საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ გიპასუხებთ - არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია" - რას აცხადებს ბრიტანეთის ელჩი ბრალდებაზე, რომ საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება
"პირდაპირ გიპასუხებთ - არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია" - რას აცხადებს ბრიტანეთის ელჩი ბრალდებაზე, რომ საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება

პირ­და­პირ გი­პა­სუ­ხებთ - არა, არ გვაქს, - ასე პა­სუ­ხობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარკ კლე­ი­ტო­ნი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­თხვას, აქვს თუ არა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვას უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ელ­ჩის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის როლს ას­რუ­ლებს სან­ქცი­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო პა­კე­ტის დაც­ვა­ში, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ აა­მოქ­მე­და.

"პირ­და­პირ პა­სუხს გაგ­ცემთ - არა, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რის გა­კე­თე­ბა­საც დიდი ბრი­ტა­ნე­თი, "დიდი შვი­დე­უ­ლის“, ევ­რო­კავ­ში­რის, ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და სხვა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ცდი­ლობს, არის რუ­სე­თის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­ფა­სუ­რის და­წე­სე­ბა და პუ­ტი­ნის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის მათ­თვის სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ამ უკა­ნო­ნო ომის სა­წარ­მო­ებ­ლად. კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის შემ­დეგ, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა რუ­სუ­ლი ბან­კე­ბი­დან 900 მი­ლი­არდ ფუნტზე მეტი აქ­ტი­ვე­ბი გა­ა­ყი­ნა. ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ სხვებ­თან ერ­თად, რათა ისი­ნი SWIFT-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო სის­ტე­მი­დან გა­მოგ­ვე­რი­ცხა. ჩვენ გავ­ყი­ნეთ 260 000 000 ფუნტ სტერ­ლინგზე მეტი უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის რე­ზერ­ვი. გარ­და ამი­სა, ჩვენ და­ვა­წე­სეთ სან­ქცი­ე­ბი 1600-ზე მეტ პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ და შევ­ზღუ­დეთ რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბა კონ­კრე­ტულ სექ­ტო­რებ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მიზ­ნუ­ლია ამ არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი შეჭ­რის სა­ფა­სუ­რის და­წე­სე­ბი­სა და პუ­ტი­ნის ომის მან­ქა­ნის­თვის სახ­სრე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის როლს ას­რუ­ლებს ამ პა­კეტ­ში. მე გა­ვე­ცა­ნი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სპე­კუ­ლა­ცი­ებს ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ზე. რაც ვნა­ხე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ად­გი­ლად. ჩვენ ვნა­ხეთ მარ­თლაც სწრა­ფი ქმე­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ვი­თი­ბი ბან­კი, სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ხუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი და თი­ბი­სი ბან­კი ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი და ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყონ. და ბო­ლოს, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ვაჭ­რო­ბა­სა და სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის შე­ზღუდ­ვებს, ვიცი, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან და თქვენს სა­ბა­ჟო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ არ იყოს გა­ჟონ­ვა და ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმაც გა­ნა­ცხა­და. ასე რომ, ვფიქ­რობ, ჩემი პა­სუ­ხი არის ის, რომ არ­სე­ბობს სან­ქცი­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო პა­კე­ტი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო გა­აგ­რძე­ლებს ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ამ ომის­თვის პუ­ტი­ნის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო ხარ­ჯე­ბის და­კის­რე­ბას. რო­გორც ვხე­დავ, სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის როლს ას­რუ­ლებს ამის დაც­ვა­ში და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს ყვე­ლა­ფერს, რაც შე­უძ­ლია, რათა სა­ქარ­თვე­ლო არ გახ­დეს სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის ად­გი­ლი“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი მარკ კლე­ი­ტო­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ელ­ჩის ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ზოგადად ბრიტანეთი რაც ზემოთაა , ათი იმდენი წყლის ქვემოთაა !

აპა არა
0

ბრიტანეთის დაზვერვას არც კომპეტენცია და არც გამოცდილება აქვს იმდენი რამდენიც ზელენსკის დაზვერვას აქვს))) მავანმა ისიც კი გვამცნო რომ უკრაინის დაზვერვა დღესდღეობით ყველაზე მაგარია მსოფლიოში, ეს რა თქმა უნდა იმის მერე რაც მას ლორთქიფანიძე შეუერთდა)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირდაპირ გიპასუხებთ - არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია" - რას აცხადებს ბრიტანეთის ელჩი ბრალდებაზე, რომ საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება

"პირდაპირ გიპასუხებთ - არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია" - რას აცხადებს ბრიტანეთის ელჩი ბრალდებაზე, რომ საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება

პირდაპირ გიპასუხებთ - არა, არ გვაქს, - ასე პასუხობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი "ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, აქვს თუ არა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მსგავსი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ელჩის შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.

"პირდაპირ პასუხს გაგცემთ - არა, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რის გაკეთებასაც დიდი ბრიტანეთი, "დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის, ნატო-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობს, არის რუსეთისთვის მაქსიმალური საფასურის დაწესება და პუტინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის მათთვის საჭირო დაფინანსების წყაროების ჩამორთმევა ამ უკანონო ომის საწარმოებლად. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ბანკებიდან 900 მილიარდ ფუნტზე მეტი აქტივები გააყინა. ჩვენ ვიმუშავეთ სხვებთან ერთად, რათა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგვერიცხა. ჩვენ გავყინეთ 260 000 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი. გარდა ამისა, ჩვენ დავაწესეთ სანქციები 1600-ზე მეტ პირის წინააღმდეგ და შევზღუდეთ რუსეთთან ვაჭრობა კონკრეტულ სექტორებში. ეს ყველაფერი გამიზნულია ამ არაპროვოცირებული შეჭრის საფასურის დაწესებისა და პუტინის ომის მანქანისთვის სახსრების ჩამორთმევის მიზნით.

საქართველო თავის როლს ასრულებს ამ პაკეტში. მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად. ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება.

მაგალითად, ვითიბი ბანკი, სანქციების შესაბამისად, რამდენიმე დღეში დაიხურა. საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფინანსური სანქციები უზრუნველყონ. და ბოლოს, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობასა და სანქცირებული საქონლის შეზღუდვებს, ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან და თქვენს საბაჟო სამსახურთან ერთად, მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს გაჟონვა და ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმაც განაცხადა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი პასუხი არის ის, რომ არსებობს სანქციების უპრეცედენტო პაკეტი და გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ ომისთვის პუტინისთვის უპრეცედენტო ხარჯების დაკისრებას. როგორც ვხედავ, საქართველო თავის როლს ასრულებს ამის დაცვაში და რა თქმა უნდა, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა საქართველო არ გახდეს სანქციებისგან თავის არიდების ადგილი“, - აცხადებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.

"ინტერპრესნიუსთან“ ელჩის ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.