. რუ­სე­თის არ­ტი­ლე­რი­ით და ავი­ა­ცი­ით დაგ­ვბომ­ბა.

გუ­მის­თის პო­ზი­ცია ცე­ცხლის ალში გა­ეხ­ვია და ჩვე­ნი სახ­ლე­ბის ზე­ვით ჭურ­ვე­ბი მო­დი­ო­და. ისე­თი სა­ში­ნე­ლი და­ბობ­ვა იყო, მდი­ნა­რე გუ­მის­თვის ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვო­და. შვი­ლე­ბის ჯავ­რით ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი, გა­რეთ გავ­ვარ­დი და ამ ის­ტე­რი­უ­ლი და­ბომბვის ქვეშ გუ­მის­თის­კენ გა­ვე­შუ­რე. ჩემი სახ­ლი­დან მე-4 შე­ნო­ბას­თან ტან­კე­ბი სახ­ლს ამო­ფა­რე­ბუ­ლი იყო. კი­ნა­ღამ დამ­ხვრი­ტეს. მერე გა­მა­ჩე­რეს, არ გა­მიშ­ვეს, ბი­ჭებ­თან მა­ინც ვერ ჩა­აღ­წე­ვო.

და­ახ­ლო­ე­ბით, 5 სა­ა­თი მათ­თან ვი­ყა­ვი, და­ბომბვა ცოტა შე­წყნარ­და. მა­შინ პო­ზი­ცი­ა­ზე ისი­ნი გა­ვიდ­ნენ. ამ დროს ქვე­მო­დან, რკი­ნიგ­ზის პლატ­ფორ­მი­დან ახალ­რა­ი­ნოს­კენ შე­ტე­ვა და­ი­წყეს. სა­ში­ნე­ლი ცე­ცხლი გახ­სნეს. რო­მელ სახ­ლთა­ნაც ვი­ყა­ვი, იმას ისე­თი ჭურ­ვე­ბი მოხ­ვდა, აფეთ­ქე­ბის ხმის­გან გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. გრძნო­ბა­ზე რომ მო­ვე­დი, ნაღ­მის ნამ­სხვრე­ვე­ბით მკლავ­ში მსუ­ბუ­ქად ვი­ყა­ვი დაჭ­რი­ლი. ასე და­რე­ტი­ა­ნე­ბუ­ლი, უკან შტა­ბის­კენ წა­ვე­დი. იქ მე­კავ­ში­რე­ე­ბი ყუ­რებ­ჩა­მოყ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. პო­ზი­ცი­ებ­თან კავ­ში­რი არ იყო. ვინ იყო ცო­ცხა­ლი, ვინ და­ი­ღუ­პა, არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

გა­თენ­და. ჩვენ­მა არ­ტი­ლე­რი­ა­მაც აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა, მტრის პო­ზი­ცი­ე­ბი და­ბომ­ბა, იმა­თი შტურ­მი წელ­ში გა­წყვი­ტა ისე, რო სო­ხუ­მი აღე­ბას გა­დარ­ჩა. ჩვე­ნი მხრი­დან 130 გვარ­დი­ე­ლი და­ი­ღუ­პა, იმა­თი მხრი­დან კი - 1000-მდე. იმ 30 მებ­რძო­ლი­დან, სა­დაც ჩემი უფ­რო­სი ბიჭი იყო, ზო­გი­ერ­თებ­მა თურ­მე თავს უშ­ვე­ლეს და გუ­მის­თის გას­წვრივ, ზე­ვით მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დას­ვლა მო­ა­ხერ­ხეს. გა­მო­სუ­ლე­ბი ვნა­ხე: "შენს ბი­ჭ­საც შე­ეძ­ლო წა­მოს­ვლა, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვყვა, სხვა მებ­რძო­ლებ­თან დარ­ჩაო“,- მი­თხრეს. უმ­ცრო­სი ბიჭი სა­ვე­ლე შტაბ­ში უფ­როსს და­უ­ტო­ვე­ბია. მაშ­ვე­ლი ძა­ლე­ბით მტრის მე­ომ­რე­ბის­გან გუ­მის­თის გაწ­მენ­და და­ი­წყო. იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც ჩემი უფ­რო­სი ბიჭი და 15-მდე თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო, 50-მდე მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ. ამ დროს ჩვენ­მა არ­ტი­ლე­რი­ა­მაც მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე და­ბომბვა და­ი­წყო. დამ­ხმა­რე ცო­ცხა­ლი ძალა იქ არ გა­უშ­ვეს. უკვე ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლი გვე­გო­ნა. სა­ღა­მოს 5 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, იქი­დან დაჭ­რი­ლი რუს­ლან გად­რა­ნი გა­მო­ვი­და, შემ­დეგ კი თავ­სა და ბარ­ძაყ­ში დაჭ­რი­ლი, ჩემი ბიჭი, გოგი ავა­ლი­ა­ნი და მალ­ხაზ ქარ­და­ვა გა­მო­ვიდ­ნენ. იქ და­ღუ­პუ­ლებს ვერც კი ჩა­მოვ­თვლი, ჩემი მე­გო­ბა­რი, ძმა­სა­ვით საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის უცხო ენე­ბის კა­თედ­რის გამ­გე, გელა ქალ­და­ნი, მისი დის­შვი­ლე­ბი გას­ვი­ა­ნე­ბი, ნონა მურ­ღვლი­ა­ნი, ბა­დურ ჯაჭვლი­ა­ნი, გოგი წე­რე­დი­ა­ნი, ტა­რი­ელ სტეფ­ლი­ა­ნი, ზური გურ­ლი­ა­ნი... ფრი­დონ ტყე­მე­ლა­ძემ თავი აი­ფეთ­ქა და 5 მტე­რიც თან გა­ი­ყო­ლა, ბრძო­ლის ველ­ზე ასე ვაჟ­კა­ცუ­რად და­ე­ცა. მძი­მედ დაჭ­რი­ლი თე­მურ სტეფ­ლი­ა­ნი გვი­ან ნა­ხეს..." წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიჭო
52

მთელი ქვეყანა ერთი დიდი ტყუილი ხართ და კიდევ ტყუილის გიკვირს??? 

?
41

და რატომ იბრძოდა, ომი უნდოდა??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას და მის თანამებრძოლებს წუთითაც არ უფიქრიათ დანებებულიყვნენ" - უმძიმესი ბრძოლა გუმისთასთან და კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას და მის თანამებრძოლებს წუთითაც არ უფიქრიათ დანებებულიყვნენ" - უმძიმესი ბრძოლა გუმისთასთან და კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"ფეისბუქში" ლაშა სირანაშვილის პოსტს გადავაწყდი, რომელიც აფხაზეთის ომის ერთ უმძიმეს ეპიზოდს ასე იხსენებდა:

"1993 წლის 16 მარტს, 23-ე ბრიგადის მე - 2 ბატალიონის მეორე ასეულის პოზიციებს მტერმა დიდი ძალებით შემოუტია. მედდა ნონა მურღვლიანი ერთი სანგრიდან მეორე სანგარში უშიშრად გადადიოდა, რა დროსაც ცალი ხელით მედიკამენტები და შესახვევი მასალა მიჰქონდა, მეორე ხელში კი ავტომატი ეკავა. გოგი ავალიანი და გენო ჩარგეიშვილი, რომლებიც დაჭრილები იყვნენ, მალხაზ ქარდავას დახმარებით სამშვიდობოს გაიყვანა. დაჭრილი იყო გელა ქალდანიც, რომელიც ასევე მოარიდა ბრძოლის ველს, მაგრამ მალევე მასთან და სხვა მებრძოლებთან ერთად ალყაში მოექცა და ტყვედ ჩაბარებას, სხვებთან ერთად სიკვდილი ამჯობინა!"

იქვე აქვეყნებს 1993 წლის მარტში, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში“ თანამებრძოლების სახელით ნონა მურღვლიანის თაობაზე გამოქვეყნებულ წერილს:

"როგორ ელოდა გაზაფხულს და გაზაფხულთან ერთად მშვიდობას. ოდითგანვე ქალის საქმე არ იყო ომი, მაგრამ ნონა სულ სხვაგვარად ფიქრობდა. მას იარაღი თავისი სოფლის განადგურებამ ააღებინა. სანამ მშობლების დამწვარ სახლს და სოფელს არ ვისისხლებ, იარაღს არ დავაგდებო. ასეც მოიქცა. ვაჟკაც თანამებრძოლებს გვერდით ამოუდგა და იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზი და მთიელი სეპარატისტ-ექსტრემისტების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. იბრძოდა მედგრად, ვაჟკაცურად, უშიშრად, ისე როგორც თავის წინაპრებს შეჰფეროდა; გამოირჩეოდა გულთბილობით, პატიოსნებით, სიკეთით და დისციპლინით.16 მარტს სხვა ლომგულ ქართველ ვაჟკაცებთან ერთად ჩაება გადამთიელთა წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას, როგორც სხვა თანამებრძოლებს, ერთი წუთითაც არ უფიქრია დანებებულიყო მოწინააღმდეგეს. იბრძოდა მამაცურად, გმირულად, სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე. ტრაგიკულად შეწყდა ნონა მურღვლიანის ლამაზი სიცოცხლე. ჩვენ, მისი თანამებრძოლები ერთი წუთითაც არ დავივიწყებთ ჩვენს გამამხნევებელ, ბრძოლებში ნაწრთობ ქართველ ქალს, რომლის მიზანი იყო დედასამშობლოს კეთილი მომავალი. მსუბუქი იყოს ის მშობლიური მიწა, რომელსაც შენ, ნონა, მიებარე. გჯეროდეს, შენს ნათელ სულს, შენს გმირ და წმინდა სახელს დავიწყება არ უწერია".

  • ვინ იყო ნონა მურღვლიანი

ამ პოსტის შემდეგ გადავიწყვიტე, მომეძებენა ნონა მურღვლიანის ამბავი. ინტრენეტში მწირი, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია მაინც იძებენება.

ვებპორტალ mematiane.ge-ის თანახმად,

ნონა მურღვლიანი 1960 წლის 13 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა-არამიანსკაში დაიბადა. დაამთავრა ლექჩოს მეორე სკოლა ინტერნატი. 1992 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა მე-2 სააარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-2 ასეულის სანიტარულ ინსტრუქტორად. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, გუმისთასთან. "როცა აფხაზმა სეპარატისტებმა შეტევა განახორციელეს, ნონა ტოლს არ უდებდა ვაჟკაცებს", - ვკითხულობთ პორტალზე. ის სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაუჯილდოებიათ.

ინტერნეტში იძებნება ლაზარე (ანზორ) ავალიანის 2000 წელს გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც ის სეპარატისტებისა და მათი წამქეზებელი რუსების მიერ გუმისთაზე 1993 წლის 15-16 მარტს მიტანილ შეტევას ასე აღწერს:

"15 მარტი.

გამორჩეული სიწყნარეა. ყველა პოზიციაზე ვიმყოფებით. სოხუმში, ვითომდა, ომი დამთავრდაო და ის დღე პოზიციის მაგიერ ბაგრატის გორაზე, აგარაკზე გავატარე. იქიდან პროდუქტები ჩამოვიტანე, შტაბიც გამოვიარე, მწვანილები იქაც დავტოვე. ჩემი ბიჭის ასეული საღამოს გუმისთის პოზიციებზე წავიდა. ბინაში მარტო ვიყავი, ღამის 3-ის ნახევარზე მოწინააღმდეგემ გუმისთიდან მძაფრი შეტევა დაიწყო. რუსეთის არტილერიით და ავიაციით დაგვბომბა.

გუმისთის პოზიცია ცეცხლის ალში გაეხვია და ჩვენი სახლების ზევით ჭურვები მოდიოდა. ისეთი საშინელი დაბობვა იყო, მდინარე გუმისთვის ირგვლივ ყველაფერი იწვოდა. შვილების ჯავრით ისტერიკაში ჩავვარდი, გარეთ გავვარდი და ამ ისტერიული დაბომბვის ქვეშ გუმისთისკენ გავეშურე. ჩემი სახლიდან მე-4 შენობასთან ტანკები სახლს ამოფარებული იყო. კინაღამ დამხვრიტეს. მერე გამაჩერეს, არ გამიშვეს, ბიჭებთან მაინც ვერ ჩააღწევო.

დაახლოებით, 5 საათი მათთან ვიყავი, დაბომბვა ცოტა შეწყნარდა. მაშინ პოზიციაზე ისინი გავიდნენ. ამ დროს ქვემოდან, რკინიგზის პლატფორმიდან ახალრაინოსკენ შეტევა დაიწყეს. საშინელი ცეცხლი გახსნეს. რომელ სახლთანაც ვიყავი, იმას ისეთი ჭურვები მოხვდა, აფეთქების ხმისგან გონება დავკარგე. გრძნობაზე რომ მოვედი, ნაღმის ნამსხვრევებით მკლავში მსუბუქად ვიყავი დაჭრილი. ასე დარეტიანებული, უკან შტაბისკენ წავედი. იქ მეკავშირეები ყურებჩამოყრილები იყვნენ. პოზიციებთან კავშირი არ იყო. ვინ იყო ცოცხალი, ვინ დაიღუპა, არაფერი იცოდნენ.

გათენდა. ჩვენმა არტილერიამაც აქტიურად იმუშავა, მტრის პოზიციები დაბომბა, იმათი შტურმი წელში გაწყვიტა ისე, რო სოხუმი აღებას გადარჩა. ჩვენი მხრიდან 130 გვარდიელი დაიღუპა, იმათი მხრიდან კი - 1000-მდე. იმ 30 მებრძოლიდან, სადაც ჩემი უფროსი ბიჭი იყო, ზოგიერთებმა თურმე თავს უშველეს და გუმისთის გასწვრივ, ზევით მიმართულებით გადასვლა მოახერხეს. გამოსულები ვნახე: "შენს ბიჭსაც შეეძლო წამოსვლა, მაგრამ არ გამოგვყვა, სხვა მებრძოლებთან დარჩაო“,- მითხრეს. უმცროსი ბიჭი საველე შტაბში უფროსს დაუტოვებია. მაშველი ძალებით მტრის მეომრებისგან გუმისთის გაწმენდა დაიწყო. იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი უფროსი ბიჭი და 15-მდე თანამებრძოლი იყო, 50-მდე მოწინააღმდეგესთან პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ დროს ჩვენმა არტილერიამაც მეორე პოზიციაზე დაბომბვა დაიწყო. დამხმარე ცოცხალი ძალა იქ არ გაუშვეს. უკვე ყველა დაღუპული გვეგონა. საღამოს 5 საათი იქნებოდა, იქიდან დაჭრილი რუსლან გადრანი გამოვიდა, შემდეგ კი თავსა და ბარძაყში დაჭრილი, ჩემი ბიჭი, გოგი ავალიანი და მალხაზ ქარდავა გამოვიდნენ. იქ დაღუპულებს ვერც კი ჩამოვთვლი, ჩემი მეგობარი, ძმასავით საყვარელი პიროვნება, უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრის გამგე, გელა ქალდანი, მისი დისშვილები გასვიანები, ნონა მურღვლიანი, ბადურ ჯაჭვლიანი, გოგი წერედიანი, ტარიელ სტეფლიანი, ზური გურლიანი... ფრიდონ ტყემელაძემ თავი აიფეთქა და 5 მტერიც თან გაიყოლა, ბრძოლის ველზე ასე ვაჟკაცურად დაეცა. მძიმედ დაჭრილი თემურ სტეფლიანი გვიან ნახეს..." წყარო

იხილეთ ასევე: