სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსულმა ჯარმა დახარჯა რაკეტა, რათა პოეტის მუზეუმი გაენადგურებინა...თანამედროვე რუსეთისთვის - მუზეუმები, ქრისტიანული მიდგომა ცხოვრებისადმი, საფრთხეა" - ზელენსკი
"რუსულმა ჯარმა დახარჯა რაკეტა, რათა პოეტის მუზეუმი გაენადგურებინა...თანამედროვე რუსეთისთვის - მუზეუმები, ქრისტიანული მიდგომა ცხოვრებისადმი, საფრთხეა"  - ზელენსკი

მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი თავ­დას­ხმა. ეს ბარ­ბა­რო­სო­ბა, რო­მელ­საც აქვს რა­კე­ტე­ბი, მაგ­რამ არ გა­აჩ­ნია არა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნად აქ­ცევს,- ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სუ­ლი ჯარი ახლა და­მიზ­ნე­ბით ანად­გუ­რებს მუ­ზე­უ­მებ­საც კი. მისი თქმით, რო­გორც ჩანს, მუ­ზე­უ­მე­ბიც სა­ში­ნელ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის­თვის.

"გა­სულ ღა­მეს რუ­სულ­მა ჯარ­მა და­ხარ­ჯა რა­კე­ტა, რათა ხარ­კო­ვის ოლ­ქში გრი­გო­რი სკო­ვო­რო­დის მუ­ზე­უ­მი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა. რათა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა XVIII სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რე­ბი ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და პო­ე­ტის მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ას­წავ­ლი­და, რა არის ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სად­მი და რო­გორ უნდა შე­იც­ნოს ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი. რა გა­ე­წყო­ბა, რო­გორც ჩანს, ეს სა­ში­ნელ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის­თვის - მუ­ზე­უ­მე­ბი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მიდ­გო­მა ცხოვ­რე­ბი­სად­მი. ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში­რუ­სუ­ლი ჯარი ყო­ველ­დღი­უ­რად ისეთ რა­ღა­ცებს აკე­თებს, რომ სი­ტყვე­ბიც არ მაქვს, მაგ­რამ ყო­ველ შემ­დეგ დღეს ისი­ნი ისეთ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ, რომ ამას ახ­ლე­ბუ­რად გრძნობ. და­მიზ­ნე­ბი­თი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა მუ­ზე­უმ­ზე, ამას ხომ ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი ვერ მო­ი­ფიქ­რებს. ასე­თი ჯარი იბ­რძვის ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ, ამის მი­ტა­ნა სურთ მათ სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შიც“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, 7 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, რუ­სულ­მა ჯარ­მა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის თით­ქმის 200 ობი­ექ­ტი გა­ა­ნად­გუ­რა ან და­ა­ზი­ა­ნა. ამას­თან, ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს რუ­სებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს ოდე­სა­ზეც.

"ქა­ლაქ­ზე, რო­მელ­შიც თით­ქმის ყვე­ლა ქუ­ჩას აქვს რა­ღაც ის­ტო­რი­უ­ლი, მაგ­რამ რუ­სუ­ლი ჯა­რის­თვის ამა­საც არ აქვს მნიშ­ვნე­ე­ლო­ბა. მათ მხო­ლოდ მოკ­ვლა და გა­ნად­გუ­რე­ბა სურთ. ოდე­სა? ხარ­კო­ვი ? დონ­ბა­სი? მათ­თვის სულ ერ­თია. მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი თავ­დას­ხმა. ეს ბარ­ბა­რო­სო­ბა, რო­მელ­საც აქვს რა­კე­ტე­ბი, მაგ­რამ არ გა­აჩ­ნია არა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნად აქ­ცევს“,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ასეთ­მა ქმე­დე­ბამ, გან­სა­უთ­რე­ბით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნი­სა და ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის წლის­თავ­ზე უნდა გა­ახ­სე­ნოს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს და ერს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთხელ და სა­მუ­და­მო და­ა­მარ­ცხო ბო­რო­ტე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ ბო­რო­ტე­ბას აქვს დაბ­რუ­ნე­ბის თვი­სე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ტივს არ სცე­მენ სხვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბას, არ­ღვე­ვენ კა­ნონს და ანად­გუ­რე­ბენ კულ­ტუ­რას. სწო­რედ ეს მო­უ­ვი­და რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფოს. სწო­რედ ამი­ტომ გვი­წევს ახლა ყვე­ლას თავ­დაც­ვა. ჩვე­ნი ხალ­ხის, ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის, ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მე­ბის დაც­ვა, რომ­ლე­ბიც ხდე­ბა რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის სა­მიზ­ნე“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმმ
10

ალბათ მასეთ ადგილებში გყავთ მებრძოლები განთავსებული, შენგან და შენი "მრჩევლებისგან "აღარაფერი უნდა გვიკვირდეს.

-------
7

მერე რაააა????/შენ ხომ მაგარი "ვარსკვლავბიჭუნა" ხარ,ხომ შეპირდი ყველაფერს აღვადგენოოოოო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რუსულმა ჯარმა დახარჯა რაკეტა, რათა პოეტის მუზეუმი გაენადგურებინა...თანამედროვე რუსეთისთვის - მუზეუმები, ქრისტიანული მიდგომა ცხოვრებისადმი, საფრთხეა" - ზელენსკი

"რუსულმა ჯარმა დახარჯა რაკეტა, რათა პოეტის მუზეუმი გაენადგურებინა...თანამედროვე რუსეთისთვის - მუზეუმები, ქრისტიანული მიდგომა ცხოვრებისადმი, საფრთხეა"  - ზელენსკი

მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა. ეს ბარბაროსობა, რომელსაც აქვს რაკეტები, მაგრამ არ გააჩნია არაფერი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ჯარი ახლა დამიზნებით ანადგურებს მუზეუმებსაც კი. მისი თქმით, როგორც ჩანს, მუზეუმებიც საშინელ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსეთისთვის.

"გასულ ღამეს რუსულმა ჯარმა დახარჯა რაკეტა, რათა ხარკოვის ოლქში გრიგორი სკოვოროდის მუზეუმი გაენადგურებინა. რათა გაენადგურებინა XVIII საუკუნეში მცხოვრები ფილოსოფოსისა და პოეტის მუზეუმი, რომელიც ადამიანებს ასწავლიდა, რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა საკუთარი თავი. რა გაეწყობა, როგორც ჩანს, ეს საშინელ საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე რუსეთისთვის - მუზეუმები, ქრისტიანული მიდგომა ცხოვრებისადმი. ამ ომის განმავლობაშირუსული ჯარი ყოველდღიურად ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ სიტყვებიც არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემდეგ დღეს ისინი ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომ ამას ახლებურად გრძნობ. დამიზნებითი სარაკეტო თავდასხმა მუზეუმზე, ამას ხომ ყველა ტერორისტი ვერ მოიფიქრებს. ასეთი ჯარი იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, ამის მიტანა სურთ მათ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, 7 მაისის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა კულტურული მემკვიდრეობის თითქმის 200 ობიექტი გაანადგურა ან დააზიანა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს რუსებმა იერიში მიიტანეს ოდესაზეც.

"ქალაქზე, რომელშიც თითქმის ყველა ქუჩას აქვს რაღაც ისტორიული, მაგრამ რუსული ჯარისთვის ამასაც არ აქვს მნიშვნეელობა. მათ მხოლოდ მოკვლა და განადგურება სურთ. ოდესა? ხარკოვი ? დონბასი? მათთვის სულ ერთია. მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას შეუძლია შეაჩეროს ეს არაადამიანური თავდასხმა. ეს ბარბაროსობა, რომელსაც აქვს რაკეტები, მაგრამ არ გააჩნია არაფერი, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტების ასეთმა ქმედებამ, განსაუთრებით მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების წლისთავზე უნდა გაახსენოს ყველა სახელმწიფოს და ერს, რომ შეუძლებელია ერთხელ და სამუდამო დაამარცხო ბოროტება.

"სამწუხაროდ ბოროტებას აქვს დაბრუნების თვისება, როდესაც ადამიანები პატივს არ სცემენ სხვა ადამიანის უფლებას, არღვევენ კანონს და ანადგურებენ კულტურას. სწორედ ეს მოუვიდა რუსულ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ გვიწევს ახლა ყველას თავდაცვა. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუზეუმების დაცვა, რომლებიც ხდება რუსული რაკეტების სამიზნე“,- განაცხადა ზელენსკიმ.