სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი
"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბის გზებ­ზე წერს.

"სამ­ყა­რო­ში, სა­დაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ქურ­თუ­კი 90 ათას ფუნ­ტად იყი­დე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბის ის დონე, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის, უაღ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამი­ტომ, უნდა გა­მო­ვი­დეთ ამ “ურა-პატ­რი­ო­ტუ­ლი” ტრან­სი­დან და გა­დავ­დგათ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი იმ აღ­ქმის გა­საქ­რო­ბად, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორ­მაგ თა­მა­შებს ეწე­ვა. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს ისე­თი წე­სით, რომ მა­ვანს ერ­თის მხრივ არ მი­ე­ცეს “ომი გინ­დათ?!” გზავ­ნი­ლით, ხოლო მე­ო­რეს მხრივ კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს?

  • და­წეს­დეს სარ­კი­სებ­რი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სეთ­თან, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სტან­დარ­ტია.
  • რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის ან­გა­რი­შე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­როს მკაცრ ფი­ნან­სურ კონ­ტროლს, შე­მო­სავ­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის და ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის ლე­გა­ლუ­რო­ბის კუ­თხით.
  • უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად ნამ­ყო­ფი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ექ­ცენ “ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვა­კე­თოთ, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის სა­ფუძ­ველ­ზე.
  • გა­მოქ­ვეყ­ნდეს ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ბა­ჟო, სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბი და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, და­სავ­ლე­თის მხრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის აღ­საკ­ვე­თად. თუ ამ ეტაპ­ზე თუნ­დაც ამ ოთხ ნა­ბიჯს გა­დად­გამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყებს დათ­ბო­ბას, ევ­რო­პაც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ არ ვცუღ­ლუ­ტობთ და არც ომი და­ი­წყე­ბა." - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
1

მალე მიშას მაიკას გაყიდიან სმეტანით მოთხუპნულს და მაწვნით ამოგანგლულს. ზაპასკის პრატექტორი რომ ეტყობა ზურგზე.. 

რა ფასად? მაგას უკვე პალაჯენია უკარნახებთ, მთავარია რამდენს მისცემენ..

თენგო
4

შენ მართლა ცუღლუტო. ამ პასკვილით მთავრობას ამუნათებ შენი აზრით. თუ ვერ ხვდები ინგლისის მიერ დადგმულ პოლიტიკურ შოუს უარესი შენთვის. ინგლისის და ამერიკის წაქეზებით და დახმარების იმედად იმ კლოუნმა ქვეყანა მიწასთან გაასწორებინა რუსებს. იაფფასიანი შოუ დადგეს და აღფრთოვანებას ვერ მალავთ. გაუჭირდებოდათ ინგლისელებს მყიდველის მოძებნა. ისეთი გადაწყვეტილებები აქვს ზელენსკის მიღებული ის ქურთუკი რომ ეცვა ისე ვინ არ იყიდდა. უკრაინელი ხალხის და ქვეყნის განადგურების გამო პასუხის მოთხოვნის დრო რომ დადგება ზელენსკის ტყავს ვინ გადაარჩენს და იყიდის ის უფროა საინტერესო. ინგლისი ყოველთვის საკუთარ საქმეს აკეთებს. მშვიდობა უკრაინელ ხალხს და სიბრძნე, რომ გაარჩიონ მტერი და მოყვარე. 

ავტორი:

"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი

"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში უკრანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების დათბობის გზებზე წერს.

"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამიტომ, უნდა გამოვიდეთ ამ “ურა-პატრიოტული” ტრანსიდან და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმ აღქმის გასაქრობად, რომ ჩვენი ხელისუფლება ორმაგ თამაშებს ეწევა. ეს შესაძლებელია მოხდეს ისეთი წესით, რომ მავანს ერთის მხრივ არ მიეცეს “ომი გინდათ?!” გზავნილით, ხოლო მეორეს მხრივ კოლაბორაციონიზმში დადანაშაულებით სპეკულირების საშუალება. რა შეიძლება გაკეთდეს?

  • დაწესდეს სარკისებრი სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სტანდარტია.
  • რუსეთის მოქალაქეების და მათი მონაწილეობით არსებული ბიზნესის ანგარიშები დაექვემდებაროს მკაცრ ფინანსურ კონტროლს, შემოსავლების წარმომავლობის და ფინანსური ნაკადების ლეგალურობის კუთხით.
  • უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურად ნამყოფი რუსეთის მოქალაქეები მოექცენ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მოქმედების არეალში. ეს შესაძლებელია გავაკეთოთ, უკრაინის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.
  • გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტები, რომლითაც ხელმძღვანელობს საბაჟო, საგადასახადო სამსახურები და ეროვნული ბანკი, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად. თუ ამ ეტაპზე თუნდაც ამ ოთხ ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, დამერწმუნეთ, ურთიერთობაც დაიწყებს დათბობას, ევროპაც დარწმუნდება, რომ არ ვცუღლუტობთ და არც ომი დაიწყება." - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: