სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ვაჟი 14 წლის არის... მის აღზრდაში კესოც მონაწილეობდა - სანამ პატარები იყვნენ, ზედმეტი ყურადღების გამო იძაბებოდნენ" - როგორი მამაა ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა?
"ჩემი ვაჟი 14 წლის არის... მის აღზრდაში კესოც მონაწილეობდა - სანამ პატარები იყვნენ, ზედმეტი ყურადღების გამო იძაბებოდნენ" - როგორი მამაა ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა?

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის გმი­რი ერთ-ერ­თია იმ პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩცდ-ს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან დღემ­დე სე­რი­ალ­შია. მამა, რო­მე­ლიც 5 შვი­ლი­ან ოჯახს არ­ჩენს, მუდ­მი­ვად გა­დარ­ბე­ნა­ზეა, უყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გან­ტვირ­თვა და ხში­რად უწევს ცო­ლის და­ქა­ლე­ბის წუ­წუ­ნის მოს­მე­ნა - ასე­თია დათო გო­ცი­რი­ძის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

რო­გო­რია ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა და ვინ არი­ან მისი შვი­ლე­ბი, ამის შე­სა­ხებ ის ჟურ­ნალს "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კის - 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი - კესო გაჩ­ნდა. სა­ერ­თოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად, ძნე­ლია, როცა თა­ვა­დაც თით­ქმის ბავ­შვს ბავ­შვი გიჩ­ნდე­ბა. მშობ­ლე­ბიც გეხ­მა­რე­ბი­ან... დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ძლი­ერ­დე­ბა... მა­მო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი.

- ერ­თგვა­რი სტრე­სიც იყო შვი­ლის შე­ძე­ნა, არა?

- მგო­ნი, ყვე­ლას­თვის ასეა, როცა პა­ტა­რა ასაკ­ში შვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბა. ბავ­შვს ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა. თან, მა­შინ ცო­ტა­თი სხვა­ნა­ი­რი დრო იყო. რა­ღა­ცე­ბი ჭირ­და, არ იშო­ვე­ბო­და...

- უფ­როს შვილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ გარ­და­ტე­ხის ასა­კამ­დე?

- სა­ერ­თოდ, სულ ვცდი­ლობ, შვი­ლებს ისე მო­ვექ­ცე, რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბი მექ­ცე­ოდ­ნენ - მათი აღ­ზრდის მე­თო­დის "ასლს ვა­კე­თებ­დი": დედ-მა­მას­თან ვმე­გობ­რობ­დი. ახ­ლაც ასეა. შვი­ლე­ბის აღ­ზრდი­სას იმის "კო­დი­რე­ბა" მო­ვახ­დი­ნე, რაც მშობ­ლე­ბის­გან სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოც­დი­ლი მქონ­და.

- გა­ა­მარ­თლა?

- კი, გა­ა­მარ­თლა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­დის.

- კე­სოს გარ­და­ტე­ხის ასაკს რო­გორ გა­უმკლავ­დით?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ ყო­ფი­ლა. მო­ზარ­დო­ბი­სას ადა­მი­ანს რა­ღა­ცე­ბი ემარ­თე­ბა, ჯი­უტ­დე­ბა, მაგ­რამ კე­სოს შემ­თხვე­ვა­ში, ამ პე­რი­ოდ­მა ძა­ლი­ან უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­რა.

- თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს მშობ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ და თა­ვად რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ, როცა თქვე­ნი შვი­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი შე­ი­ტყვეთ?

- ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მშობ­ლე­ბი გა­გე­ბით შეხ­ვდნენ, მხარ­ში ამო­მიდ­გნენ... მათ­გან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შემ­ხვედ­რია, პი­რი­ქით - ხელი შე­მი­წყვეს. ხომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ანს და­უ­ჯე­რონ, ენ­დონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობ­ლებს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ და თა­ვა­დაც ასე ვარ გან­წყო­ბი­ლი: თუ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მონ­დო­მე­ბუ­ლია, სულ ამა­ზე ოც­ნე­ბობს, ფიქ­რობს, ცხა­დია, მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რო, მხარ­ში ამო­უდ­გე...

ჩემ­მა შვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, წელს სა­ჯა­რო მარ­თვის ფა­კულ­ტეტს (მა­გის­ტრა­ტუ­რას) ამ­თავ­რებს. მა­გის­ტრა­ტუ­რის 1 სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლო­ნეთ­ში სწავ­ლობ­და. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა - მერ­ვე კლა­სი­დან იცო­და, რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა, რო­მელ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა სურ­და. იცო­და, რის­კენ მი­დი­ო­და და მი­დის. რო­გორც შე­მიძ­ლია, მხარ­ში ვუდ­გა­ვარ.

- მე­ო­რე შვი­ლის შე­ძე­ნი­სას მა­მო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ალ­ბათ უფრო მე­ტად გქონ­დათ შეგ­ნე­ბუ­ლი, არა?

- კი, რა თქმა უნდა. ვა­სი­ლი კე­სოს გა­ჩე­ნი­დან 9 წლის შემ­დეგ და­ი­ბა­და. მის გა­ჩე­ნას უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდი. უკვე დიდი ასა­კი­საც ვი­ყა­ვი, შე­მო­სა­ვა­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი ად­გი­ლი და შვი­ლის ყო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და.

- თქვენს ვაჟს რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს?

- 14 წლის არის. ჯერ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩევ­ნის შე­სა­ხებ არა­ფერს ამ­ბობს. კარ­გი შვი­ლია. წყალ­ბურ­თი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ბი­ჭე­ბი ცო­ტა­თი ყალ­თა­ბან­დე­ბი არი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­სილს თა­ვის­მა დამ, რო­მე­ლიც სკო­ლა­შიც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც წარ­ჩი­ნე­ბით სწავ­ლობ­და, კარ­გი მა­გა­ლი­თი მის­ცა. ვა­სი­ლიც ძა­ლი­ან ცდი­ლობს... პან­დე­მი­ის დროს, უს­კო­ლო­ბით ბავ­შვე­ბი ცო­ტა­თი მო­დუნ­დნენ, მაგ­რამ ონ­ლა­ინ სწავ­ლობ­და. სა­მარ­თლი­ა­ნი ბავ­შვია - მომ­წონს....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი ვაჟი 14 წლის არის... მის აღზრდაში კესოც მონაწილეობდა - სანამ პატარები იყვნენ, ზედმეტი ყურადღების გამო იძაბებოდნენ" - როგორი მამაა ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა?

"ჩემი ვაჟი 14 წლის არის... მის აღზრდაში კესოც მონაწილეობდა - სანამ პატარები იყვნენ, ზედმეტი ყურადღების გამო იძაბებოდნენ" - როგორი მამაა ლევან ყოჩიაშვილი ეკრანს მიღმა?

ლევან ყოჩიაშვილის გმირი ერთ-ერთია იმ პერსონაჟებიდან, რომელიც ჩცდ-ს პირველი სეზონიდან დღემდე სერიალშია. მამა, რომელიც 5 შვილიან ოჯახს არჩენს, მუდმივად გადარბენაზეა, უყვარს მეგობრებთან ერთად განტვირთვა და ხშირად უწევს ცოლის დაქალების წუწუნის მოსმენა - ასეთია დათო გოცირიძის ყოველდღიურობა.

როგორია ლევან ყოჩიაშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა და ვინ არიან მისი შვილები, ამის შესახებ ის ჟურნალს "გზასთან" საუბრობს:

- ძალიან პატარა ასაკის - 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი შვილი - კესო გაჩნდა. საერთოდ, თავდაპირველად, ძნელია, როცა თავადაც თითქმის ბავშვს ბავშვი გიჩნდება. მშობლებიც გეხმარებიან... დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა ძლიერდება... მამობის პასუხისმგებლობა ბავშვის გაჩენისთანავე ვიგრძენი.

- ერთგვარი სტრესიც იყო შვილის შეძენა, არა?

- მგონი, ყველასთვის ასეა, როცა პატარა ასაკში შვილი შეეძინება. ბავშვს ზრუნვა სჭირდება. თან, მაშინ ცოტათი სხვანაირი დრო იყო. რაღაცები ჭირდა, არ იშოვებოდა...

- უფროს შვილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ გარდატეხის ასაკამდე?

- საერთოდ, სულ ვცდილობ, შვილებს ისე მოვექცე, როგორც ჩემი მშობლები მექცეოდნენ - მათი აღზრდის მეთოდის "ასლს ვაკეთებდი": დედ-მამასთან ვმეგობრობდი. ახლაც ასეა. შვილების აღზრდისას იმის "კოდირება" მოვახდინე, რაც მშობლებისგან საკუთარ თავზე გამოცდილი მქონდა.

- გაამართლა?

- კი, გაამართლა. ყველაფერი კარგად გამოდის.

- კესოს გარდატეხის ასაკს როგორ გაუმკლავდით?

- განსაკუთრებული სირთულეები არ ყოფილა. მოზარდობისას ადამიანს რაღაცები ემართება, ჯიუტდება, მაგრამ კესოს შემთხვევაში, ამ პერიოდმა ძალიან უმტკივნეულოდ ჩაიარა.

- თქვენს პროფესიულ არჩევანს მშობლები როგორ შეხვდნენ და თავად როგორი რეაქცია გქონდათ, როცა თქვენი შვილის პროფესიული არჩევანი შეიტყვეთ?

- ჩემს გადაწყვეტილებას მშობლები გაგებით შეხვდნენ, მხარში ამომიდგნენ... მათგან არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, პირიქით - ხელი შემიწყვეს. ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს დაუჯერონ, ენდონ, არა? ჰოდა, ჩემს მშობლებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ და თავადაც ასე ვარ განწყობილი: თუ ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია, მონდომებულია, სულ ამაზე ოცნებობს, ფიქრობს, ცხადია, მხარი უნდა დაუჭირო, მხარში ამოუდგე...

ჩემმა შვილმა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, წელს საჯარო მართვის ფაკულტეტს (მაგისტრატურას) ამთავრებს. მაგისტრატურის 1 სემესტრის განმავლობაში პოლონეთში სწავლობდა. მისი პროფესიული არჩევანი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - მერვე კლასიდან იცოდა, რომელი პროფესიის დაუფლება, რომელ სასწავლებელში სწავლა სურდა. იცოდა, რისკენ მიდიოდა და მიდის. როგორც შემიძლია, მხარში ვუდგავარ.

- მეორე შვილის შეძენისას მამობის პასუხისმგებლობა ალბათ უფრო მეტად გქონდათ შეგნებული, არა?

- კი, რა თქმა უნდა. ვასილი კესოს გაჩენიდან 9 წლის შემდეგ დაიბადა. მის გაჩენას უფრო მომზადებული შევხვდი. უკვე დიდი ასაკისაც ვიყავი, შემოსავალი, ცხოვრებაში ჩემი ადგილი და შვილის ყოლის გამოცდილება მქონდა.

- თქვენს ვაჟს რა ინტერესები აქვს?

- 14 წლის არის. ჯერ პროფესიული არჩევნის შესახებ არაფერს ამბობს. კარგი შვილია. წყალბურთითაა დაკავებული. ბიჭები ცოტათი ყალთაბანდები არიან ხოლმე, მაგრამ სწავლასთან დაკავშირებით ვასილს თავისმა დამ, რომელიც სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც წარჩინებით სწავლობდა, კარგი მაგალითი მისცა. ვასილიც ძალიან ცდილობს... პანდემიის დროს, უსკოლობით ბავშვები ცოტათი მოდუნდნენ, მაგრამ ონლაინ სწავლობდა. სამართლიანი ბავშვია - მომწონს....წაიკითხეთ სრულად