პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტალი კლიჩკო კიევიდან წასულ მოსახლეობას მიმართავს: "8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება"
ვიტალი კლიჩკო კიევიდან წასულ მოსახლეობას მიმართავს: "8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება"

უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს გან­ცხა­დე­ბით, მცხოვ­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან ომის გამო იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ ქა­ლა­ქი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, კი­ევ­ში დაბ­რუ­ნე­ბა 8-9 მა­ი­სის შემ­დეგ შე­უძ­ლი­ათ. ამის შე­სა­ხებ მან "Радио НВ"-ს ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ კი­ე­ვე­ლებს ჯერ არ იჩ­ქა­რონ უკან დაბ­რუ­ნე­ბა, საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აგ­რე­სო­რის მი­ზა­ნი იყო და რჩე­ბა დე­და­ქა­ლა­ქი. ნაღ­მე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­რე­უბ­ნებ­ში, ტყი­ან ად­გი­ლებ­შია. სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­რე­ბა ჩვენ ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ 8-9 მა­ი­სის შემ­დეგ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში ნელ-ნელა დაბ­რუ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კლი­ჩკომ.

მი­სი­ვე თქმით, 8-9 მა­ისს ქა­ლაქ­ში „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ ისევ 22:00-დან 05:00 სა­ა­თამ­დე იმოქ­მე­დებს. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის შე­ფა­სე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით კი­ევ­ში 2,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა, 24 თე­ბერ­ვლამ­დე კი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 3,5 მი­ლი­ონს შე­ად­გენ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვიტალი კლიჩკო კიევიდან წასულ მოსახლეობას მიმართავს: "8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება"

ვიტალი კლიჩკო კიევიდან წასულ მოსახლეობას მიმართავს: "8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება"

უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მცხოვრებლებს, რომლებიც რუსეთთან ომის გამო იძულებულები გახდნენ ქალაქი მიეტოვებინათ, კიევში დაბრუნება 8-9 მაისის შემდეგ შეუძლიათ. ამის შესახებ მან "Радио НВ"-ს ეთერში განაცხადა.

"რეკომენდაციას ვუწევ კიეველებს ჯერ არ იჩქარონ უკან დაბრუნება, საფრთხის გათვალისწინებით. აგრესორის მიზანი იყო და რჩება დედაქალაქი. ნაღმების დიდი რაოდენობა გარეუბნებში, ტყიან ადგილებშია. სამხედროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი საფრთხისშემცველია. უსაფრთხოების გარანტირება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება“,- განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, 8-9 მაისს ქალაქში „კომენდანტის საათი“ ისევ 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. დედაქალაქის მერის შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობით კიევში 2,2 მილიონი ადამიანი იმყოფება, 24 თებერვლამდე კი მოსახლეობის რაოდენობა 3,5 მილიონს შეადგენდა.