სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში
"ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში

ვფიქ­რობ, არის ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ასე­ვე უნდა იყოს მეტი სი­ტყვი­ე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა - სწო­რედ ეს იყო ჩემი გზავ­ნი­ლი ვა­შინგტო­ნის­თვის, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა PARIS MATCH-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას - საკ­მა­რი­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­ცე­მუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ყვე­ლა თვა­ლი უკ­რა­ი­ნის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი?

რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სეთს არ უნდა გა­ეგ­ზავ­ნოს მე­სი­ჯი, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის გამო, შე­საძ­ლოა, იყოს ოდ­ნა­ვი ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა.

"ვფიქ­რობ, არის ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ასე­ვე უნდა იყოს მეტი სი­ტყვი­ე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა - სწო­რედ ეს იყო ჩემი გზავ­ნი­ლი ვა­შინგტო­ნის­თვის. ევ­რო­პუ­ლი მხა­რის მთა­ვა­რი მხარ­და­ჭე­რა არის ის, რომ ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ეს დაჩ­ქა­რე­ბა რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს და არა მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბად და მი­მაჩ­ნია, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს.

ამე­რი­კულ მხა­რეს მე ვე­უბ­ნე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის მიღ­მა, (რაც ეჭვგა­რე­შეა), არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა: რუ­სეთს არ უნდა გა­ეგ­ზავ­ნოს მე­სი­ჯი, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის გამო, შე­საძ­ლოა, იყოს ოდ­ნა­ვი ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, მათ შო­რის მა­საც და რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც ომის ამ­დენ ხანს გაგ­რძე­ლე­ბა.

"ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, მათ შო­რის მეც და ვფიქ­რობ, რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც, თან ძა­ლი­ან აშ­კა­რად. ყვე­ლა პროგ­ნო­ზი­რებ­და, მათ შო­რის ამე­რი­კე­ლე­ბიც, რომ კი­ე­ვი სამ დღე­ში და­ე­ცე­მო­და. ყვე­ლა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხით იყო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი: უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის უნა­რით, მათი თავ­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბით და მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი­ა­ნო­ბით; ოჯა­ხე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, მა­მა­კა­ცე­ბი კი, ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და ახ­ლაც ბრუნ­დე­ბი­ან საბ­რძოლ­ვე­ლად. არის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, არ მსმე­ნია დი­სო­ნან­სუ­რი ხმე­ბი, რო­გორც ხან­და­ხან ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც ომი გრძელ­დე­ბა: მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად ერ­თსუ­ლო­ვა­ნია მისი პრე­ზი­დენ­ტის უკან და მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა. ეს ორი ელე­მენ­ტი ერ­თად ხსნის, რა არის უკვე გა­მარ­ჯვე­ბა, რო­გო­რი შე­დე­გიც არ უნდა დად­გეს, და ეს არ შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­წე­როთ მხო­ლოდ გარე მხარ­და­ჭე­რას, ვი­ნა­ი­დან ეს დახ­მა­რე­ბა მათ მას შემ­დეგ გა­ე­წი­ათ, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის უნა­რი და ერ­თი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ ვნა­ხეთ სა­ელ­ჩო­ე­ბის გაყ­ვა­ნა და მო­წო­დე­ბე­ბი უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, რაც ცოტა ნაჩ­ქა­რე­ვად მი­მაჩ­ნდა. ჩვენ ბო­ლომ­დე დავ­ტო­ვეთ ჩვე­ნი სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი; ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ გარ­და უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო და სამ­ხედ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის არა­სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბი­სა, რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­ფა­სე­ბაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო. მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ზე აგ­რე­სი­ის და­სა­წყი­სი, შე­ტე­ვა ყვე­ლა ფრონტზე, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ტეხ­ვა­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ტო­ვებ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. რუ­სე­თის მიერ მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო ელე­მენ­ტი ტან­კე­ბის შე­მოს­ვლა იყო, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბა, იმის ჩვე­ნე­ბა, რაც წარ­სულ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, უკვე ნა­ნა­ხი გვქონ­და, რომ რუ­სეთს ეს ჯერ კი­დევ შე­ეძ­ლო. მე ასე­ვე მჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა­ზე აგ­რე­სი­ის და­სა­წყი­სი, შე­ტე­ვა ყვე­ლა ფრონტზე, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ტეხ­ვა­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა ეს გათ­ვლა არას­წო­რი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე: უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა ნიშ­ნავს თუ არა, სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბას რე­გი­ო­ნის­თვის? სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს: "ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის სა­ბო­ლოო შე­მობ­რუ­ნე­ბა, ჩვენ არ და­ვუბ­რუნ­დე­ბით წინა მდგო­მა­რე­ო­ბას“.

"ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცხა­დია: მას არ შე­უძ­ლია დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნა­კარ­გის, ქვეყ­ნის ნა­წი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ. ეს გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის გა­ღე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე რომ აშშ ვიყო
0

გაგიშვებდით იქეთ, საითაც რუსული გემი გაუშვეს!!!!! 

დდდ
5

ფრანგულად აშკარად უკეთ აყალიბებს სათქმელს....

ავტორი:

"ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში

"ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში

ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა - სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - საკმარისია საქართველოსთვის გაცემული მხარდაჭერა იმ სიტუაციაში, როდესაც ყველა თვალი უკრაინისკენაა მიმართული?

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება.

"ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა - სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად და მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს.

ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა: რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნავს, რომ ყველას გაუკვირდა, მათ შორის მასაც და რუსეთის ხელმძღვანელობასაც ომის ამდენ ხანს გაგრძელება.

"ყველას გაუკვირდა, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, თან ძალიან აშკარად. ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. ყველა რამდენიმე საკითხით იყო გაკვირვებული: უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის უნარით, მათი თავდაცვის ორგანიზებით და მოსახლეობის ერთიანობით; ოჯახები მიდიოდნენ, მამაკაცები კი, ბრუნდებოდნენ და ახლაც ბრუნდებიან საბრძოლველად. არის ერთსულოვნება, არ მსმენია დისონანსური ხმები, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, როდესაც ომი გრძელდება: მოსახლეობა სრულიად ერთსულოვანია მისი პრეზიდენტის უკან და მართლაც უპრეცედენტოა. ეს ორი ელემენტი ერთად ხსნის, რა არის უკვე გამარჯვება, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, და ეს არ შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ გარე მხარდაჭერას, ვინაიდან ეს დახმარება მათ მას შემდეგ გაეწიათ, რაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ერთიანობა აჩვენეს. თავდაპირველად ჩვენ ვნახეთ საელჩოების გაყვანა და მოწოდებები უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ, რაც ცოტა ნაჩქარევად მიმაჩნდა. ჩვენ ბოლომდე დავტოვეთ ჩვენი საელჩო და საკონსულოები; ამით ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა უკრაინის სახალხო და სამხედრო წინააღმდეგობის არასათანადო შეფასებისა, რუსული არმიის შეფასებაც გადაჭარბებული იყო. მისივე თქმით, უკრაინაზე აგრესიის დასაწყისი, შეტევა ყველა ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურად გატეხვასა და დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო ორიენტირებული.

"რუსეთი ყოველთვის ტოვებდა ძალაუფლების შთაბეჭდილებას. რუსეთის მიერ მაშინდელი საქართველოში შეჭრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ელემენტი ტანკების შემოსვლა იყო, შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, იმის ჩვენება, რაც წარსულში, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკვე ნანახი გვქონდა, რომ რუსეთს ეს ჯერ კიდევ შეეძლო. მე ასევე მჯერა, რომ უკრაინაზე აგრესიის დასაწყისი, შეტევა ყველა ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურად გატეხვასა და დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო ორიენტირებული. ყველა ეს გათვლა არასწორი იყო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: უკრაინაში შეჭრა ნიშნავს თუ არა, საბოლოო ცვლილებას რეგიონისთვის? სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: "ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის საბოლოო შემობრუნება, ჩვენ არ დავუბრუნდებით წინა მდგომარეობას“.

"ვფიქრობ, უკრაინის დამოკიდებულება ძალიან ცხადია: მას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის, ქვეყნის ნაწილის განადგურების შემდეგ. ეს გამარჯვებისათვის გაღებული ძალიან მაღალი ფასია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ასევე იხილეთ: