პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერამდენე წელია, საქართველო ფინალშიც კი ვერ აღწევს უგემოვნო პროგრამების გამო...  სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე" - რომან გოცირიძე "ევროვიზიაზე"
"მერამდენე წელია, საქართველო ფინალშიც კი ვერ აღწევს უგემოვნო პროგრამების გამო...  სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე" - რომან გოცირიძე "ევროვიზიაზე"

"ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ვერც წელს მოხ­ვდა ფი­ნა­ლურ ტურ­ში.

გარ­და იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლავ გულ­და­წყვე­ტი­ლი დარ­ჩა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო, კონ­კურ­სის ფი­ნა­ლურ შოუს სკან­და­ლიც და­ერ­თო - საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის და­წე­რილ ქუ­ლებს.

კონ­კურ­სზე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ (ჟი­უ­რიმ) უკ­რა­ი­ნას 6 ქულა გა­დას­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ რე­ა­ლუ­რად ქარ­თველ­მა ჟი­უ­რიმ უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­კურ­სან­ტი უმაღ­ლე­სი, 12 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქუ­ლე­ბის შეც­დო­მით გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან დე­ტა­ლებს არ­კვე­ვენ."

სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძეც ეხ­მი­ა­ნე­ბა და ის მი­იჩ­ნევს, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს.

ამავდრო­უ­ლად, გო­ცი­რი­ძე საზ­მა­უს აკ­რი­ტი­კებს იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკვე წლე­ბია, ფი­ნა­ლურ ეტა­პამ­დეც ვერ აღ­წევს.

"ევ­რო­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, რომ უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი ქუ­ლის ნაც­ვლად სხვა, ცუდი შე­დე­გი გა­მო­ა­ცხა­და.

ამ კონ­კურსს მთე­ლი მსოფ­ლიო ადევ­ნებ­და თვალს და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი.

80 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა კვლავ შე­ირ­ცხვი­ნა თავი და აგერ უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფი­ნა­ლურ ეტა­პამ­დეც კი ვერ აღ­წევს იმ უგე­მოვ­ნო პროგ­რა­მე­ბის გამო, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გახ­და.

სომ­ხე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­სა­გან მა­ინც ეს­წავ­ლათ რა­ი­მე", - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

კაი რა კუპონიჩ, აქ მაინ შეგვეშვი ქვეყანას. ყველაფერში პროფესორი როგორ ხარ...

ბაბუა ბიძია.
0

მერე დღეს ვისაც უნდა ემღერა თქვენს ხელში გაზრდილი თაობა არაა? რაც ასწავლეთ იმას აკეთებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მერამდენე წელია, საქართველო ფინალშიც კი ვერ აღწევს უგემოვნო პროგრამების გამო...  სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე" - რომან გოცირიძე "ევროვიზიაზე"

"მერამდენე წელია, საქართველო ფინალშიც კი ვერ აღწევს უგემოვნო პროგრამების გამო...  სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე" - რომან გოცირიძე "ევროვიზიაზე"

"ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი გახდა. სამწუხაროდ, საქართველო ვერც წელს მოხვდა ფინალურ ტურში.

გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოება კვლავ გულდაწყვეტილი დარჩა წარუმატებლობის გამო, კონკურსის ფინალურ შოუს სკანდალიც დაერთო - საქმე ეხება საქართველოს მიერ უკრაინის წარმომადგენლისთვის დაწერილ ქულებს.

კონკურსზე პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ საქართველომ (ჟიურიმ) უკრაინას 6 ქულა გადასცა, მოგვიანებით კი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რეალურად ქართველმა ჟიურიმ უკრაინელი კონკურსანტი უმაღლესი, 12 ქულით შეაფასა.

მათივე ცნობით, ქულების შეცდომით გამოცხადებასთან დაკავშირებით "ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევენ."

საკითხს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძეც ეხმიანება და ის მიიჩნევს, რომ "ევროვიზიის" ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ამავდროულად, გოცირიძე საზმაუს აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველოს წარმომადგენელი უკვე წლებია, ფინალურ ეტაპამდეც ვერ აღწევს.

"ევროვიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ უკრაინისათვის მიკუთვნებული უმაღლესი ქულის ნაცვლად სხვა, ცუდი შედეგი გამოაცხადა.

ამ კონკურსს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა შეძენილი.

80 მილიონიანი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ შეირცხვინა თავი და აგერ უკვე მერამდენე წელია საქართველოს წარმომადგენელი ფინალურ ეტაპამდეც კი ვერ აღწევს იმ უგემოვნო პროგრამების გამო, რომელიც ქართველი შემსრულებლებისთვის ასე დამახასიათებელი გახდა.

სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან მაინც ესწავლათ რაიმე", - წერს რომან გოცირიძე.