მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული, ამჟამად საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებას" - პრემიერი
"საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და  ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული, ამჟამად საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებას" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ყო 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ომის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი 28 000 უკ­რა­ი­ნე­ლის დახ­მა­რე­ბას. სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო გზე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში გა­იგ­ზავ­ნა 500-ზე მეტი ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილმა პო­ლო­ნეთ­ში, დო­ნორ­თა მა­ღა­ლი დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის "უკ­რა­ი­ნის­თვის“ ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ საქ­ველ­მოქ­მე­დო სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს 191 ქვე­ყა­ნას შო­რის.

"სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ყო 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ რუ­სე­თის მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი 28 000 უკ­რა­ი­ნე­ლის დახ­მა­რე­ბას. სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო გზე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში გა­იგ­ზავ­ნა 500-ზე მეტი ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბას უწევს დევ­ნი­ლებს უკ­რა­ი­ნი­დან, რა მიზ­ნი­თაც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ცხელ ხაზს, და­ბი­ნა­ვე­ბას, აუ­ცი­ლე­ბელ პრო­დუქ­ტებს, ტან­საც­მელს, საკ­ვებს, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ასე­ვე სკო­ლე­ბი­სა და ბა­ღე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი მოძ­მე ერის დახ­მა­რე­ბას, რის­თვი­საც 2022 წლის ბო­ლომ­დე და­მა­ტე­ბით გა­მოვ­ყოფთ კი­დევ 7 მი­ლი­ონ დო­ლარს.

გარ­და ამი­სა, კერ­ძო სექ­ტო­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე­ვე სთა­ვა­ზო­ბენ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ბი­ნა­ვე­ბას, საკ­ვებს, ტან­საც­მელს და სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას. უკ­რა­ი­ნის სა­ფოს­ტო ოპე­რა­ტო­რის (Ukrposhta) თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს 191 ქვე­ყა­ნას შო­რის.

კი­დევ ერთხელ ვუს­ვამ ხაზს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც რუ­სე­თი უშუ­ა­ლოდ ემუქ­რე­ბა. ვუ­სურ­ვებ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს მშვი­დო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

რასაცა გასცემ შენია... რა კომენტარებია, შოთას და ვაჟას ქვეყანა ვართ თუ საქულას დუქანი?

------
13

ჩენ კორპუსში ორ-ორი მანქანით არიან ცამოსულები უკრაინიდან,მათ რა დახმარება ჭირდებათ?დღე და ღამე რია რია აქვთ,სმა-ჭამას არ იკლებენ,ერთი მაინტერესებს,მათ ქვეყანაში გაგანია ომია,ესენი კი აქ საგრიალოდ არიან ჩამოსული,ახალგაზრდა ბიჭები,და თურმე ჩვენ ფული უნდა გამოუყოთ მათ,მე პირადად არაფერს არ მივცემდი მას შემდეგ რაც იმ გათახსირებულმა უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა ნარკომანების ამალამ საქართველოს ამდენი შეურაწყოფა მიაყენა.

ავტორი:

"საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული, ამჟამად საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებას" - პრემიერი

"საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და  ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული, ამჟამად საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებას" - პრემიერი

საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის "უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

"საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს.

გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის საფოსტო ოპერატორის (Ukrposhta) თანახმად, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა პრემიერმა.