მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი... არ გკადრებ, არ გაგამხნევებ" - პოეტი ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს
"თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი... არ გკადრებ, არ გაგამხნევებ" - პოეტი ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს

პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ტე­ლე­წამ­ყავნ ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხის უდი­დეს ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც თან ორი ლექ­სი აქვს დარ­თუ­ლი:

"ჩემო ნიკა!

ვიცი, შვი­ლო, ეჭვი არ გე­პა­რე­ბა, თუ რო­გორ გან­ვიც­დი შენი და შენი ოჯა­ხის მძაფრ­სა და შემ­ზა­რავ ტკი­ვილს. ეს ლექ­სი შენს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად არ და­მი­წე­რია, რად­გან კარ­გად ვიცი - ყვე­ლა­ნა­ი­რი გვერ­დში დგო­მა და გამ­ხნე­ვე­ბა უძ­ლუ­რია, უსუ­სუ­რია იმ გან­ცდებ­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ამ­ჟა­მად შენ და შენი ოჯა­ხი გრძნობთ. ამ ლექ­სის და­წე­რაც იმი­ტომ გავ­ბე­დე, რომ თუ ვინ­მეს ამ ტკი­ვი­ლის რა­ი­მე გა­ე­გე­ბა, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯა­ხი...

არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ,

არც სიმ­შვი­დეს გთხოვ სუ­ლი­სას,

შენს თავს შენ უნდა უწამ­ლო - წა­მალს სხვას ნუ სთხოვ წყლუ­ლი­სას,

ბინ­დის­ფე­რო­ბამ სოფ­ლი­სამ

დღე მრა­ვალს გა­და­უ­ნის­ლა,

მეც ამ ტკი­ვილ­მა და­მიდ­ნო

თხე­ლი კედ­ლე­ბი გუ­ლი­სა,

დამ­ლია წუ­თი­სო­ფელ­მა,

ამ­ღვრე­ვამ სიყ­ვა­რუ­ლი­სამ...

მოვ­თქვამ, ასეთ­მა ამინდმა

ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლოს,

გად­მო­დი, მოვ­თქვამ ძილ­ში­აც -

ცრემ­ლო! თვა­ლებ­თან შემშრა­ლო,

ერ­თსა გთხოვ მამა-შვი­ლუ­რად -

მზე მაგ გულ­ში არ შეც­ვა­ლო!

მტერს ლაღი უნდა ეგო­ნო -

ტკი­ვი­ლით მი­წის მკბე­ჩა­ვო...

დრო სიმ­ღე­რას გთხოვს? იმ­ღე­რე!

ჯავ­რმა არ გა­გა­ბე­ჩა­ვოს.

შვი­ლო! ჭრე­ლია სა­წუთ­რო,

ზნეს არ და­იგ­დებს თა­ვი­სას,

ბევ­რჯერ აგიშ­ლის გო­ნე­ბას

ჩქა­მი სუ­ლე­თის კა­რი­სა,

ბევ­რჯერ ცრემ­ლე­ბით დაჰ­ხვდე­ბი

ცაზე გად­მოს­ვლას მთვა­რი­სას,

ბევ­რჯერ აჰ­ხე­დავ ეჭ­ვი­თა ზნეს

უფ­ლის სა­მარ­თა­ლი­სას...

უნდა იბ­რძო­ლო!

სიკ­ვდილ­თან შეკ­ვრა არ გმარ­თებს ზა­ვი­სა,

არცა გთხოვ გვერ­დის აქ­ცე­ვას

მთი­დან მომ­სკდა­რი ზვა­ვი­სას,

ცრემ­ლის­თვის ღამე და­ზო­გე -

დღე რომ აბ­ჯა­რი აის­ხა!..

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, რო­მელ­საც შვი­ლი­ვით უყ­ვარ­ხარ და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით შე­მოგ­ყუ­რებს.

როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, საშ­ვე­ლი სხვა რომ ვერა ვნა­ხე რა, სიკ­ვდი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნე და თუ რო­გორ, ამა­ზეც ლექ­სად მინ­და გა­გე­სა­უბ­რო

:ჩაქ­რნენ ვარ­სკვლავ­ნი, ზეცა იც­ვლე­ბა, ცვა­რი ეღვრე­ბა ცი­დან იე­ლებს,

ვე­ღარც მზის მოს­ვლით ვერ შე­ივ­სე­ბა ეს შემ­ზა­რა­ვი სი­ცა­რი­ე­ლე...

კლდე­ებს ნა­წყლუ­ლევთ ნის­ლით ვუხ­ვევ­დი, ცაო! რო­გორ მღლი შენი უფ­ლო­ბით,

წუ­ხელ სიკ­ვდი­ლი მეწ­ვა მუხ­ლებ­ზე და, მე და მთვა­რე ვჭი­რი­სუფ­ლობ­დით"

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძის ოჯახ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მისი 2 წლის შვი­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა..ცნო­ბის­თვის, წლე­ბის წინ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­საც და­ე­ღუ­პა შვი­ლი. მისი ვაჟი მოკ­ლეს, ის 23 წლის იყო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

უფალო იესო მხნეობა და გამძლეობა მიეცი ნიკა წულუკიძეს. ოღონდ ჩემი ყველაზე დიდი თხოვნაა შვილებს ნუ მოუკლავ მშობლებს, არა, შენ არ კლავ უფალო... შვილები უცოცხლე მშობლებს, ეს არ უნდა ხდებოდეს კეთილო ღმერთო, ეს ამქვეყნიური ჯოჯოხეთია, ეს უდიდესი გაუნელებელი ტანჯვაა ....

დეა
1

ბატონო ტარიელ ქედს ვიხრი თქვენს წინაშე..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი... არ გკადრებ, არ გაგამხნევებ" - პოეტი ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს

"თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი... არ გკადრებ, არ გაგამხნევებ" - პოეტი ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძეს

პოეტი ტარიელ ხარხელაური ტელეწამყავნ ნიკა წულუკიძის ოჯახის უდიდეს ტრაგედიას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც თან ორი ლექსი აქვს დართული:

"ჩემო ნიკა!

ვიცი, შვილო, ეჭვი არ გეპარება, თუ როგორ განვიცდი შენი და შენი ოჯახის მძაფრსა და შემზარავ ტკივილს. ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია, რადგან კარგად ვიცი - ყველანაირი გვერდში დგომა და გამხნევება უძლურია, უსუსურია იმ განცდებთან შედარებით, რასაც ამჟამად შენ და შენი ოჯახი გრძნობთ. ამ ლექსის დაწერაც იმიტომ გავბედე, რომ თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი...

არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,

არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,

შენს თავს შენ უნდა უწამლო - წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,

ბინდისფერობამ სოფლისამ

დღე მრავალს გადაუნისლა,

მეც ამ ტკივილმა დამიდნო

თხელი კედლები გულისა,

დამლია წუთისოფელმა,

ამღვრევამ სიყვარულისამ...

მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა

ლამის ჭკუიდან შემშალოს,

გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც -

ცრემლო! თვალებთან შემშრალო,

ერთსა გთხოვ მამა-შვილურად -

მზე მაგ გულში არ შეცვალო!

მტერს ლაღი უნდა ეგონო -

ტკივილით მიწის მკბეჩავო...

დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!

ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.

შვილო! ჭრელია საწუთრო,

ზნეს არ დაიგდებს თავისას,

ბევრჯერ აგიშლის გონებას

ჩქამი სულეთის კარისა,

ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები

ცაზე გადმოსვლას მთვარისას,

ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა ზნეს

უფლის სამართალისას...

უნდა იბრძოლო!

სიკვდილთან შეკვრა არ გმართებს ზავისა,

არცა გთხოვ გვერდის აქცევას

მთიდან მომსკდარი ზვავისას,

ცრემლისთვის ღამე დაზოგე -

დღე რომ აბჯარი აისხა!..

ტარიელ ხარხელაური, რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.

როცა ძალიან გამიჭირდა, საშველი სხვა რომ ვერა ვნახე რა, სიკვდილის გარდაცვალება წარმოვიდგინე და თუ როგორ, ამაზეც ლექსად მინდა გაგესაუბრო

:ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება, ცვარი ეღვრება ციდან იელებს,

ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება ეს შემზარავი სიცარიელე...

კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი, ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,

წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით"

ცნობილი ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა..ცნობისთვის, წლების წინ ტარიელ ხარხელაურსაც დაეღუპა შვილი. მისი ვაჟი მოკლეს, ის 23 წლის იყო.