პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, პატიმარია და როდესაც ხელისუფლება ხარ, ეს ვალდებულს გხდის აჩვენო მეტი თანაგრძნობა და ადამიანურობა" - ეკა ბესელია სააკაშვილზე
"როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, პატიმარია და როდესაც ხელისუფლება ხარ, ეს ვალდებულს გხდის აჩვენო მეტი თანაგრძნობა და ადამიანურობა" - ეკა ბესელია სააკაშვილზე

სას­ჯე­ლის მი­ზა­ნი არ არის ტან­ჯვა, სას­ჯე­ლის მი­ზა­ნია აღ­სრუ­ლე­ბა. რო­დე­საც ეს ტან­ჯვის სა­ხეს იღებს, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი უნდა მო­ძებ­ნო, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სა.

ბე­სე­ლი­ამ "ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებ­ში“ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა და ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იგუ­ლის­ხმა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "თუნ­დაც ამით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს“.

მი­სი­ვე თქმით, არა­ფე­რია უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

"არ მახ­სენ­დე­ბა ჩვენ­გან პა­ტიმ­რის გა­დაყ­ვა­ნა უცხო ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ თუ არ გვქონ­და, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის და კა­ნო­ნით ამის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამის პრე­ცე­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას, რათა ამ ტი­პის საქ­მე­ებ­ზე ქვე­ყა­ნამ ზი­ა­ნი კი არ მი­ი­ღოს, არა­მედ აჩ­ვე­ნოს ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე კი შუ­რის­ძი­ე­ბის აქტს და­ემ­სგავ­სა. ეს არ არის უბ­რა­ლოდ პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხი, ეს გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი თემა მა­შინ­ვე, რო­გორც კი ის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და და დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში არის ასე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მძი­მე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ის არას­დროს ყო­ფი­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი.

"ერ­თის მხრივ, ეს არის შიში მისი პერ­სო­ნის მი­მართ - გა­რეთ მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი არის მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“. მე­ო­რეს მხრივ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბის აქტი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მა­წუ­ხებს. ამ ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა, თუ რო­დემ­დე გა­უძ­ლებს მისი ნერ­ვე­ბი, გული და ჯან­მრთე­ლო­ბა, მეჩ­ვე­ნე­ბა სას­ტიკ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და ეს ცი­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მათ კო­მენ­ტა­რებ­ში ის­მის, რო­გორც არ უნდა არ მოგ­წონ­დეს ადა­მი­ა­ნი, პა­ტი­მა­რია და რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხარ, ეს ვალ­დე­ბულს გხდის აჩ­ვე­ნო მეტი თა­ნაგ­რძნო­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა. შენ თუ გძლევს ცი­ნიზ­მი, ირო­ნია, მას დას­ცი­ნი, ეს ნიშ­ნავს ორ რა­ი­მეს - რო­გორც ხე­ლი­სუ­ფალს, გა­აზ­რე­ბუ­ლი არ გაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ მის სი­ცო­ცხლე­ზე შენ ხარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მე­ო­რე - ეს ნიშ­ნავს, რომ არ არის შენ­ში საკ­მა­რი­სი თა­ნამ­გრძნო­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ამ ქალს დაავიწყდა თავად რომაა იურისტი და სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტად უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას კანონისა და საკუთარი გამონათქვამების წინაშე! უხერხულია, ქალბატონო, თქვენი განცხადება!გაიხსენეთ, სინდისიც რომ არსებობს ამქყვენად!!!

lolo
0

ise mainc gadaxede komentarebs dumca mrushsa rat unda qebai mrushsa qvna unda besedkashi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, პატიმარია და როდესაც ხელისუფლება ხარ, ეს ვალდებულს გხდის აჩვენო მეტი თანაგრძნობა და ადამიანურობა" - ეკა ბესელია სააკაშვილზე

"როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, პატიმარია და როდესაც ხელისუფლება ხარ, ეს ვალდებულს გხდის აჩვენო მეტი თანაგრძნობა და ადამიანურობა" - ეკა ბესელია სააკაშვილზე

სასჯელის მიზანი არ არის ტანჯვა, სასჯელის მიზანია აღსრულება. როდესაც ეს ტანჯვის სახეს იღებს, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნო, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

ბესელიამ "ალტერნატიულ გზებში“ სახალხო დამცველისა და ექიმების რეკომენდაციები იგულისხმა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ "თუნდაც ამით უნდა იხელმძღვანელოს“.

მისივე თქმით, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

"არ მახსენდება ჩვენგან პატიმრის გადაყვანა უცხო ქვეყანაში, მაგრამ თუ არ გვქონდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის შესაძლებლობა არ არის და კანონით ამის გაკეთება არ შეიძლება. ამის პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას, რათა ამ ტიპის საქმეებზე ქვეყანამ ზიანი კი არ მიიღოს, არამედ აჩვენოს ჰუმანურობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. სააკაშვილის საქმე კი შურისძიების აქტს დაემსგავსა. ეს არ არის უბრალოდ პერსონალური საკითხი, ეს გახდა პოლიტიკური თემა მაშინვე, როგორც კი ის ქვეყანაში ჩამოვიდა და დღეს განსაკუთრებით, როდესაც უკრაინაში არის ასეთი დაუსრულებელი მძიმე საომარი მოქმედებები“, - განაცხადა ბესელიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერი.

"ერთის მხრივ, ეს არის შიში მისი პერსონის მიმართ - გარეთ მყოფი სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხე "ქართული ოცნებისთვის“. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ეს არის შურისძიების აქტი. ეს დამოკიდებულება ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს და ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ამ ექსპერიმენტის ჩატარება, თუ როდემდე გაუძლებს მისი ნერვები, გული და ჯანმრთელობა, მეჩვენება სასტიკ დამოკიდებულებად ხელისუფლების მხრიდან და ეს ცინიზმი, რომელიც მათ კომენტარებში ისმის, როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი, პატიმარია და როდესაც ხელისუფლება ხარ, ეს ვალდებულს გხდის აჩვენო მეტი თანაგრძნობა და ადამიანურობა. შენ თუ გძლევს ცინიზმი, ირონია, მას დასცინი, ეს ნიშნავს ორ რაიმეს - როგორც ხელისუფალს, გააზრებული არ გაქვს პასუხისმგებლობა, რომ მის სიცოცხლეზე შენ ხარ პასუხისმგებელი. მეორე - ეს ნიშნავს, რომ არ არის შენში საკმარისი თანამგრძნობი ადამიანი, რომელიც აუცილებლად უნდა იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.