პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ" - ზელენსკი
"რუსეთს უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ" - ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რე­ბელ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბრი­ტა­ნელ და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მი­მარ­თა.

ზე­ლენ­სკის თქმით, რუ­სეთს დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა აღი­ზი­ა­ნებს, რად­გან ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან.

"დღეს ერთ-ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო სი­ახ­ლე ჩემი შენ­თან სა­უბ­რის ამ­ბა­ვი იყო, ბო­რის. ყო­ველ­თვის, როცა ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია, ეს ჩემი ქვეყ­ნის­თვის, უკ­რა­ი­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბრი­ტა­ნე­თის­თვის, იმი­ტომ რომ საქ­მე ეხე­ბა სიმ­ტკი­ცეს, გამ­ბე­და­ო­ბა­სა და ლი­დე­რო­ბას, რო­მელ­საც ერ­თად, უკ­რა­ი­ნე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი ერე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად ვავ­ლენთ, ჩვე­ნი სა­ერ­თო თა­ვი­სუფ­ლე­ბის. რუ­სე­თის ჯა­რებ­მა დღე­საც, ისე­ვე რო­გორც ყო­ველ დღე ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბი­სა და ხალ­ხის და­ბომბვა გა­ნაგ­რძეს. მა­გა­ლი­თად სამ­ხედ­რო­ებ­თან, არ­მი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და დიპ­ლო­მა­ტებ­თან ჩემს დი­ლის ტრა­დი­ცი­ულ შეხ­ვედ­რას და­ბომბვის მა­უ­წყე­ბე­ლი სიგ­ნა­ლის ხმა ახ­ლდა თან. ეს არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი ყო­ველ დღე. გუ­შინ­წინ, იმ დღეს, რო­დე­საც თქვენ, ბო­რის, ჩვენს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თეთ, რუ­სე­თის არ­მი­ამ უკ­რა­ი­ნა­ზე 15 სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ამას, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი "რუ­სუ­ლი კომ­პლი­მენ­ტი" ეწო­დოს თქვე­ნი ბრწყინ­ვა­ლე გა­მოს­ვლი­სა და ჩვე­ნი ნა­ყო­ფი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­მართ, რად­გან გუ­შინ მხო­ლოდ 7 ასე­თი გას­რო­ლა იყო. ცხა­დია, რუ­სეთს ჩვე­ნი, უკ­რა­ი­ნის და ბრი­ტა­ნე­თის სი­ახ­ლო­ვე აღი­ზი­ა­ნებს. ეს ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად ჩვენ ნამ­დვი­ლად ძლი­ე­რე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამასაც კაცი ჰქვია?
0

მოვა დრო და თავად უკრაინელები გამოგიტანს განაჩენს. მიხუნხულაც ფიქრობდა , ხელშეუხებელი იყო, მაგრამ,,,,,. არც ომის დროს ნაშოვნ მილიონებს შეგარჩენს უფალი . 

------
4

ვაი შენ პატრონს უბედურს,რით ხარ ძლიერი?იმით რომ თავზე დაგამხვეს ქვეყანა?იმით რომ მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვეთ,იმით რომ ამდენი დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა გემატება ყოველ დღე?ამით ხარ ძლიერი?ესეიგი ვიღაცა დასირებულ ჯონსონთან სიახლოვე აღიზიანებს პუტინს და იმიტომ ანგრევ ქვეყანას?აი ნახავ შენ და შენ ნარკომან ხელისუფლებას ხალხი რა სასჯელს გამოგიტანს,არავინ არ შეგარჩენს ამდენ მსხვერპს.პუტინი თუ დაისჯება არც შენ აგცდება სასჯელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთს უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ" - ზელენსკი

"რუსეთს უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში გამართულ უკრაინის დასახმარებელ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ბრიტანელ და უკრაინელ ხალხს მიმართა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ერთიანობა აღიზიანებს, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.

"დღეს ერთ-ერთი საყურადღებო სიახლე ჩემი შენთან საუბრის ამბავი იყო, ბორის. ყოველთვის, როცა ასეთი მოლაპარაკებებია, ეს ჩემი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და არანაკლებ მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთისთვის, იმიტომ რომ საქმე ეხება სიმტკიცეს, გამბედაობასა და ლიდერობას, რომელსაც ერთად, უკრაინელი და ბრიტანელი ერები თავისუფლების დასაცავად ვავლენთ, ჩვენი საერთო თავისუფლების. რუსეთის ჯარებმა დღესაც, ისევე როგორც ყოველ დღე ამ ომის განმავლობაში, ჩვენი ქალაქებისა და ხალხის დაბომბვა განაგრძეს. მაგალითად სამხედროებთან, არმიის ხელმძღვანელობასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ჩემს დილის ტრადიციულ შეხვედრას დაბომბვის მაუწყებელი სიგნალის ხმა ახლდა თან. ეს არის ჩვენი რეალობა, სარაკეტო დარტყმები ყოველ დღე. გუშინწინ, იმ დღეს, როდესაც თქვენ, ბორის, ჩვენს პარლამენტს მიმართეთ, რუსეთის არმიამ უკრაინაზე 15 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და ამას, შეიძლება გარკვეული ,,რუსული კომპლიმენტი" ეწოდოს თქვენი ბრწყინვალე გამოსვლისა და ჩვენი ნაყოფიერი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მიმართ, რადგან გუშინ მხოლოდ 7 ასეთი გასროლა იყო. ცხადია, რუსეთს ჩვენი, უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში თავისუფლების დასაცავად ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ", - განაცხადა ზელენსკიმ.