პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელები არ ჰგვანან რუსებს - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, "აზოვი“ იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს" - "აზოველი" მეომარი
"უკრაინელები არ ჰგვანან რუსებს - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, "აზოვი“ იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს" - "აზოველი" მეომარი

"აზოვსტალ­ში“ ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა და ტრა­გე­დი­აა, ამ დრო­ის­თვის იქ და­ახ­ლო­ე­ბით 500 დაჭ­რი­ლია და ყო­ველ­სა­ა­თობ­რი­ვად ვი­ღაც კვდე­ბა", - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ "აზო­ვის“ პოლ­კის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა, მაქ­სიმ ჟო­რინ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მეირ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, უთავ­დე­ბათ წყა­ლი და უკ­რა­ი­ნას არ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მათ და­ეხ­მა­როს.

"ეს მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ყვე­ლა, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, უნდა გა­ერ­თი­ან­დეს და უკ­რა­ი­ნა უნდა და­იც­ვას. ახლა მა­რი­უ­პოლ­ში უკ­რა­ი­ნა მთელ მსოფ­ლი­ოს იცავს. ამ პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თონ მე­სა­მე, გარე ქვეყ­ნე­ბი და გახ­დნენ იმის გა­რან­ტი, რომ გა­მო­იყ­ვა­ნენ იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს. ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ დავ­რწმუნ­დით, რომ რუ­სე­ბის სი­ტყვას ფასი არ აქვს. მათი პრე­ზი­დენ­ტი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს სა­ჯა­როდ მო­ი­ტყუ­ოს და მისი სი­ტყვე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს. იმ ხალ­ხის ბედი, რო­მე­ლიც "აზოვსტალ­ში“ იმ­ყო­ფე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია არამ­ხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ზე, არა­მედ მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ზე.

პუ­ტი­ნი და მთე­ლი რუ­სე­თი ოც­ნე­ბო­ბენ, რომ მა­რი­უ­პო­ლი და­ე­ცეს. მათ ია­რა­ღის დაყ­რის­კენ და ჩა­ბა­რე­ბის­კენ უკვე სამ­ჯერ მო­უ­წო­დეს, მაგ­რამ და­ა­ვი­წყდათ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ გვა­ნან რუ­სებს. ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბით - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არას­დროს დაყ­რი­ან ია­რაღს, მი­თუ­მე­ტეს, ამას არ გა­ა­კე­თებს "აზო­ვი“. ისი­ნი არ ჩა­ბარ­დე­ბი­ან რუ­სებს, ისი­ნი მზად არი­ან, რომ ასეთ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი სიკ­ვდი­ლამ­დე იბ­რძო­ლონ, სა­ნამ თუნ­დაც ერთი ავ­ტო­მა­ტი და ტყვია ექ­ნე­ბათ დარ­ჩე­ნი­ლი. ისი­ნი არ და­ნებ­დე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ჟო­რინ­მა.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა მა­რი­უ­პო­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო სცე­ნარ­ზე.

"დღეს [მა­რი­უ­პო­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის] ოპე­რა­ცია ძა­ლი­ან გარ­თულ­და. ცხა­დია, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამას რამ­დე­ნი­მე ეტა­პი დას­ჭირ­დე­ბა და იქ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცია. ის სიღ­რმე, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა გა­ვარ­ღვი­ოთ მა­რი­უ­პო­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად უკვე 150 კი­ლო­მეტრს აღ­წევს. ერთი ნა­ბი­ჯით ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ გა­მო­ვა. ამის­თვის ჩვენ უნდა და­ვე­ლო­დოთ ტექ­ნი­კას, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა გვაძ­ლევს. ამის შემ­დეგ უნდა და­ვი­წყოთ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ შო­რის მა­რი­უ­პო­ლის“, - აღ­ნიშ­ნა ჟო­რინ­მა.

"აზო­ვის“ პოლ­კის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი თა­ვის ჯა­რის­კა­ცებს უკ­რა­ი­ნა­ში "სა­ხორ­ცე მა­სა­ლად გზავ­ნის“.

"რუ­სე­თი დღეს იმ­დე­ნად მო­ნუ­რი ქვე­ყა­ნაა, რომ ისი­ნი ხალ­ხის ძა­ლი­ან დიდ რა­ო­დე­ნო­ბას არც კი ით­ვლი­ან და სა­ომ­რად ყრი­ან სა­ხორ­ცე მა­სა­ლად. ჩვენ შევ­ძე­ლით და რუ­სე­თის ჯარი შე­ვა­ჩე­რეთ. არის ასე­თი ტერ­მი­ნი, რო­მელ­საც "აქ­ტი­უ­რი დაც­ვა“ ჰქვია და ჩვენ სწო­რედ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია უფრო მეტ ჯა­რის­კაცს გა­მოგ­ზავ­ნის და არც შე­ი­ცო­დებს მათ. არც ის გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ რუ­სე­თი გა­მო­ი­ყე­ნებს ბირ­თვულ ია­რაღს - ეს სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. საქ­მე იმა­შია, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო რუ­სეთს უკვე არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი - მათ შო­რის მა­რი­უ­პოლ­სა და იზი­უ­მის ოლ­ქში. თუ მთელ მსოფ­ლი­ოს არ ექ­ნე­ბა ამა­ზე რე­აქ­ცია და რუ­სეთს არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, შემ­დეგ ეტაპ­ზე ისი­ნი [რუ­სე­ბი] ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მაქ­სიმ ჟო­რინ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Joni
0

Ukraineli da rusi erti shalikoti naketebi xart,bevrii bardeba orive mxidan tyvet!upali vis mxaresac iqneba is gaimarjvebs,aramgonia liberazms gaamarjvebinos.asea es koteebo

აკაკი
3

ქედან გამოგვიყავეთო ხან რომის პაპს ხან ილონ მასკს დ ახან ერდოღანს ეხვეწებიან

ავტორი:

"უკრაინელები არ ჰგვანან რუსებს - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, "აზოვი“ იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს" - "აზოველი" მეომარი

"უკრაინელები არ ჰგვანან რუსებს - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, "აზოვი“ იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს" - "აზოველი" მეომარი

"აზოვსტალში“ ნამდვილი კატასტროფა და ტრაგედიაა, ამ დროისთვის იქ დაახლოებით 500 დაჭრილია და ყოველსაათობრივად ვიღაც კვდება", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ "აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტების მეირ ალყაში მოქცეული "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტები, უთავდებათ წყალი და უკრაინას არ აქვს იმის საშუალება, რომ მათ დაეხმაროს.

"ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს პასუხისმგებლობაა. ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, უნდა გაერთიანდეს და უკრაინა უნდა დაიცვას. ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მესამე, გარე ქვეყნები და გახდნენ იმის გარანტი, რომ გამოიყვანენ იქ მყოფ ადამიანებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსების სიტყვას ფასი არ აქვს. მათი პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს საჯაროდ მოიტყუოს და მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმ ხალხის ბედი, რომელიც "აზოვსტალში“ იმყოფება, დამოკიდებულია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე.

პუტინი და მთელი რუსეთი ოცნებობენ, რომ მარიუპოლი დაეცეს. მათ იარაღის დაყრისკენ და ჩაბარებისკენ უკვე სამჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ გვანან რუსებს. ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით - უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს "აზოვი“. ისინი არ ჩაბარდებიან რუსებს, ისინი მზად არიან, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი სიკვდილამდე იბრძოლონ, სანამ თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ექნებათ დარჩენილი. ისინი არ დანებდებიან“, - განაცხადა ჟორინმა.

მან ასევე ისაუბრა მარიუპოლის გათავისუფლების შესაძლებლობასა და სამომავლო სცენარზე.

"დღეს [მარიუპოლის გათავისუფლების] ოპერაცია ძალიან გართულდა. ცხადია, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან, მაგრამ ამას რამდენიმე ეტაპი დასჭირდება და იქნება მასშტაბური ოპერაცია. ის სიღრმე, რომელიც ჩვენ უნდა გავარღვიოთ მარიუპოლის გასათავისუფლებლად უკვე 150 კილომეტრს აღწევს. ერთი ნაბიჯით ამის განხორციელება არ გამოვა. ამისთვის ჩვენ უნდა დაველოდოთ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა გვაძლევს. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, მათ შორის მარიუპოლის“, - აღნიშნა ჟორინმა.

"აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის ჯარისკაცებს უკრაინაში "სახორცე მასალად გზავნის“.

"რუსეთი დღეს იმდენად მონური ქვეყანაა, რომ ისინი ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას არც კი ითვლიან და საომრად ყრიან სახორცე მასალად. ჩვენ შევძელით და რუსეთის ჯარი შევაჩერეთ. არის ასეთი ტერმინი, რომელსაც "აქტიური დაცვა“ ჰქვია და ჩვენ სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ ჯარისკაცს გამოგზავნის და არც შეიცოდებს მათ. არც ის გამიკვირდება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ეს სრულიად შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ წარუმატებლობის გამო რუსეთს უკვე არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი - მათ შორის მარიუპოლსა და იზიუმის ოლქში. თუ მთელ მსოფლიოს არ ექნება ამაზე რეაქცია და რუსეთს არ შეეწინააღმდეგება, შემდეგ ეტაპზე ისინი [რუსები] ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ“, - განაცხადა მაქსიმ ჟორინმა.