კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭკუა გამოაცალეს იქაურებს" - ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას
"ჭკუა გამოაცალეს იქაურებს" - ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას

ორ თვე­ზე მე­ტია, რაც უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ებ­რძვის. ომში ჩარ­თუ­ლია არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ბევ­რი მათ­გა­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე, ია­რა­ღით ხელ­ში იბ­რძვის. ნა­წი­ლი მო­ხა­ლი­სედ, მუ­შა­ობს ან სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში თან­ხას აგ­რო­ვებს ომით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად.

ამ დროს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილ­მა პუ­ტი­ნის მხა­რე და­ი­ჭი­რა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. მათ შო­რის იყ­ვნენ ნა­ტა­შა კა­რა­ლი­ო­ვა, სტას ბონ­და­რენ­კო, ლო­ლი­ტა და სხვე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არი­ან რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ღიად გა­მო­უ­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რა და ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას, რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი - სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი უწო­დეს.

ვნა­ხოთ, ვინ არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის დამ­პყრობ­ლურ პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან:

ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი

რუსი მუ­სი­კო­სი ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი 2014 წლი­დან გმობს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს და ომს უკ­რა­ი­ნა­ში. მას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ "უკ­რა­ი­ნის გამო სული სტკი­ვა", რად­გან მას მშობ­ლი­უ­რად თვლის.

ლია ახე­ჯა­კო­ვა

მსა­ხი­ობ­მა ლია ახე­ჯა­კო­ვამ არა­ერ­თხელ და­უ­ჭი­რა მხა­რი უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­ჩა­ღე­ბულ ომში. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ უნდა იღუ­პე­ბოდ­ნენ დამ­პყრობ­ლე­ბის ტყვი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც პუ­ტინ­მა მათ და­უ­მიზ­ნა. იგი ასე­ვე მხარს უჭერს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და ამ­ბობს, რომ მისი წყა­ლო­ბით უკ­რა­ი­ნა გა­დარ­ჩე­ბა.

მაქ­სიმ გალ­კი­ნი

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, მაქ­სიმ გალ­კინ­მა ომი დაგ­მო. ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში მო­უ­წია გა­დას­ვლა, რათა რო­გორ­მე თავი და­ეც­ვა. გალ­კი­ნი თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის გამო სამ­შობ­ლო­ში "აკ­რძა­ლეს“, მაგ­რამ არ ნა­ნობს. შო­უ­მენ­მა ის­რა­ელ­ში კონ­ცერ­ტე­ბი უკვე და­ა­ა­ნონ­სა და თან­ხის ნა­წილს უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს გა­დას­ცემს.

ალექ­სეი პა­ნი­ნი

მსა­ხი­ო­ბი ალექ­სეი პა­ნი­ნი მტკი­ცედ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას სის­ხლი­ან ომში. მას არ ეში­ნია და­პა­ტიმ­რე­ბის და მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტავს ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ას და გმობს კრემ­ლის რე­ჟიმს.

ეკა­ტე­რი­ნე ვარ­ნა­ვა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა­ტე­რი­ნა ვარ­ნა­ვა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და უკ­რა­ი­ნა­ში, მან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა დაგ­მო და პუ­ტი­ნი გა­აკ­რი­ტი­კა.

ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი და ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი

ვარ­სკვლა­ვურ­მა წყვილ­მა დუ­მი­ლი ომი­დან მე­ექ­ვსე დღეს და­არ­ღვია. ლე­ო­ნიდ­მა მო­უ­წო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის­კენ და თქვა, რომ მშვი­დო­ბის­თვის ლო­ცუ­ლობს. ან­ჟე­ლი­კა ვა­რუმ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ლვო­ვი­დან არის, მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა ორი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, სა­დაც მო­უ­წო­დათ შე­თან­ხმე­ბის­კენ, რათა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ. ისი­ნი ასე­ვე გა­მო­ვიდ­ნენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ონ­ლა­ინ კონ­ცერ­ტზე უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

Face

რე­პე­რი Face უკ­რა­ი­ნის ომს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გმობს. ის გარ­კვე­ვით ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას შე­უ­ტია. უფრო მე­ტიც, ერთ-ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე მან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე და­ი­ჩო­ქა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და იმის გამო, რა­საც რუ­სე­ბი აკე­თე­ბენ მათ ქვე­ყა­ნა­ში.

ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე

"არა ომს! არა სიკ­ვდილს! გა­ჩერ­დი, გე­ვედ­რე­ბი", - თქვა ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში წარ­მო­მავ­ლო­ბით ლატ­ვი­ელ­მა, თუმ­ცა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რალ­მა ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლემ. და დღემ­დე ის აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კას.

მა­რია მაშ­კო­ვა

უკ­რა­ი­ნა­ში სის­ხლისღვრას გმობს სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი, მსა­ხი­ო­ბი მა­რია მაშ­კო­ვა. უფრო მე­ტიც, მან დაგ­მო პუ­ტი­ნის მომ­ხრე სა­კუ­თა­რი მამა და უარი თქვა რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე. მისი თქმით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პრო­პა­გან­დაა, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, "ჭკუა გა­მო­ა­ცა­ლა იქა­ურ მა­ცხოვ­რებ­ლებს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
19

აქ ჩამოთვლილი, საკუთარი ქვეყნის (რომელმაც მათხოვრები მილიონერებად აქცია) მოღალატეებიდან რომელია ეთნიკური რუსი???????????????

maradi
4

პუგაჩოვა, მელაძეები, ბრეჟნევა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ჭკუა გამოაცალეს იქაურებს" - ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას

"ჭკუა გამოაცალეს იქაურებს" - ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ: ვინ როგორ აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას

ორ თვეზე მეტია, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. ომში ჩართულია არაერთი ცნობილი უკრაინელი ვარსკვლავი, ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე, იარაღით ხელში იბრძვის. ნაწილი მოხალისედ, მუშაობს ან საკონცერტო ტურნეს ფარგლებში თანხას აგროვებს ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.

ამ დროს რუსეთში მოღვაწე უკრაინელი მომღერლების ნაწილმა პუტინის მხარე დაიჭირა, რის შემდეგაც ისინი სამშობლოში მოღალატეებად გამოაცხადეს. მათ შორის იყვნენ ნატაშა კარალიოვა, სტას ბონდარენკო, ლოლიტა და სხვები.

აღსანიშნავია, რომ არიან რუსი ვარსკვლავები, რომლებმაც ღიად გამოუცხადეს უკრაინას მხარდაჭერა და ე.წ. სპეციალურ სამაშველო ოპერაციას, რეალური სახელი - სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინელი ხალხის გენოციდი უწოდეს.

ვნახოთ, ვინ არიან პოპულარული რუსები, რომლებიც პუტინის დამპყრობლურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან:

ანდრეი მაკარევიჩი

რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი 2014 წლიდან გმობს პუტინის რეჟიმს და ომს უკრაინაში. მას არაერთხელ უთქვამს, რომ "უკრაინის გამო სული სტკივა", რადგან მას მშობლიურად თვლის.

ლია ახეჯაკოვა

მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში. მისი თქმით, უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ დამპყრობლების ტყვიებისგან, რომლებიც პუტინმა მათ დაუმიზნა. იგი ასევე მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის და ამბობს, რომ მისი წყალობით უკრაინა გადარჩება.

მაქსიმ გალკინი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს, მაქსიმ გალკინმა ომი დაგმო. ვინაიდან რუსეთში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში მოუწია გადასვლა, რათა როგორმე თავი დაეცვა. გალკინი თავისი პოზიციის გამო სამშობლოში "აკრძალეს“, მაგრამ არ ნანობს. შოუმენმა ისრაელში კონცერტები უკვე დააანონსა და თანხის ნაწილს უკრაინელ ლტოლვილებს გადასცემს.

ალექსეი პანინი

მსახიობი ალექსეი პანინი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას სისხლიან ომში. მას არ ეშინია დაპატიმრების და მკაფიოდ გამოხატავს ომის საწინააღმდეგო პოზიციას და გმობს კრემლის რეჟიმს.

ეკატერინე ვარნავა

ტელეწამყვანი ეკატერინა ვარნავა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, მან რუსული სამხედრო ძალის უკრაინაში შეჭრა დაგმო და პუტინი გააკრიტიკა.

ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი

ვარსკვლავურმა წყვილმა დუმილი ომიდან მეექვსე დღეს დაარღვია. ლეონიდმა მოუწოდა ხელისუფლებას უკრაინაში ომის დასრულებისკენ და თქვა, რომ მშვიდობისთვის ლოცულობს. ანჟელიკა ვარუმმა, რომელიც წარმოშობით ლვოვიდან არის, მიმართვა გაავრცელა ორი ქვეყნის ხელისუფლებისადმი, სადაც მოუწოდათ შეთანხმებისკენ, რათა უდანაშაულო ადამიანები არ დაღუპულიყვნენ. ისინი ასევე გამოვიდნენ საქველმოქმედო ონლაინ კონცერტზე უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

Face

რეპერი Face უკრაინის ომს პირველივე დღიდან გმობს. ის გარკვევით ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინას შეუტია. უფრო მეტიც, ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე მან უკრაინელების წინაშე დაიჩოქა და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რასაც რუსები აკეთებენ მათ ქვეყანაში.

ლაიმა ვაიკულე

"არა ომს! არა სიკვდილს! გაჩერდი, გევედრები", - თქვა ომის დაწყების პირველ დღეებში წარმომავლობით ლატვიელმა, თუმცა რუსეთში მოღვაწე მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ. და დღემდე ის აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ვლადიმერ პუტინის კრიტიკას.

მარია მაშკოვა

უკრაინაში სისხლისღვრას გმობს სერიალების ვარსკვლავი, მსახიობი მარია მაშკოვა. უფრო მეტიც, მან დაგმო პუტინის მომხრე საკუთარი მამა და უარი თქვა რუსეთში მუშაობაზე. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ძალიან ძლიერი პროპაგანდაა, რომელმაც ფაქტობრივად, "ჭკუა გამოაცალა იქაურ მაცხოვრებლებს".