პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ფუნქციის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს“ - რა უნდა ვიცოდეთ თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს
"მისი ფუნქციის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს“ - რა უნდა ვიცოდეთ თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს

თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის შე­სა­ხებ ალ­ბათ ბევ­რი რამ კი­დევ არ ვი­ცით. ეს არის ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია საკ­მა­ოდ მწი­რია პა­ცი­ენ­ტებ­ში. ~

ბევ­რმა არ იცის, რომ ისე­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ან ჰი­პო­ტო­ნია, სიმ­სუქ­ნე, ჭარბთმი­ა­ნო­ბა ქა­ლებ­ში, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბი, აკნე, სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბა, სის­ხლში შაქ­რის და­ბა­ლი ციფ­რე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და კუნ­თო­ვა­ნი სი­სუს­ტე, ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა ანუ ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, და­ბა­ლი წონა, არით­მი­ე­ბი, ერექ­ტი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას­თან,“ - გვე­უბ­ნე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი თა­მარ კუპ­რე­იშ­ვი­ლი.

ექი­მის თქმით, თირკმელ­ზე­და ჯირ­კვა­ლი ორ­გა­ნიზ­მში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მა­შინ, როცა საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნებ­და. თირკმელ­ზე­და ჯირ­კვა­ლი ამ­ზა­დებს ორ­გა­ნიზმს "ბრძო­ლის­თვის ან უსაფრ­თხო ად­გი­ლას გაქ­ცე­ვის­თვის“. ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ჰორ­მო­ნებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მის ადაპ­ტა­ცი­ას გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი, არე­გუ­ლი­რებს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მას, მე­ტა­ბო­ლიზმს, წყალ-მა­რი­ლო­ვან ცვლას.

ხოლო რა იწ­ვევს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბას, ამა­ზე თა­მარ კუპ­რე­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ან ჰი­პო­ფი­ზის კე­თი­ლი და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი. ასე­ვე, გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტე­ბი, რაც იწ­ვევს სხვა­დას­ხვა ჰორ­მო­ნის სინ­თეზ­ში მო­ნა­წი­ლე ფერ­მენ­ტე­ბის დე­ფი­ციტს. თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ზო­გი­ერ­თი ჰორ­მო­ნის მი­ღე­ბა.

- რო­მე­ლი ჰორ­მო­ნე­ბი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა თირკმელ­ზე­და ჯირ­კვალ­ში და რა ფუნ­ქცია აქვთ მათ?

- თირკმელ­ზე­და ჯირ­კვალ­ში გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ტვი­ნო­ვან და ქერ­ქო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბას, თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ჰორ­მო­ნე­ბის ფარ­თო სპექტრი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით. ჩვენ ვი­სა­უბ­როთ მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე.

თირკმლე­ზე­და ჯირ­კვლის ქერ­ქო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სტე­რო­ი­დულ ჰორ­მო­ნებს, მათ შო­რის, გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დებს (კორ­ტი­ზო­ლი), მი­ნე­რალ­კორ­ტი­კო­ი­დებს (ალ­დოს­ტე­რო­ნი) და ან­დრო­გე­ნებს (დე­ჰიდ­რო­ე­პი­ან­დროს­ტე­რო­ნი), ასე­ვე ესტრო­გე­ნი­სა და პრო­გეს­ტე­რო­ნის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას. თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ტვი­ნო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბა­ში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა კა­ტე­ქო­ლა­მი­ნე­ბი (დო­ფა­მი­ნი, ნო­რად­რე­ნა­ლი­ნი და ად­რე­ნა­ლი­ნი).

კორ­ტი­ზო­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს ნახ­შირ­წყლო­ვან, ცი­ლო­ვან და ცხი­მო­ვან ცვლა­ში, არე­გუ­ლი­რებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას, იმუ­ნურ პა­სუხს, სა­ს­ქე­სო ფუნ­ქცი­ებს, ძვლო­ვან მე­ტა­ბო­ლიზმს.

კორ­ტი­ზო­ლის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს: გა­მო­ფიტ­ვას, სი­სუს­ტეს, დაღ­ლი­ლო­ბას, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას, გუ­ლის­რე­ვას, კუჭ-ნაწ­ლა­ვის მხრივ დარ­ღვე­ვებს, წო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას, სის­ხლში შაქ­რის და­ბალ დო­ნეს და და­ბალ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვას.

კორ­ტი­ზო­ლის სი­ჭარ­ბე იწ­ვევს: წო­ნის მა­ტე­ბას, ქა­ლებ­ში არა­რე­გუ­ლა­რულ მენსტრუ­ა­ცი­ას ან ამე­ნო­რე­ას, ჰირ­სუ­ტიზმს, აკ­ნეს, მი­ო­პა­თი­ას, შფოთ­ვას, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, არ­ტე­რი­ულ ჰი­პერ­ტენ­ზი­ას, კა­ლი­უ­მის დე­ფი­ციტს, კუნ­თო­ვან სი­სუს­ტეს, ოს­ტე­ო­პო­როზს ანუ ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბას.

ალ­დოს­ტე­რო­ნი არე­გუ­ლი­რებს წყალ-მა­რი­ლო­ვან ცვლას და არ­ტე­რი­ულ წნე­ვას.

ალ­დოს­ტე­რო­ნის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს და­ბალ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვას, კა­ლი­უ­მის დო­ნის გაზ­რდას სის­ხლში (ჰი­პერ­კა­ლი­ე­მია), ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვას, დი­ა­რე­ას, დაღ­ლი­ლო­ბას, ღე­ბი­ნე­ბას, არით­მი­ებს.

ალ­დოს­ტე­რო­ნის სი­ჭარ­ბე იწ­ვევს არ­ტე­რი­ულ ჰი­პერ­ტენ­ზი­ას, კა­ლი­უ­მის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას სის­ხლში (ჰი­პო­კა­ლი­ე­მია).

ან­დრო­გე­ნე­ბი-დე­ჰიდ­რო­ე­პი­ან­დროს­ტე­რო­ნი, დე­ჰიდ­რო­ე­პი­ან­დროს­ტე­რო­ნის სულ­ფა­ტი, ან­დროს­ტენ­დი­ო­ნი-პე­რი­ფე­რი­ულ ქსო­ვი­ლებ­ში გარ­და­იქ­მნე­ბი­ან ტეს­ტოს­ტე­რო­ნად და ესტრო­გე­ნად.

მათი დე­ფი­ცი­ტის დროს ვი­თარ­დე­ბა: ერექ­ტი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ლი­ბი­დოს და ფერ­ტი­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძვლო­ვა­ნი და კუნ­თო­ვა­ნი მა­სის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ანე­მია სის­ხლწარ­მოქ­მნის დაქ­ვე­ი­თე­ბის გამო.

ან­დრო­გე­ნე­ბის სი­ჭარ­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­ში, აღი­ნიშ­ნე­ბა გა­რეგ­ნუ­ლი იე­რის მას­კუ­ლი­ნი­ზე­ბა, და­ბა­ლი ხმა, კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდა, ჰი­რუს­ტიზ­მი ანუ ჭარბთმი­ა­ნო­ბა, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დაღ­ვე­ვა, ზოგ­ჯერ ამე­ნო­რეა.

კა­ტე­ქო­ლა­მი­ნე­ბი - დო­ფა­მი­ნი, ნო­რად­რე­ნა­ლი­ნი და ად­რე­ნა­ლი­ნი - ად­რე­ნა­ლი­ნი და ნო­რად­რე­ნა­ლი­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრე­სის პი­რო­ბებ­ში ზრდის გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის აქ­ტი­ვო­ბას. დო­ფა­მი­ნი იწ­ვევს და­დე­ბით ემო­ცი­ებს, არე­გუ­ლი­რებს მოძ­რა­ო­ბას.

- თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის რა და­ა­ვა­დე­ბებს გა­ნას­ხვა­ვე­ბენ?

- არ­სე­ბობს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბა­თა რამ­დე­ნი­მე ტიპი, თი­თო­ე­ულს აქვს შე­სა­ბა­მი­სი სიმპტო­მე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი.~

კუ­შინ­გის სინ­დრო­მი - ვი­თარ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში კორ­ტი­ზო­ლის მა­ღა­ლი დო­ნის შე­დე­გად. მისი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰი­პო­ფი­ზის ან თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე, ასე­ვე, ექ­ტო­პი­უ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბი. ზოგ­ჯერ კუ­შინ­გის სინ­დრო­მი ვი­თარ­დე­ბა სტე­რო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის ხან­გრძლი­ვი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია წო­ნის მა­ტე­ბა, მთვა­რი­სებ­რი სახე, სტრი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­ცელ­ზე, ბარ­ძაყ­ზე, მკერ­დსა და მკლავ­ზე, აკნე, თმი­ა­ნო­ბა ქა­ლებ­ში, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბი, ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა,ფერ­ტი­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ერექ­ტი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია და ა.შ.

თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ქერ­ქის თან­და­ყო­ლი­ლი ჰი­პერ­პლა­ზია - ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით კორ­ტი­ზოლს. ასეთ ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ სხვა ჰორ­მო­ნე­ბის მხრი­ვაც დარ­ღვე­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, მათი ორ­გა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დეს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­დოს­ტე­რონს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­დრო­გე­ნებს. სიმპტო­მე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­მე­ლი გე­ნის დე­ფექ­ტია, და რო­გო­რია ფერ­მენ­ტუ­ლი დე­ფი­ცი­ტის დონე.

ფე­ოქ­რო­მო­ცი­ტო­მა - ვი­თარ­დე­ბა თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ტვი­ნო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბა­ში. ის წარ­მოქ­მნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ად­რე­ნა­ლინს. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა, ტრე­მო­რი, სი­ფერ­მკრთა­ლე, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი.

ადი­სო­ნის და­ავ­დე­ბა - აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც იწ­ვევს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბას. ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით კორ­ტი­ზოლს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­დოს­ტე­რონ­საც. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, მუქი ფე­რის კანი (ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცია), მა­რი­ლი­სად­მი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გაზ­რდა, და­ბა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, გა­მო­ხა­ტუ­ლი სი­სუს­ტე, წო­ნის დაკ­ლე­ბა.

ჰი­პე­რალ­დოს­ტე­რო­ნიზ­მი - ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­დოს­ტე­რონს, რო­მელ­საც აპ­რო­დუ­ცი­რებს ან თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე, ან ჰი­პერ­პლა­ზი­რე­ბუ­ლი თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლე­ბი. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა. რო­დე­საც გვაქვს არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, აგ­რეთ­ვე გვაქვს მკურ­ნა­ლო­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის გა­მოკ­ვლე­ვა.~

- რო­გორ იმოქ­მე­და კო­ვიდ­მა თირკმელ­ზე­და ჯირ­კვალ­ზე?

- ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით თირკმელ­ზე­და ჯირ­კვა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა კო­ვიდ 19-ის ეპო­ქა­ში. აღ­წე­რი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კოვი 19-ით ავა­დო­ბის დროს გან­ვი­თარ­და თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის უკ­მა­რი­სო­ბა. ზო­გა­დად, პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც აქვთ თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, რამ­დე­ნად­მე გაზ­რდი­ლი აქვთ რის­კე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი კი­ლე­რი უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის გამო (თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის უკ­მა­რი­სო­ბა), გარ­და ამი­სა, დი­ა­ბე­ტი და ჰი­პერ­ტენ­ზია, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია კუ­შინ­გის სინ­დრო­მის­თვის, კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რო­გორც არა­სა­სურ­ვე­ლი პროგ­ნო­ზუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი კო­ვიდ 19-ის დროს ასა­კის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შეს­რულ­დეს ინ­ფექ­ცი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მე­ბი. ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­ჭი­როა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვი­სა და სის­ხლში შაქ­რის დო­ნის კონ­ტრო­ლი.

- რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს...

- თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რთუ­ლია, სა­უ­ბა­რი პრე­ვენ­ცი­ა­ზე, მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, სიმ­სივ­ნე­ე­ბი, გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტე­ბი).

რე­კო­მენ­და­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, სიფრ­თხი­ლით და მხო­ლოდ ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ვი­ღოთ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ისე­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში, სიმ­სუქ­ნე, ჭარბთმი­ა­ნო­ბა, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბი, აკნე, სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბა, სის­ხლში შაქ­რის მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი ციფ­რე­ბი, ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა ანუ ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას­თან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
0

შეიძლება ანგიონევროზული შეშუპების ანუ კვინკეს დაავადების დროს ვივარაუდოთ თირკმელზედა ჯირკვლის რაიმე დარღვევა

bebe
0

მე დამიდგინდა, რომ არ მშაობდა და არანაირი წამალი არ დაუნიშნია ექიმს, შემდგომ ქვეყნის გარეთ კონსულტაციით მივიღე რეკომენდაციები.

ეს კიარა დ ვიტამინი რა იყო ისიც კი არ იცოდნენ ექიმების უმეტესობამ. განსაკუთრებით ენდოკრინოლოგებმა.

და კიდევ მთავარი, დავაკვირდი, რომ ექომები გარკვეულ ინფორმაციას ,ალავენ და მკურნალობასაც არ ნიშნავენ. თავიანთი ოჯახის წევრებისთვის კი ყველაფერი იციან და აკეთებენ. ახლობელ ექიმებში დავიჭირე ეს სიტუაცია და მედიკამენტების საკითხიც ასევეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მისი ფუნქციის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს“ - რა უნდა ვიცოდეთ თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს

"მისი ფუნქციის დარღვევა ბევრ დაავადებას იწვევს“ - რა უნდა ვიცოდეთ თირკმელზედა ჯირკვალზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს

თირკმელზედა ჯირკვლის შესახებ ალბათ ბევრი რამ კიდევ არ ვიცით. ეს არის ენდოკრინული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის შესახებაც ინფორმაცია საკმაოდ მწირია პაციენტებში. ~

ბევრმა არ იცის, რომ ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ან ჰიპოტონია, სიმსუქნე, ჭარბთმიანობა ქალებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, აკნე, სისუსტე, დაღლილობა, სისხლში შაქრის დაბალი ციფრები, შაქრიანი დიაბეტი, კუნთების ტკივილი და კუნთოვანი სისუსტე, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება ანუ ოსტეოპოროზი, დაბალი წონა, არითმიები, ერექტიული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან,“ - გვეუბნება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ კუპრეიშვილი.

ექიმის თქმით, თირკმელზედა ჯირკვალი ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაშინ, როცა საფრთხის წინაშე აღმოჩნებდა. თირკმელზედა ჯირკვალი ამზადებს ორგანიზმს "ბრძოლისთვის ან უსაფრთხო ადგილას გაქცევისთვის“. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ადაპტაციას გარემოს ცვლილებებისადმი, არეგულირებს იმუნური სისტემას, მეტაბოლიზმს, წყალ-მარილოვან ცვლას.

ხოლო რა იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებას, ამაზე თამარ კუპრეიშვილი პასუხობს:

- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები, აუტოიმუნური დაზიანება, ტუბერკულოზი. ასევე, გენეტიკური დეფექტები, რაც იწვევს სხვადასხვა ჰორმონის სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტს. თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი ჰორმონის მიღება.

- რომელი ჰორმონები გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში და რა ფუნქცია აქვთ მათ?

- თირკმელზედა ჯირკვალში განასხვავებენ ტვინოვან და ქერქოვან ნივთიერებას, თითოეულ მათგანში გამომუშავდება ჰორმონების ფართო სპექტრი, მრავალფეროვანი და განსახვავებული ფუნქციებით. ჩვენ ვისაუბროთ მათგან ყველაზე ცნობილსა და მნიშვნელოვანზე.

თირკმლეზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება გამოიმუშავებს სტეროიდულ ჰორმონებს, მათ შორის, გლუკოკორტიკოიდებს (კორტიზოლი), მინერალკორტიკოიდებს (ალდოსტერონი) და ანდროგენებს (დეჰიდროეპიანდროსტერონი), ასევე ესტროგენისა და პროგესტერონის მცირე რაოდენობას. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებაში გამომუშავდება კატექოლამინები (დოფამინი, ნორადრენალინი და ადრენალინი).

კორტიზოლი მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, არეგულირებს არტერიულ წნევას, იმუნურ პასუხს, სასქესო ფუნქციებს, ძვლოვან მეტაბოლიზმს.

კორტიზოლის დეფიციტი იწვევს: გამოფიტვას, სისუსტეს, დაღლილობას, მადის დაქვეითებას, გულისრევას, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს, წონის დაქვეითებას, სისხლში შაქრის დაბალ დონეს და დაბალ არტერიული წნევას.

კორტიზოლის სიჭარბე იწვევს: წონის მატებას, ქალებში არარეგულარულ მენსტრუაციას ან ამენორეას, ჰირსუტიზმს, აკნეს, მიოპათიას, შფოთვას, გუნება-განწყობის გაუარესებას, შაქრიან დიაბეტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, კალიუმის დეფიციტს, კუნთოვან სისუსტეს, ოსტეოპოროზს ანუ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას.

ალდოსტერონი არეგულირებს წყალ-მარილოვან ცვლას და არტერიულ წნევას.

ალდოსტერონის დეფიციტი იწვევს დაბალ არტერიული წნევას, კალიუმის დონის გაზრდას სისხლში (ჰიპერკალიემია), ცნობიერების დაბინდვას, დიარეას, დაღლილობას, ღებინებას, არითმიებს.

ალდოსტერონის სიჭარბე იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, კალიუმის დონის დაქვეითებას სისხლში (ჰიპოკალიემია).

ანდროგენები-დეჰიდროეპიანდროსტერონი, დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი, ანდროსტენდიონი-პერიფერიულ ქსოვილებში გარდაიქმნებიან ტესტოსტერონად და ესტროგენად.

მათი დეფიციტის დროს ვითარდება: ერექტიული დისფუნქცია, ლიბიდოს და ფერტილობის დაქვეითება, გუნება-განწყობის გაუარესება, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაქვეითება, ანემია სისხლწარმოქმნის დაქვეითების გამო.

ანდროგენების სიჭარბისას, განსაკუთრებით ქალებში, აღინიშნება გარეგნული იერის მასკულინიზება, დაბალი ხმა, კუნთოვანი მასის გაზრდა, ჰირუსტიზმი ანუ ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დაღვევა, ზოგჯერ ამენორეა.

კატექოლამინები - დოფამინი, ნორადრენალინი და ადრენალინი - ადრენალინი და ნორადრენალინი, განსაკუთრებული სტრესის პირობებში ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობას. დოფამინი იწვევს დადებით ემოციებს, არეგულირებს მოძრაობას.

- თირკმელზედა ჯირკვლის რა დაავადებებს განასხვავებენ?

- არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებათა რამდენიმე ტიპი, თითოეულს აქვს შესაბამისი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები.~

კუშინგის სინდრომი - ვითარდება ორგანიზმში კორტიზოლის მაღალი დონის შედეგად. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ასევე, ექტოპიური სიმსივნეები. ზოგჯერ კუშინგის სინდრომი ვითარდება სტეროიდული ჰორმონების ხანგრძლივი და გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. დამახასიათებელია წონის მატება, მთვარისებრი სახე, სტრიები, განსაკუთრებით მუცელზე, ბარძაყზე, მკერდსა და მკლავზე, აკნე, თმიანობა ქალებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს დაქვეითება,ფერტილობის დაქვეითება, ერექტიული დისფუნქცია და ა.შ.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია - ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს არასაკმარისი რაოდენობით კორტიზოლს. ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა ჰორმონების მხრივაც დარღვევები, მაგალითად, მათი ორგანიზმი შეიძლება არ გამოიმუშავებდეს საკმარისი რაოდენობით ალდოსტერონს, მაგრამ შეიძლება გამოიმუშავებდეს დიდი რაოდენობით ანდროგენებს. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რომელი გენის დეფექტია, და როგორია ფერმენტული დეფიციტის დონე.

ფეოქრომოციტომა - ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებაში. ის წარმოქმნის დიდი რაოდენობით ადრენალინს. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, ტრემორი, სიფერმკრთალე, ჰაერის უკმარისობა, პანიკური შეტევის მსგავსი სიმპტომები.

ადისონის დაავდება - აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებას. ამ დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით კორტიზოლს. ხშირ შემთხვევაში, ალდოსტერონსაც. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია, მუქი ფერის კანი (ჰიპერპიგმენტაცია), მარილისადმი მოთხოვნილების გაზრდა, დაბალი არტერიული წნევა, გამოხატული სისუსტე, წონის დაკლება.

ჰიპერალდოსტერონიზმი - ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ალდოსტერონს, რომელსაც აპროდუცირებს ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ან ჰიპერპლაზირებული თირკმელზედა ჯირკვლები. მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მაღალი არტერიული წნევა. როდესაც გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდა ასაკში, აგრეთვე გვაქვს მკურნალობისადმი რეზისტენტული ჰიპერტენზია, აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის გამოკვლევა.~

- როგორ იმოქმედა კოვიდმა თირკმელზედა ჯირკვალზე?

- ენდოკრინული სისტემა, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვალი, განსაკუთრებით მგრძნობიარეა კოვიდ 19-ის ეპოქაში. აღწერილია შემთხვევები, როდესაც კოვი 19-ით ავადობის დროს განვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ზოგადად, პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, რამდენადმე გაზრდილი აქვთ რისკები, ბუნებრივი კილერი უჯრედების ფუნქციის დაქვეითების გამო (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), გარდა ამისა, დიაბეტი და ჰიპერტენზია, რომელიც დამახასიათებელია კუშინგის სინდრომისთვის, კარგადაა ცნობილი, როგორც არასასურველი პროგნოზური ფაქტორები კოვიდ 19-ის დროს ასაკისგან დამოუკიდებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია შესრულდეს ინფექციის პროფილაქტიკის სტანდარტული ზომები. ინფექციის შემთხვევაში კი, საჭიროა არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

- რაც შეეხება პრევენციას და რეკომენდაციებს...

- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების შემთხვევაში, რთულია, საუბარი პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით (აუტოიმუნური დაზიანებები, სიმსივნეები, გენეტიკური დეფექტები).

რეკომენდაციას რაც შეეხება, სიფრთხილით და მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით მივიღოთ ჰორმონალური პრეპარატები. გავითვალისწინოთ, რომ ისეთი გავრცელებული სიმპტომები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სიმსუქნე, ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, აკნე, სისუსტე, დაღლილობა, სისხლში შაქრის მაღალი ან დაბალი ციფრები, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება ანუ ოსტეოპოროზი, შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან.