სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო პუტინის ფავორიტი ქალის ქართველი შეყვარებული, ვისზე დაქორწინებასაც აპირებდა - ალინა კაბაევას ვნებიანი რომანი ქუთაისელ დავით მუსელიანთან
ვინ იყო პუტინის ფავორიტი ქალის ქართველი შეყვარებული, ვისზე დაქორწინებასაც აპირებდა - ალინა კაბაევას ვნებიანი რომანი ქუთაისელ დავით მუსელიანთან

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ ქალს, ცნო­ბილ რუს ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვას მე­დია კარ­გად იც­ნობს, მას­ზე, უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ, მსოფ­ლიო გა­მო­ცე­მე­ბიც აქ­ტი­უ­რად წე­რენ, თუმ­ცა ალი­ნას არც ომამ­დე აკ­ლდა პო­პუ­ლა­რო­ბა.

ამ­ჯე­რად მის ქუ­თა­ი­სელ და­ვით მუ­სე­ლი­ან­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­საც ქალი 2000-2006 წლებ­ში ხვდე­ბო­და და წყვილ­ზე რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და.

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა 15 წლით უფ­როს პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტანს 1998 წელს შეხ­ვდა, იმ­ჟა­მად და­ვი­თი მოს­კო­ვის ერთ-ერთ ოლ­ქში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ამ რო­მანს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და.

და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლია, და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ქუ­თა­ის­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში (ხუთი ძმა და და). მას მე­დი­ა­ში უფრო შალ­ვა მუ­სე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო და სა­ცხოვ­რე­ბალდ მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მუ­სე­ლი­ან­მა სამ­სა­ხუ­რი პრესნენ­სკო­ეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იპო­ვა და პერ­სო­ნა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა.

ასევე დაგაინტერესებთ
12:21 / 18-03-2022

"ფიურერ" პუტინის საიდუმლო შვილები -  ვინ არიან და რა არის ცნობილი მათ შესახებ?

10:21 / 07-04-2022

დიქტატორი პუტინი საყვარელი ქალის გადარჩენას ცდილობს - სად გაქრა ალინა კაბაევა?

20:24 / 21-04-2022

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

15:32 / 19-05-2022

პუტინის ბალერონი "სიძე", გვარად ზელენსკი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და ვახტანგ ჭაბუკიანის მოწაფე იყო - რას წერს მსოფლიო მედია მისი და დიქტატორის ქალიშვილის ურთიერთობაზე?

12:34 / 02-03-2023

"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი" - ახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც პუტინი, კაბაევასთან ერთად, მოსკოვის სიახლოვეს ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს (ფოტოები)

ცნო­ბი­ლია, რომ და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სპორ­ტით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზულ კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა მის­გან მოკ­რი­ვე არ გა­მო­ვი­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის თა­ნახ­მად, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­თან შეხ­ვედ­რი­სას ქა­ლის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ვითს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რებ­და, - ის ქა­ლის ღი­მილ­მა და მის­მა უშუ­ა­ლო­ბამ მო­ხიბ­ლა.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე შეხ­ვდა და უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბო­ბა ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნით გაგ­რძელ­და, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მერე, ალი­ნა კა­ბა­ე­ვა აღარც უმა­ლავ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს. ქალი იმ­დე­ნად იყო ქარ­თველ მუ­სე­ლი­ან­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ ამას მისი მკაც­რი მწვრთნე­ლი ელე­ნა ვი­ნე­რიც კი შე­ე­გუა და ქალს პა­ემ­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და.

და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბულს სა­ბერ­ძნეთ­ში ოლიმ­პი­ა­და­ზეც ახ­ლდა და დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შეს­თა­ვა­ზა ერ­თად ცხოვ­რე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ქორ­წი­ლის­თვის მზა­დე­ბაც კი და­ი­წყეს, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­სო­დეს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან.

