კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე
"ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე

ვინ დგე­ბა თავ­დებ­ში? - ეს იგი­ვეა, მე­ლამ რომ თა­ვი­სი კუდი მოწ­მედ მო­იყ­ვა­ნოს,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სურ­ვილს, თავ­დებ­ში ჩა­უდ­გნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რათა ის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნონ.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პა­ტი­მა­რია, ვი­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის მსგავ­სი ან უფრო რთუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს.

"ეს იგი­ვეა, მე­ლამ რომ თა­ვი­სი კუდი მოწ­მედ მო­იყ­ვა­ნოს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს სა­ა­კაშ­ვილ­ზე, სა­სა­ცი­ლოა. მათი ბე­ლა­დია სა­ა­კაშ­ვი­ლი და ვინ ვის­ზე უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ეს ცალ­კე თე­მაა და სა­კი­თხა­ვია - ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია.

ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა 2012 წლის შემ­დეგ. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში 150 პა­ტი­მა­რი კვდე­ბო­და. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია 12-ჯერ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10-დან 15-მდეა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პა­ტი­მა­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბით, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით. რომ გა­და­ხე­დოთ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მას, ნა­ხავთ ასე­უ­ლო­ბით პა­ტი­მარს, რო­მელ­საც იგი­ვე ან უფრო რთუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვილს. მაგ­რამ, მა­გა­ლი­თად, ომ­ბუდსმე­ნი ერ­თა­დერ­თი პა­ტიმ­რი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ამა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია -კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს, რომ ეს კაცი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქ­ნას, ამის უკან დგას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და უფრო მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი - ქვეყ­ნის ომში ჩარ­თვა. ვინც ითხოვს, ან მო­ი­თხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლას ამოძ­რა­ვებს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი - სა­ქარ­თვე­ლო სა­ბე­დის­წე­რო ომში ჩა­ერ­თოს. ამას არც ერთი და არც მე­ო­რე მხა­რე არ და­ვუშ­ვებთ“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---
24

რუსსო ტურისტო

ვი–რუსი
49

შენი ნაჩალნიკის ლურჯი მელას კუდს მიხედო გირჩევნია,მალე მოაჭრიან და მერე რა გეშველება?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე

"ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე

ვინ დგება თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის“ სურვილს, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, რათა ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების სისტემაში ასეულობით პატიმარია, ვისაც სააკაშვილის მსგავსი ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.

"ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს. "ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, სასაცილოა. მათი ბელადია სააკაშვილი და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და საკითხავია - ღიმილის მომგვრელია.

ეს არის სისტემა, რომელიც რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. წლის განმავლობაში ციხეში 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საშუალო წლიური მაჩვენებელი 10-დან 15-მდეა. შესაბამისად, ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით, მათ შორის სამედიცინო მომსახურებით. რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელსაც იგივე ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ვიდრე სააკაშვილს. მაგრამ, მაგალითად, ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული. ამაზე პასუხი მარტივია -კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი გათავისუფლებული იქნას, ამის უკან დგას ძალიან მარტივი და უფრო მთავარი ინტერესი - ქვეყნის ომში ჩართვა. ვინც ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - საქართველო საბედისწერო ომში ჩაერთოს. ამას არც ერთი და არც მეორე მხარე არ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.