საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები.
"საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.
პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეიწყალე შე ჩემისა პოლიციელების მკვლელი შეიწყალე დ ამან ქვეყანა მაინც დაამსგავსა ქვეყანას და მსოფლიოს გააცნო.
რატომ მიესალმება? მაშინ მოდით რა და გადავიყვანოთ ყველა პატიმარი ვისაც სურს რომ გადაყვანა. თუმცა ამ სამარცხვინოსგან განსხვავებით იმათ საკუთარი თავის პატივისცემა გააჩნიათ და ამ დონეზე არ დაიმცირებენ თავს. ნებისმიერი პატიმარი ამაზე ბევრად ღირსეულია.