"რა თქმა უნდა, და­ქორ­წი­ნე­ბა ზამ­თარ­ში ან გა­ზა­ფხულ­ზე შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ არ მინ­და აჩ­ქა­რე­ბა, - ამ­ბობ­და ჩემ­პი­ო­ნი Life-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, - დიდი სპორ­ტი­დან სა­ბო­ლოო წას­ვლამ­დე, მინ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, ტურ­ნირ­ზე ია­პო­ნი­ა­ში. შემ­დეგ კი, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი ნერ­ვი­უ­ლო­ბის გა­რე­შე, მო­ვემ­ზა­დე­ბი დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. მე და და­ვი­თი მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ამ დღეს!

ოლიმ­პი­ა­დი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მშვე­ნი­ერ ალი­ნა­ზე ვნე­ბი­ა­ნად შეყ­ვა­რე­ბულ­მა 35 წლის და­ვით მუ­სე­ლი­ან­მა ის სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კო­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე თა­ვის ბი­ნა­ში მი­იწ­ვია. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა, მშობ­ლე­ბის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, არ და­ერ­ღვია ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია და მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის მერე გა­და­სუ­ლი­ყო შეყ­ვა­რე­ბულ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად, ჩე­მო­და­ნი ჩა­ა­ლა­გა, მშობ­ლებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და "ქუ­თა­ი­სელ პრინცთან" გა­იქ­ცა. ქალი ამ­ბობ­და, რომ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ "ჩემო ტკბი­ლო" და "ჩემო საყ­ვა­რე­ლო­თი" მი­მარ­თავ­და.

ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნებ­დნენ, რომ ისი­ნი ყო­ველ სა­ათ­ში ურე­კავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, კა­ბა­ე­ვა ყვე­ლა­ფერს ტო­ვებ­და, რათა ერთი წუ­თით მა­ინც ენა­ხა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მისი თქმით, ჰო­ლი­ვუ­დუ­რი გა­რეგ­ნო­ბა და არის­ტოკ­რა­ტუ­ლი მა­ნე­რე­ბი ჰქონ­და.

ისიც ხში­რად აკი­თხავ­და შეყ­ვა­რე­ბულს სამ­სა­ხურ­ში. "ჩვე­ნი ალინ­კა მო­ვი­და!" - ხუმ­რობ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი.

2006 წელს ალი­ნა კა­ბა­ე­ვამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ და­ვითს და­შორ­და, მაგ­რამ აღი­ა­რა, რომ ისი­ნი კარგ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ.

რუ­სულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და მსა­ხი­ო­ბი ანა გორშკო­ვა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ნო­ვე­ლა "საბ­რა­ლო ნას­ტი­ას“ შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. ის გლეხ ქალს, პო­ლი­ნას თა­მა­შობ­და. სწო­რედ მი­სით და­ინ­ტე­რეს­და ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი, რის მე­რეც კა­ბა­ე­ვას და­შორ­და, ამის შე­სა­ხებ იმ­ჟა­მინ­დე­ლი რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­თი ალი­ნას­თან ისევ დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­ღარ შედ­გა.

ანა გორშკო­ვა

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მუ­სე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი გახ­და. ალი­ნა კა­ბა­ე­ვამ შე­ი­ტყო, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მას­ზე 4 წლით უფ­როს ოლ­გა­ზე, რო­მელ­თა­ნაც ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნანა მუ­სე­ლი­ა­ნი ჰყავ­და.

პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტან­მა 2000-იან წლებ­ში საყ­ვა­რელ ქალს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" აჩუ­ქა, იმ­ჟა­მად მე­დია წერ­და, რომ მუ­სე­ლი­ანს ამ­დე­ნი ფული არ ჰქონ­და და კა­ბა­ე­ვამ რე­ა­ლუ­რად სა­კუ­თარ თავს უყი­და მან­ქა­ნა და მე­დი­ას­თან სა­ჩუქ­რად გა­ა­სა­ღა.

ალი­ნას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ და­ვით მუ­სე­ლი­ან­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ტო­ვა და კერ­ძო ბიზ­ნეს­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ამ­ბო­ბენ, რომ მოს­კოვ­ში სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზი­აც კი გახ­სნა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ალი­ნა­თი კი პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი და­ინ­ტე­რეს­და, რის მე­რეც მათი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ათას­გვა­რი ტყუ­ილ-მარ­თლის სა­ფუძ­ვლად იქცა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პუ­ტინს ალი­ნას­თან შვი­ლე­ბიც ჰყავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე
3

აი თურმე ვის ბაძავს მიჰა მრავალცოლიანობაში და ბავშვების კეთებაში. თუ ყველა დიქტატორი ერთნაირია.

ამიერ კავკასიძე
10

აი თურმე რისი ბრალი ყოფილა 2008 წლის აგვისტო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვინ იყო პუტინის ფავორიტი ქალის ქართველი შეყვარებული, ვისზე დაქორწინებასაც აპირებდა - ალინა კაბაევას ვნებიანი რომანი ქუთაისელ დავით მუსელიანთან

ვინ იყო პუტინის ფავორიტი ქალის ქართველი შეყვარებული, ვისზე დაქორწინებასაც აპირებდა - ალინა კაბაევას ვნებიანი რომანი ქუთაისელ დავით მუსელიანთან

ვლადიმერ პუტინის ფავორიტ ქალს, ცნობილ რუს ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას მედია კარგად იცნობს, მასზე, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, მსოფლიო გამოცემებიც აქტიურად წერენ, თუმცა ალინას არც ომამდე აკლდა პოპულარობა.

ამჯერად მის ქუთაისელ დავით მუსელიანთან სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგიყვებით, რომელსაც ქალი 2000-2006 წლებში ხვდებოდა და წყვილზე რუსული მედია ხშირად წერდა.

ალინა კაბაევა 15 წლით უფროს პოლიციის კაპიტანს 1998 წელს შეხვდა, იმჟამად დავითი მოსკოვის ერთ-ერთ ოლქში პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დაოჯახებული იყო. მათი ურთიერთობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ ცნობილი ტანმოვარჯიშე ამ რომანს საგულდაგულოდ მალავდა.

დავით მუსელიანი ქართველია, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში (ხუთი ძმა და და). მას მედიაში უფრო შალვა მუსელიანის სახელით იცნობენ. განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და საცხოვრებალდ მოსკოვში გადავიდა. რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მუსელიანმა სამსახური პრესნენსკოეს პოლიციის განყოფილებაში იპოვა და პერსონალის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

ცნობილია, რომ დავით მუსელიანი ახალგაზრდობაში სპორტით იყო გატაცებული და სერიოზულ კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მისგან მოკრივე არ გამოვიდა. რუსული მედიის თანახმად, ალინა კაბაევასთან შეხვედრისას ქალის სპორტული მიღწევების თაობაზე დავითს წარმოდგენა არ ჰქონდა. როგორც მოგვიანებით აღიარებდა, - ის ქალის ღიმილმა და მისმა უშუალობამ მოხიბლა.

წყვილი ერთმანეთს მეგობრის წვეულებაზე შეხვდა და უბრალო ნაცნობობა ვნებიანი რომანით გაგრძელდა, რომელსაც გარკვეული დროის მერე, ალინა კაბაევა აღარც უმალავდა ჟურნალისტებს. ქალი იმდენად იყო ქართველ მუსელიანზე შეყვარებული, რომ ამას მისი მკაცრი მწვრთნელი ელენა ვინერიც კი შეეგუა და ქალს პაემნებზე სიარულის უფლებას აძლევდა.

დავით მუსელიანი ახალგაზრდა შეყვარებულს საბერძნეთში ოლიმპიადაზეც ახლდა და დაბრუნებისთანავე შესთავაზა ერთად ცხოვრება. შეყვარებულებმა ქორწილისთვის მზადებაც კი დაიწყეს, მაგრამ ოფიციალურად არასოდეს დაქორწინებულან.

"რა თქმა უნდა, დაქორწინება ზამთარში ან გაზაფხულზე შეიძლებოდა, მაგრამ არ მინდა აჩქარება, - ამბობდა ჩემპიონი Life-თან ინტერვიუში, - დიდი სპორტიდან საბოლოო წასვლამდე, მინდა, მონაწილეობა მივიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებებში, მაგალითად, ტურნირზე იაპონიაში. შემდეგ კი, ყოველგვარი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მოვემზადები დღესასწაულისთვის. მე და დავითი მოუთმენლად ველით ამ დღეს!

ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ, მშვენიერ ალინაზე ვნებიანად შეყვარებულმა 35 წლის დავით მუსელიანმა ის საცხოვრებლად მოსკოვის ცენტრში მდებარე თავის ბინაში მიიწვია. ახალგაზრდა ქალმა, მშობლების თხოვნის მიუხედავად, არ დაერღვია ოჯახური ტრადიცია და მხოლოდ ოფიციალური ქორწინების მერე გადასულიყო შეყვარებულთან საცხოვრებლად, ჩემოდანი ჩაალაგა, მშობლებს ბოდიში მოუხადა და "ქუთაისელ პრინცთან" გაიქცა. ქალი ამბობდა, რომ საყვარელი მამაკაცი მხოლოდ "ჩემო ტკბილო" და "ჩემო საყვარელოთი" მიმართავდა.

ახლობლები იხსენებდნენ, რომ ისინი ყოველ საათში ურეკავდნენ ერთმანეთს, კაბაევა ყველაფერს ტოვებდა, რათა ერთი წუთით მაინც ენახა საყვარელი მამაკაცი, რომელსაც მისი თქმით, ჰოლივუდური გარეგნობა და არისტოკრატული მანერები ჰქონდა.

ისიც ხშირად აკითხავდა შეყვარებულს სამსახურში. "ჩვენი ალინკა მოვიდა!" - ხუმრობდნენ პოლიციელები.

2006 წელს ალინა კაბაევამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დავითს დაშორდა, მაგრამ აღიარა, რომ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ.

რუსულ მედიაში წერდნენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი გახდა მსახიობი ანა გორშკოვა, რომელიც ტელენოველა "საბრალო ნასტიას“ შემდეგ გახდა ცნობილი. ის გლეხ ქალს, პოლინას თამაშობდა. სწორედ მისით დაინტერესდა ტემპერამენტიანი დავით მუსელიანი, რის მერეც კაბაევას დაშორდა, ამის შესახებ იმჟამინდელი რუსული მედია აქტიურად წერდა. მოგვიანებით დავითი ალინასთან ისევ დაბრუნდა, მაგრამ ურთიერთობა ვეღარ შედგა.

ანა გორშკოვა

ერთ-ერთი ვერსიით, წყვილის დაშორების მიზეზი მუსელიანის ოჯახი გახდა. ალინა კაბაევამ შეიტყო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ოფიციალურად იყო დაქორწინებული მასზე 4 წლით უფროს ოლგაზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - ნანა მუსელიანი ჰყავდა.

პოლიციის კაპიტანმა 2000-იან წლებში საყვარელ ქალს ძვირადღირებული "მერსედესი" აჩუქა, იმჟამად მედია წერდა, რომ მუსელიანს ამდენი ფული არ ჰქონდა და კაბაევამ რეალურად საკუთარ თავს უყიდა მანქანა და მედიასთან საჩუქრად გაასაღა.

ალინასთან დაშორების შემდეგ დავით მუსელიანმა სამართალდამცავი ორგანოები დატოვა და კერძო ბიზნესში გადაინაცვლა. ამბობენ, რომ მოსკოვში საკუთარი მაღაზიაც კი გახსნა. შეყვარებული ქართველის პირადი ცხოვრების შესახებ მას შემდეგ არაფერია ცნობილი.

ალინათი კი პრეზიდენტი პუტინი დაინტერესდა, რის მერეც მათი სასიყვარულო ურთიერთობა ათასგვარი ტყუილ-მართლის საფუძვლად იქცა. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინს ალინასთან შვილებიც ჰყავს.

იხილეთ ასევე: