სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" სახელით... მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს" - მიხეილ სააკაშვილი
"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" სახელით... მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს" - მიხეილ სააკაშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტუსკმა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თა, რო­მელ­შიც მა­ი­სის ბო­ლოს, ბრი­უ­სელ­ში პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე ჩას­ვლა და სი­ტყვით გა­მოს­ვლა სთხო­ვა.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ დო­ნალდ ტუს­კის წე­რი­ლის სა­პა­სუ­ხოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რი­ლი გა­აჟ­ღე­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, არ ახ­სენ­დე­ბა სხვა პრე­ცე­დენ­ტი, რომ "და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ასე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მი­ეწ­ვი­ათ ყრი­ლო­ბა­ზე”.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არ იცის მის­ცემს თუ არა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ ასე­თი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის მათ­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­და სურს.

"დღეს მი­ვი­ღე დო­ნალდ ტუს­კის წე­რი­ლი ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდი - სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც აქვს დიდი გავ­ლე­ნა ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებ­ში, ყვე­ლა დო­ნე­ზე. მიწ­ვე­ვენ მათ ყრი­ლო­ბა­ზე მა­ი­სის ბო­ლოს, მთა­ვა­ზო­ბენ ჩას­ვლას და სი­ტყვით გა­მოს­ვლას. მე არ მახ­სენ­დე­ბა სხვა პრე­ცე­დენ­ტი, რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ასე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მი­ეწ­ვი­ათ მათ ყრი­ლო­ბა­ზე.

ეს ნიშ­ნავს, რომ მათ არ ავი­წყდე­ბათ არც უკ­რა­ი­ნა და არც სა­ქარ­თვე­ლო, ამ ორი ქვეყ­ნის კონ­ტექ­სტში კი მე. ჩემ­თვის ეს დიდი პა­ტი­ვია, არ ვიცი მომ­ცემს თუ არა ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ ასე­თი დიდი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის”, - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გორდა
0

ელიტოპოლში მატარებელი დიდხანს არ გააჩერო, მალე ჩამოდი!

ზვიადი
0

ტუსკის მაგარი იუმორი ქონია ჩვენ მიშოს ყველა ეღადავება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" სახელით... მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს" - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" სახელით... მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს" - მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მაისის ბოლოს, ბრიუსელში პარტიის ყრილობაზე ჩასვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვა.

ეკა ხერხეულიძემ დონალდ ტუსკის წერილის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის წერილი გააჟღერა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არ ახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ "დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ ყრილობაზე”.

მისივე განცხადებით, არ იცის მისცემს თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ ასეთი მორალური მხარდაჭერისთვის მათთვის მადლობის გადახდა სურს.

"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი - სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე.

ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არც უკრაინა და არც საქართველო, ამ ორი ქვეყნის კონტექსტში კი მე. ჩემთვის ეს დიდი პატივია, არ ვიცი მომცემს თუ არა ჩემი ჯანმრთელობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.