სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით" - ალექსი არესტოვიჩი
"ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით" - ალექსი არესტოვიჩი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის უფ­რო­სის მრჩევ­ლის, ალექ­სი არეს­ტო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში "კი­დევ ოთხი ბუჩა“ მიმ­დი­ნა­რე­ობს: ორი - ზა­პო­რო­ჟი­ეს და ორი - ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, თემა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ზეა, რად­გან რუ­სუ­ლი არ­მია აქ გე­ნო­ციდს ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვენ გვაქვს ოთხი ახა­ლი ბუჩა: ორი - ზა­პო­რო­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ორი - ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­სობ­რი­ვი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ბი, ბავ­შვე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა და ა.შ. რა "ძმო­ბა­ზე" შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ?“- აღ­ნიშ­ნა არეს­ტო­ვიჩ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ქა­ლაქ ბუ­ჩას რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქ­ში ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რებს ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის კვა­ლი აჩ­ნდათ. გარ­და ამი­სა, ბუ­ჩას ქუ­ჩებ­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვა­მე­ბი ეს­ვე­ნა. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, და­ღუ­პულ­თა ნა­წი­ლის დაწ­ვას შე­ე­ცად­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
2

ვეღარ ვიტან ამ თავისთავზე შეყვარებულ, უპრინციპო და უტაქტო კაცს. რაღა ეგ და რაღა ჩვენი გუბაზი.

 

Natashka
15

ტრიბუნას ჩაეჭიდე კარგად არ წაიქცე არ დაღუპო უკრაინა, ენით მებრძოლები და მატყუარები,, გაწირეს სამშობლო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით" - ალექსი არესტოვიჩი

"ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით" - ალექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში "კიდევ ოთხი ბუჩა“ მიმდინარეობს: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით.

"ჯერჯერობით, თემა უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ გენოციდს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი - ხერსონის მიმართულებით. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა "ძმობაზე" შეიძლება ვისაუბროთ?“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ქალაქ ბუჩას რუსული ძალებისგან განთავისუფლების შემდეგ, ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა ცხედრებს ძალადობრივი სიკვდილის კვალი აჩნდათ. გარდა ამისა, ბუჩას ქუჩებში სიკვდილით დასჯილი მოქალაქეების გვამები ესვენა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები, კვალის დაფარვის მიზნით, დაღუპულთა ნაწილის დაწვას შეეცადნენ.