პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს

ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი საულ ნი­ი­ნის­ტო აცხა­დებს, რომ მზა­დაა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვდეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა „ანა­დო­ლუ“ ავ­რცე­ლებს.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის "ცოტა დაბ­ნე­უ­ლია" თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ფი­ნე­თი­სა და შვე­დე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას "და­დე­ბი­თად" არ გა­ნი­ხი­ლავს.

საულ ნი­ი­ნის­ტოს თქმით, ის დაბ­ნე­უ­ლია, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და თურ­ქე­თის ლი­დერ­თან, რა დრო­საც ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ტო­ში ფი­ნე­თის წევ­რო­ბას და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სებ­და.

"მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე მას და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო ჩემი მად­ლი­ე­რე­ბით. ასე რომ, თქვენ უნდა გეს­მო­დეთ, რომ მე ცოტა დაბ­ნე­უ­ლი ვარ. ის, რაც ორი დღის წინ მო­ვის­მი­ნეთ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით. ვფიქ­რობ, რომ ის, რაც ახლა ჩვენ გვჭირ­დე­ბა არის ძა­ლი­ან მკა­ფიო პა­სუ­ხი. მე მზად ვარ, ახა­ლი დის­კუ­სია გავ­მარ­თო პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღან­თან მის მიერ წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - დას­ძი­ნა ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქე­თი მხარს ვერ და­უ­ჭერს ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბას, რად­გან ფი­ნე­თი და შვე­დე­თი "ბევ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სახ­ლია".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ცდი­ლობს, სამ­ხედ­რო ალი­ან­სის წევ­რე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს ფი­ნეთ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ ნა­ტოს წევ­რო­ბის­თვის მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს

ფინეთის პრეზიდენტი საულ ნიინისტო აცხადებს, რომ მზადაა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეხვდეს, - ინფორმაციას თურქული სახელმწიფო მედიასაშუალება „ანადოლუ“ ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, კი ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის "ცოტა დაბნეულია" თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომენტარების გამო, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას "დადებითად" არ განიხილავს.

საულ ნიინისტოს თქმით, ის დაბნეულია, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ, სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის ლიდერთან, რა დროსაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის წევრობას დადებითად შეაფასებდა.

"მადლობა გადავუხადე მას და ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი მადლიერებით. ასე რომ, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მე ცოტა დაბნეული ვარ. ის, რაც ორი დღის წინ მოვისმინეთ, განსხვავებული იყო გუშინდელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ის, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება არის ძალიან მკაფიო პასუხი. მე მზად ვარ, ახალი დისკუსია გავმართო პრეზიდენტ ერდოღანთან მის მიერ წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით", - დასძინა ფინეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ალიანსის გაფართოებას, რადგან ფინეთი და შვედეთი "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, სამხედრო ალიანსის წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნატოს წევრობისთვის მიმართავს.