პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან გამოიდარებს და როგორია მაისის თვის პროგნოზი - სვეტლანა ნიორაძის კომენტარი
როდიდან გამოიდარებს და როგორია მაისის თვის პროგნოზი - სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

წელს ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ ასე­თი ხან­გრძლი­ვად ცივი, თოვ­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი არა­ვის ახ­სოვს. რით არის კლი­მა­ტის ასე­თი ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი და რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს AMBEBI.GE-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რა:

- მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის­თვის მა­ის­ში თოვ­ლის მოს­ვლა უჩ­ვე­უ­ლო არ არის, რად­გან იქ თოვ­ლი ზა­ფხულ­შიც მო­სუ­ლა... ის კი არა, აპ­რილ­ში თბი­ლის­შიც მო­უ­თო­ვია. ზუს­ტად წელი არ მახ­სოვს, მაგ­რამ წლე­ბის წინ იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, მცი­რე­დი ფიფ­ქე­ბი წა­მო­ვი­და... ბა­კუ­რი­ა­ნის­თვის და უფრო მა­ღალმთი­ა­ნი ად­გი­ლე­ბის­თვის ახლა თოვ­ლის მოს­ვლა გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ჯერ კი­დევ მა­ი­სის და­სა­წყი­სია.

- რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს?

- გუ­შინ­დელ, დღე­ვან­დელ და ხვა­ლინ­დელ ამინ­დზე ჩვენ გაფრ­თხი­ლე­ბაც გა­ვავ­რცე­ლეთ... ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ძლი­ერ წვი­მას ვე­ლო­დე­ბო­დით, ხვალ დღე­ვან­დელ­ზე უა­რესს ამინდს ვე­ლო­დე­ბით, დღეს ცოტა გა­მო­ი­და­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხვალ ისევ და­სავ­ლე­თი­დან იწყე­ბა ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ და­იკ­ლებს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც წვი­მა იქ­ნე­ბა, ზოგ­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა და ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს - 8, 9 და 10 მა­ისს. უნა­ლე­ქო დარი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტე­მე­რა­ტუ­რე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მა­ინც.

11 მა­ისს ისევ ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბას ვე­ლო­დე­ბით. მა­ი­სის თვის პროგ­ნოზს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ცოტა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი გა­მო­ვი­და ტემ­პე­რა­ტუ­რა. თუმ­ცა ასე­თი ამინ­დე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა.

წელს მარ­ტის თვე იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ბო­ლოს მარ­ტში თოვ­ლი­ა­ნი და ცივი ამინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1881 წელს და­ფიქ­სირ­და, რაც მხო­ლოდ 6 დღე გაგ­რძელ­და. ასე­თი ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე თოვ­ლი და ცივი ამინ­დი რომ ყო­ფი­ლი­ყო, არას­დროს ყო­ფი­ლა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უჩ­ვე­უ­ლო თბი­ლი­სის­თვის იყო, დიდი პე­რი­ო­დი გარ­ძელ­და თოვ­ლი­ა­ნი დღე­ე­ბი. 13-14 დღე იყო თოვ­ლი­ა­ნი... ასე­თი რაც დაკ­ვირ­ვე­ბა არ­სე­ბობს თბი­ლის­ში და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ნა­ლე­ქი ხუთ­ჯერ მეტი მო­ვი­და კლი­მა­ტურ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით. სი­ცი­ვით იმ­დე­ნად არ ცი­ო­და, მარ­ტში უფრო და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბიც ყო­ფი­ლა.

- რო­გო­რი ზა­ფხუ­ლი გვე­ლო­დე­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ზა­ფხუ­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ზოგ­ჯერ მომ­დევ­ნო დღის ამინ­დის პროგ­ნო­ზიც ბო­ლომ­დე ვერ ამარ­თლებს და არ ვიცი, გვე­ლის თუ არა უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატერინა
1

საქართველოში არ არსებობს ხაფხული სიცხის გარეშე, 38-40 გრადუსი ერთი კვირა მაინც იქნება, სახლები, ასვალტი, არა ბაღი, არა პარკი, გაზები, გამონაბოლქვები, ნამი არა ცვარი არა აბა ისე როგორ ჩაივლის

 

გურ
0

მეც ასე ვფიქრობ,ღვთის, ღმერთის,ბუნების ნებაა,როგორც საჭიროა ისე გააკეთებს ყველაფერს მაგრამ მაგრამ ჩვენზე ადამიანებზე ბევრი რაღაცეებია დამოკიდებული; არ მოვკლათ ერთმანეთი,ადამიანები,არ მოვკლათ ცხოველები,არ მოვკლათ ფრინველები,არ მოვკლად ბუნება,ჩემის აზრით ამ წესებს თუ დავიცავთ კარგად ვიქნებით,თუ არა და ყველანი ვხედავთ რა ამბები ხდება ჩვენს ოჯახებში,ჩვენს სახელმწიფოებში,მსოფლიოში.ღმერთო გვიშველე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როდიდან გამოიდარებს და როგორია მაისის თვის პროგნოზი - სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

როდიდან გამოიდარებს და როგორია მაისის თვის პროგნოზი - სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

წელს ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი ხანგრძლივად ცივი, თოვლიანი და ნალექიანი გაზაფხული არავის ახსოვს. რით არის კლიმატის ასეთი ცვლილება გამოწვეული და როდიდან გამოიდარებს AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა:

- მაღალმთიანი რეგიონისთვის მაისში თოვლის მოსვლა უჩვეულო არ არის, რადგან იქ თოვლი ზაფხულშიც მოსულა... ის კი არა, აპრილში თბილისშიც მოუთოვია. ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ წლების წინ იყო ასეთი შემთხვევა, მცირედი ფიფქები წამოვიდა... ბაკურიანისთვის და უფრო მაღალმთიანი ადგილებისთვის ახლა თოვლის მოსვლა გასაკვირი არ არის, რადგან ჯერ კიდევ მაისის დასაწყისია.

- როდიდან გამოიდარებს?

- გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ ამინდზე ჩვენ გაფრთხილებაც გავავრცელეთ... ამინდის გაუარესებას, ძლიერ წვიმას ველოდებოდით, ხვალ დღევანდელზე უარესს ამინდს ველოდებით, დღეს ცოტა გამოიდარა დასავლეთ საქართველოში. ხვალ ისევ დასავლეთიდან იწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ტემპერატურა ისევ დაიკლებს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმა იქნება, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. შედარებით გამოიდარებს - 8, 9 და 10 მაისს. უნალექო დარი და ძალიან მაღალი ტემერატურები არ იქნება, მაგრამ მაინც.

11 მაისს ისევ ამინდის გაუარესებას ველოდებით. მაისის თვის პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, ცოტა ნორმაზე მაღალი გამოვიდა ტემპერატურა. თუმცა ასეთი ამინდები, სავარაუდოდ, თვის მეორე ნახევარში იქნება.

წელს მარტის თვე იყო განსაკუთრებული. ბოლოს მარტში თოვლიანი და ცივი ამინდი საქართველოში 1881 წელს დაფიქსირდა, რაც მხოლოდ 6 დღე გაგრძელდა. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თოვლი და ცივი ამინდი რომ ყოფილიყო, არასდროს ყოფილა... განსაკუთრებულად უჩვეულო თბილისისთვის იყო, დიდი პერიოდი გარძელდა თოვლიანი დღეები. 13-14 დღე იყო თოვლიანი... ასეთი რაც დაკვირვება არსებობს თბილისში და ზოგადად საქართველოში, ჯერ არ დაფიქსირებულა. რაოდენობრივად ნალექი ხუთჯერ მეტი მოვიდა კლიმატურ ნორმასთან შედარებით. სიცივით იმდენად არ ციოდა, მარტში უფრო დაბალი ტემპერატურებიც ყოფილა.

- როგორი ზაფხული გველოდება?

- ჯერჯერობით ზაფხულის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ზოგჯერ მომდევნო დღის ამინდის პროგნოზიც ბოლომდე ვერ ამართლებს და არ ვიცი, გველის თუ არა უჩვეულოდ ცხელი ზაფხული.