პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაც ცუდადაა საქმე მატყუარა ოცნებების პარტიისთვის, ვაშინგტონში მათთან მიმართებაში სერიოზული უნდობლობაა, სახელი აქვთ გატეხილი" - ვაშაძე
"რაღაც ცუდადაა საქმე მატყუარა ოცნებების პარტიისთვის, ვაშინგტონში მათთან მიმართებაში სერიოზული უნდობლობაა, სახელი აქვთ გატეხილი" - ვაშაძე

ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი დავა აქვს და მი­ხე­დოს იმ და­ვას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს და­უ­კავ­შირ­დეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს?, - ასე პა­სუ­ხობს "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვის შე­ფერ­ხე­ბა­ზე, რომ „თუ ვინ­მეს აქვს იმის მცდე­ლო­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­აბ­რუ­ნოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა ომში ჩა­ერ­თოს, ეს მი­ნი­მუმ მი­უ­ღე­ბე­ლია და პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია“.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კერ­ძო პი­რის ფი­ნან­სუ­რი და­ვის და­კავ­ში­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თან „ეს ყვე­ლა­ზე დიდი კა­ტას­ტრო­ფაა“.

"კო­ბა­ხი­ძის მხრი­დან იყო ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა. ვი­ღაც თით­ქოს მათ იძუ­ლე­ბას აპი­რებს რა­ღა­ცა­ში. სა­ერ­თოდ, კერ­ძო პი­რის ფი­ნან­სუ­რი და­ვის და­კავ­ში­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ყვე­ლა­ზე დიდი კა­ტას­ტრო­ფაა. ეს მი­უ­თი­თებს, რომ არას­დროს ოლი­გარ­ქე­ბი არ უნდა იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კას­თან ახ­ლოს. თვი­თონ თქვა ფაქ­ტობ­რი­ვად, რომ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­და­ეკ­ვე­თა ერ­თმა­ნეთს, პერ­სო­ნა­ლუ­რად ამ­ბობს ამას მა­ტყუ­ა­რა ოც­ნე­ბე­ბის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ამით აღი­ა­რებს, რომ კერ­ძო პი­რის ფი­ნან­სურ­მა ინ­ტე­რეს­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს შე­უქ­მნას საფრ­თხე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი ერთი მხრივ, უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ომში ჩარ­თვა, ეს აბ­სურ­დუ­ლი რი­ტო­რი­კა, რაც აქვთ და მე­ო­რე მხრივ და­ა­კავ­ში­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა. ეს ჩემი აზ­რით არის ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, მას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ რა­ღა­ცის ეში­ნია, „ეტყო­ბა რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი“.

"გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, მე უფრო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­ღაც­ნა­ი­რად თავს იზღვევს. ეტყო­ბა რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი. გა­მო­ვიდ­ნენ და თვი­თონ თქვეს, რომ კერ­ძო პი­რის კერ­ძო ფი­ნან­სე­ბი კავ­შირ­შია სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან. ამა­ზე მეტი რა უნდა თქვას? მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ თქვა მე ხომ არ მით­ქვამს?

მოკ­ლედ, რა­ღაც ცუ­და­დაა საქ­მე რა, მა­ტყუ­ა­რა ოც­ნე­ბე­ბის პარ­ტი­ის­თვის. მათ რა­ღა­ცის ეში­ნი­ათ. ამას ჩვენ გა­ვი­გებთ, და­მა­ლუ­ლი არ დარ­ჩე­ბა. მე ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ვა­შინგტონ­ში მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის სე­რი­ო­ზუ­ლი უნ­დობ­ლო­ბა, სა­ხე­ლი აქვთ გა­ტე­ხი­ლი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საქ­მე რო­გო­რაა იცით? „სა­ხე­ლის გა­ტე­ხას თა­ვის გა­ტე­ხა ჯო­ბი­აო“ ზუს­ტად ასეა, სა­ხელ გა­ტე­ხი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა. იმის ნაც­ვლად რომ ვა­შინგტონ­ში და ბრი­უ­სელ­ში ის­ხდნენ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, რათა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვან უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ხარ, აგერ, არ­გენ­ტი­ნა­ში და­დის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია სტე­ი­კე­ბის საჭ­მე­ლად და ფეხ­ბურ­თის სა­ყუ­რებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­და­ცე­მა­ში აშშ-ში მისი ვი­ზი­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­სავ­ლუ­რი მხა­რე 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის იძუ­ლე­ბას და­ი­წყებს.

"მე სირ­ცხვი­ლით ვიწ­ვო­დი შეხ­ვედ­რებ­ზე, პირ­და­პირ გე­ტყვით, როცა ჩემი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პირ კი­თხვას მის­ვა­მენ, „რა ხდე­ბა, რა­ტომ არის ეს პო­ზი­ცია?“ სე­რი­ო­ზუ­ლად სვა­მენ კი­თხვას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რა­ტომ არ არის გულ­წრფე­ლი, გულ­მხურ­ვა­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

მე რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ჩემი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, უახ­ლო­ეს 2-3 თვე­ში თქვენ ნა­ხავთ, რომ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­შიც კი გაჩ­ნდე­ბა სრუ­ლი­ად სხვა ში­ნა­არ­სე­ბი. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის იძუ­ლე­ბას და­ი­წყებს და­სავ­ლუ­რი მხა­რე.

რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი იყო 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა, რა­ზე­დაც ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი გა­რან­ტი­ის ქვეშ. ჩვენ ახლა ვი­თხოვთ პარტნი­ო­რე­ბის­გან იძუ­ლე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩარ­თვას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ას­რუ­ლოს „ოც­ნე­ბამ“. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი, სა­მი­ვე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­შია, არ­სად არ წა­სუ­ლა და არა­ვინ არ აპი­რებს, რომ უბ­რა­ლოდ გა­დაგ­დე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს. ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ შეს­რულ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Patriot
0

ესეც და დანარჩენი, ხელისუფლების რიგში მყოფი ოპოზიციონერები, არიან პოლიტიკური ბაღლინჯოები! P.S. ოცდამეერთე საუკუნის, ევროპისკენ ორიენტირებულ ქვეყანაში, ე.წ. თავისუფალ მედიაში, ამ შემთხვევაში კომენტარების სახით, თავისუფალ სიტყვას რომ ბლოკავენ, რა ქვია ამას, რა? რა ჰქვია და არაობიექტურობა, არაპროფესიონალიზმი და მიკერძოებულობა! რამდენჯერ უნდა მოგიწოდოთ ამბებიჯი, ნუ ბლოკავთ კომენტარებს მეთქი. მაგრამ დაბლოკვას ვინ ჩივის, ამ ერთი თვის წინ კომენტარი წამიშალეთ, ანუ ჯერ გამოაქვეყნეთ, მერე წაშალეთ ))))))))))) სამარცხვინო ხალხი ხართ, ვიცი არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ ვიღაც ხომ წაიკითხავთ, ხოდა გადაეცით დანარჩენებსაც ვისაც ეს ეხება. ჩვენი კომენტარები ახლოსაც ვერ მივა იმ საძაგლობებთან, რასაც ყოველდღიურად ქართული მედია გადმოსცემს.

ბენდუქა
0

აბა ბიჭო ოცნება ყოფილა მატყუარა და ეს ვაშაკა და სხვები კიდევ ამ ეგრეთწოდებული ოპოზიციიდან ანგელოზები ფრთიანი )))))))

ამდენ გამ....... რა ეშველება )))) ძალიან მომრავდით საქართველოში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რაღაც ცუდადაა საქმე მატყუარა ოცნებების პარტიისთვის, ვაშინგტონში მათთან მიმართებაში სერიოზული უნდობლობაა, სახელი აქვთ გატეხილი" - ვაშაძე

"რაღაც ცუდადაა საქმე მატყუარა ოცნებების პარტიისთვის, ვაშინგტონში მათთან მიმართებაში სერიოზული უნდობლობაა, სახელი აქვთ გატეხილი" - ვაშაძე

ივანიშვილს თავისი დავა აქვს და მიხედოს იმ დავას, როგორ შეიძლება ეს დაუკავშირდეს სახელმწიფო ინტერესებს?, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებაზე, რომ „თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კერძო პირის ფინანსური დავის დაკავშირება სახელმწიფოსთან „ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა“.

"კობახიძის მხრიდან იყო ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადება. ვიღაც თითქოს მათ იძულებას აპირებს რაღაცაში. საერთოდ, კერძო პირის ფინანსური დავის დაკავშირება სახელმწიფოსთან, ყველაზე დიდი კატასტროფაა. ეს მიუთითებს, რომ არასდროს ოლიგარქები არ უნდა იყვნენ პოლიტიკასთან ახლოს. თვითონ თქვა ფაქტობრივად, რომ ქვეყნის ინტერესები და ივანიშვილის ინტერესები გადაეკვეთა ერთმანეთს, პერსონალურად ამბობს ამას მატყუარა ოცნებების პარტიის თავმჯდომარე. ამით აღიარებს, რომ კერძო პირის ფინანსურმა ინტერესმა შეიძლება სახელმწიფოს შეუქმნას საფრთხე. საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ერთი მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში ომში ჩართვა, ეს აბსურდული რიტორიკა, რაც აქვთ და მეორე მხრივ დააკავშირა ბიძინა ივანიშვილის ქონება. ეს ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაცის ეშინია, „ეტყობა რაღაც დანაშაული აქვთ ჩადენილი“.

"გულწრფელად რომ გითხრათ, მე უფრო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცნაირად თავს იზღვევს. ეტყობა რაღაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. გამოვიდნენ და თვითონ თქვეს, რომ კერძო პირის კერძო ფინანსები კავშირშია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკასთან. ამაზე მეტი რა უნდა თქვას? მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა მე ხომ არ მითქვამს?

მოკლედ, რაღაც ცუდადაა საქმე რა, მატყუარა ოცნებების პარტიისთვის. მათ რაღაცის ეშინიათ. ამას ჩვენ გავიგებთ, დამალული არ დარჩება. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონში მათთან მიმართებაში არის სერიოზული უნდობლობა, სახელი აქვთ გატეხილი. „ქართული ოცნების“ საქმე როგორაა იცით? „სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო“ ზუსტად ასეა, სახელ გატეხილი პოლიტიკური ძალაა. იმის ნაცვლად რომ ვაშინგტონში და ბრიუსელში ისხდნენ უმაღლეს დონეზე დელეგაციები, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაიცვან უკრაინის მხარდამხარ, აგერ, არგენტინაში დადის საპარლამენტო დელეგაცია სტეიკების საჭმელად და ფეხბურთის საყურებლად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ გადაცემაში აშშ-ში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლური მხარე 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების იძულებას დაიწყებს.

"მე სირცხვილით ვიწვოდი შეხვედრებზე, პირდაპირ გეტყვით, როცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირებით პირდაპირ კითხვას მისვამენ, „რა ხდება, რატომ არის ეს პოზიცია?“ სერიოზულად სვამენ კითხვას ამასთან დაკავშირებით, რომ რატომ არ არის გულწრფელი, გულმხურვალე დამოკიდებულება.

მე რაც შემიძლია გითხრათ, ჩემი ვიზიტის შემდეგ, უახლოეს 2-3 თვეში თქვენ ნახავთ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი გაჩნდება სრულიად სხვა შინაარსები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რომ ვალდებულებების შესრულების იძულებას დაიწყებს დასავლური მხარე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო 19 აპრილის შეთანხმება, რაზედაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ. ჩვენ ახლა ვითხოვთ პარტნიორებისგან იძულებითი მექანიზმების ჩართვას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს „ოცნებამ“. მართლმსაჯულების რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალაუფლების განაწილების საკითხი, სამივე საკითხი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია, არსად არ წასულა და არავინ არ აპირებს, რომ უბრალოდ გადაგდებულ მდგომარეობაში იყოს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ, რომ შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.