მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება" - რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  "რეფერენდუმისგან"
"ეს უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება" - რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  "რეფერენდუმისგან"

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ლო­დინ­შია. უკვე ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა "რე­ფე­რენ­დუ­მი" 17 ივ­ლისს და­ნიშ­ნა, რის გა­მოც, ახა­ლი "პრე­ზი­დენ­ტი" ალან გაგ­ლო­ე­ვი აკ­რი­ტი­კებს. მი­სი­ვე თქმით, ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ემ­ხრო­ბა, მაგ­რამ მაგ­რამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცია აქვს.

"ცალ­კე სა­კი­თხია დად­გა თუ არა ახლა ის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც რე­ფე­რენ­დუ­მის მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა და მისი ჩა­ტა­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია... “ - ამ­ბობს გაგ­ლო­ე­ვი.

ალან გაგ­ლო­ე­ვი

მი­სი­ვე თქმით, გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ მი­ი­ღო ბი­ბი­ლოვ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად, შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, მით უფრო, იცო­და, რომ "რე­ფე­რენ­დუ­მის­თვის" მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გაგ­ლო­ევ­მა უნდა გა­ა­ტა­როს, რა­საც ემა­ტე­ბა, ახა­ლი "პრე­ზი­დენ­ტის" მოს­ვლის შემ­დეგ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი.

"სამ­ხრეთ ოსე­თის – ალა­ნი­ის მო­სახ­ლე­ო­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ჩემი ქმე­დე­ბე­ბი გა­მო­ცხა­დე­ბულ რე­ფე­რენ­დუმ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის დაც­ვა­ზე, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი"მ - გა­ნა­ცხა­და გაგ­ლო­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ურ­კვე­ვე­ლია, ჰქონ­და თუ არა კო­ორ­დი­ნა­ცია ბი­ბი­ლოვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებ­თან, მას შემ­დეგ, რაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"იმე­დია, ასე იყო, თო­რემ 1992 წლის რე­ფე­რენ­დუ­მის ბედი შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს. ცნო­ბის­თვის, მათ, ვი­საც არ ახ­სოვს, შე­ვახ­სე­ნებ, რომ 2014 წელს" ლუ­განსკის და დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ რვა წელი გა­ვი­და, მაგ­რამ მათ მი­ზანს ისევ ვერ მი­აღ­წი­ეს", - აცხა­დებს გაგ­ლო­ე­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რე­ფე­რენ­დუმ­ზე რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წევს უპა­სუ­ხოს კი­თხვა­ზე - “უჭერთ თუ არა მხარს სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სა და რუ­სე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას?”

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ სურთ, გაგ­ლო­ევ­მა შეძ­ლოს და რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს.

"გვსურს ცხინ­ვა­ლი გან­ვი­თა­რა­დეს, რა­ღა­ცე­ბი მო­წეს­რიგ­დეს, ცი­ვი­ლი­ზა­ცია შე­მო­ვი­დეს, რათა მეტი ხალ­ხი ჩა­მო­ვი­დეს და­სას­ვე­ნებ­ლად, მინ­და, მათ სურ­დეთს აქ ჩა­მოს­ვლა... ხალ­ხს ნორ­მა­ლუ­რი პენ­სია ჰქონ­დეს, შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს, სამ­სა­ხუ­რე­ბი, სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რათა თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებ­დნენ, ინფრას­ტრქტუ­რა მო­წეს­რიგ­დეს", - ამ­ბობს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

  • სხვებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის მი­ი­ღეს, რაც და­იმ­სა­ხუ­რეს. არ აქვთ გან­ცდა, რომ გაგ­ლო­ე­ვი შეძ­ლებს რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას.

"ჩვე­ნი ლი­დე­რე­ბი, რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბით უკე­თეს გა­მო­სა­ვალს ეძე­ბენ, ასე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ელი­ან. უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­გან ელით, მაგ­რამ ეს უფრო თა­ვის მარ­თლე­ბა მგო­ნია. არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი ჩრდი­ლო­ეთ ოსეთს შე­ვუ­ერ­თდეთ და "ალა­ნი­ას" სა­ხე­ლით შე­ვი­დეთ რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, იმე­დია, თვითმყო­ფა­დო­ბა­საც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, თო­რემ სხვა­ნა­ი­რად, გა­მო­დის, რომ რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის­თვის გვი­რძო­ლია, ჯერ 90-იან, შემ­დეგ კი, 2008 წელს წელს, რო­მელ­საც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­ე­წირ­ნენ. ისიც მეს­მის, რომ ასე შემ­დეგ­შიც უსაფრ­თხო­დაც ვიგ­რძნობთ თავს, მაგ­რამ ენა და ადა­თი უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, იმე­დია ასე იქ­ნე­ბა", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ალი­ნა ხუ­ბა­ე­ვა.

"ეს რე­ფე­რენ­დუ­მი უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი გა­დარ­ჩე­ნის გზად მეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე ეროვ­ნულ ნა­ბი­ჯად და ახლა ამის მი­ზე­ზენ­ზე სა­უ­ბარს აზრი აღარ აქვს. ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მაქვს, ჩემს გარ­შე­მოც უმე­ტე­სო­ბა ასეა, ამი­ტომ რუ­სე­თის შე­მად­გნე­ლო­ბა­ში თუ შე­ვალთ, თუ ისი­ნიც დაგ­ვთან­ხმდნენ, იმე­დია, რა­ა­ღაც სტა­ბი­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა", - წერს ვა­სილ სუ­ხა­ე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
3

აბა ომი გინდათ? შეუერთდნენ რუსეთს რა პრობლემაა. ჩვენ ხიხოზე ვილოცოთ.

!!!
1

საქართელოს კონსტიტუციის დამრღვევ ყველა პირზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოცხადდეს მათი ძებნა ინტერპოლის საშუალებით.კიდე რამდენი დიბილოვის პარპაშს უნდა ვუყუროთ.

ავტორი:

"ეს უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება" - რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  "რეფერენდუმისგან"

"ეს უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება" - რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  "რეფერენდუმისგან"

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ე.წ. რეფერენდუმის მოლოდინშია. უკვე ყოფილმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმი" 17 ივლისს დანიშნა, რის გამოც, ახალი "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი აკრიტიკებს. მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას ემხრობა, მაგრამ მაგრამ თარიღთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიცია აქვს.

"ცალკე საკითხია დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც რეფერენდუმის მოწვევის შესახებ განკარგულების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება აუცილებელია... “ - ამბობს გაგლოევი.

ალან გაგლოევი

მისივე თქმით, გაუგებარია რატომ მიიღო ბიბილოვმა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, შეთანხმების გარეშე, მით უფრო, იცოდა, რომ "რეფერენდუმისთვის" მთელი რიგი ღონისძიებები გაგლოევმა უნდა გაატაროს, რასაც ემატება, ახალი "პრეზიდენტის" მოსვლის შემდეგ განსახორციელებელი საკადრო ცვლილებები.

"სამხრეთ ოსეთის – ალანიის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ჩემი ქმედებები გამოცხადებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვასა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების იმპლემენტაციაზე იქნება კონცენტრირებული"მ - განაცხადა გაგლოევმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა კოორდინაცია ბიბილოვს რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან, მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

"იმედია, ასე იყო, თორემ 1992 წლის რეფერენდუმის ბედი შეიძლება განმეორდეს. ცნობისთვის, მათ, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ 2014 წელს,, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში გაერთიანების რეფერენდუმები რუსეთთან შეთანხმების გარეშე გაიმართა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა, მაგრამ მათ მიზანს ისევ ვერ მიაღწიეს", - აცხადებს გაგლოევი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეფერენდუმზე რეგიონის მოსახლეობას მოუწევს უპასუხოს კითხვაზე - “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

ადგილობრივები ekhokavkaza.com-თან საუბარში ამბობენ, რომ სურთ, გაგლოევმა შეძლოს და რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.

"გვსურს ცხინვალი განვითარადეს, რაღაცები მოწესრიგდეს, ცივილიზაცია შემოვიდეს, რათა მეტი ხალხი ჩამოვიდეს დასასვენებლად, მინდა, მათ სურდეთს აქ ჩამოსვლა... ხალხს ნორმალური პენსია ჰქონდეს, შემოსავალი ჰქონდეს, სამსახურები, სტაბილური შემოსავალი, რათა თავიანთ პრობლემებს აგვარებდნენ, ინფრასტრქტურა მოწესრიგდეს", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

  • სხვებს მიაჩნიათ, რომ ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. არ აქვთ განცდა, რომ გაგლოევი შეძლებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეგიონის სტაბილურად განვითარებას, კეთილდღეობისთვის საჭირო პირობების შექმნას.

"ჩვენი ლიდერები, რუსეთთან შეერთებით უკეთეს გამოსავალს ეძებენ, ასე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებას ელიან. უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც საქართველოსგან ელით, მაგრამ ეს უფრო თავის მართლება მგონია. არ ვარ წინააღმდეგი ჩრდილოეთ ოსეთს შევუერთდეთ და "ალანიას" სახელით შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში, იმედია, თვითმყოფადობასაც შევინარჩუნებთ, თორემ სხვანაირად, გამოდის, რომ რუსეთთან შეერთებისთვის გვირძოლია, ჯერ 90-იან, შემდეგ კი, 2008 წელს წელს, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები შეეწირნენ. ისიც მესმის, რომ ასე შემდეგშიც უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ თავს, მაგრამ ენა და ადათი უნდა შევინარჩუნოთ, იმედია ასე იქნება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალინა ხუბაევა.

"ეს რეფერენდუმი უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება, ვიდრე ეროვნულ ნაბიჯად და ახლა ამის მიზეზენზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ძალიან დაბალი ხელფასი მაქვს, ჩემს გარშემოც უმეტესობა ასეა, ამიტომ რუსეთის შემადგნელობაში თუ შევალთ, თუ ისინიც დაგვთანხმდნენ, იმედია, რააღაც სტაბილურობა იქნება", - წერს ვასილ სუხაევი.