სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების წინ ვამბობდით, რომ საქართველო იყო მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად - ახლა მას ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა" - ვოლკერი
"წლების წინ ვამბობდით, რომ საქართველო იყო მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად - ახლა მას ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა" - ვოლკერი

სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის წი­ნამ­ძღო­ლის პო­ზი­ცი­ა­ში, წლე­ბის წინ, ვამ­ბობ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ყვე­ლა­ზე მზად ნატო-ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად ან თუნ­დაც ევ­რო­კავ­შირ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად - ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა უყუ­რებს, რო­გორც ქვე­ყა­ნას, რომ­ლის დე­მოკ­რა­ტი­აც უკან წა­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ყო­ფილ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხებ­ში და ნატო-ში, აშშ-ს ყო­ფი­ლი ელჩმა, კურტ ვოლ­კერ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

მან გან­მარ­ტა აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზე­ბი და გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ცუ­დად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ შე­სუ­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტში, შარლ მი­შელს შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, და­ზა­რალ­და.

მი­სი­ვე თქმით, ახლა "ელო­დე­ბი­ან შემ­დეგ არ­ჩევ­ნებს და იმედს იტო­ვე­ბენ, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა“.

კურტ ვოლ­კე­რის თქმით, ახლა წი­ნამ­ძღო­ლის პო­ზი­ცი­ა­ში უკ­რა­ი­ნაა და სწო­რედ უკ­რა­ი­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გახ­სნის კა­რებს, თუნ­დაც მოლ­დო­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ ისი­ნიც მი­იწ­ვი­ონ გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად.

"სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის წი­ნამ­ძღო­ლის პო­ზი­ცი­ა­ში. წლე­ბის წინ, ვამ­ბობ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ყვე­ლა­ზე მზად ნატო - ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად ან თუნ­დაც ევ­რო­კავ­შირ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად. უკ­რა­ი­ნა ზედ­მე­ტად დიდი იყო, და ეს პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. მოლ­დო­ვა არ იყო მზად. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო იქ ყოფ­ნა. მაგ­რამ ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია: ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ცუ­დად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ შე­სუ­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტში, შარლ მი­შელს შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, და­ზა­რალ­და. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა უყუ­რებს, რო­გორც ქვე­ყა­ნას, რომ­ლის დე­მოკ­რა­ტი­აც უკან წა­ვი­და. ვე­ლო­დე­ბით შემ­დეგ არ­ჩევ­ნებს და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით და ყვე­ლა სა­კუ­თარ როლს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­ას­რუ­ლებს.

მე­ო­რე მხრივ უკ­რა­ი­ნამ თავი წარ­მო­ა­ჩი­ნა, რო­გორც მონ­დო­მე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­მე­ლიც თავს იცავს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან. შე­დე­გად ევ­რო­კავ­შირ­ში და აშშ-ში უკ­რა­ი­ნა გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უფრო მო­სა­წო­ნად, რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. შე­სა­ბა­მი­სად, მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე უფრო დი­დია, ვიდ­რე აქამ­დე და ახლა წი­ნამ­ძღო­ლის პო­ზი­ცი­ა­ში არის უკ­რა­ი­ნა. უკ­რა­ი­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გახ­სნის კა­რებს თუნ­დაც მოლ­დო­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ ისი­ნიც მი­იწ­ვი­ონ გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად”,- თქვა მან გა­და­ცე­მა­ში.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვას, ის თუ რისი გა­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ვოლ­კე­რი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "ჰყავს კარ­გი ჯარი, აქვს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში აშშ-სთან მუ­შა­ო­ბის" და "ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე და მათ სწორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე".

"მან უნდა იმუ­შა­ოს სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მებ­ზე და უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ახლო კავ­ში­რი აშშ-სთან , ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ებ­თან წვრთნებ­ზე, კო­ო­პე­რა­ცი­ა­ზე. და თუკი უკ­რა­ი­ნა­ში დამ­თავ­რდე­ბა ომი და შეს­თა­ვა­ზე­ბენ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ დრო­ის­თვის მზად იქ­ნე­ბა ფარ­თო ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად“, - გა­ნა­ცხა­და კურტ ვოლ­კერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა ვე­ლო­დოთ რუ­სე­თის მხრი­დან სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­მა­რი­სი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს არაა იმ პო­ზი­ცი­ა­ში, ამ მო­მენ­ტში რუ­სე­თის მხრი­დან თავ­დას­ხმას ელო­დოს, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ დას­რულ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომი.

"უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სია არას­დროს შე­ჩე­რე­ბუ­ლა. მათ აი­ღეს აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი, რო­მელ­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაც შემ­დეგ აღი­ა­რეს და ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად სულ უფრო მეტ ტე­რი­ტო­რი­ებს იტა­ცე­ბენ. იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. აგ­რე­სია ყო­ველ­თვის სა­ხე­ზე იყო. ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში რუ­სე­თი სრუ­ლი­ად ჩაფ­ლუ­ლია უკ­რა­ი­ნას­თან ომში. რუ­სე­თის­თვის ეს იმა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა , ვიდ­რე ელო­და. მათ მო­უ­წი­ათ ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მათ შო­რის სამ­ხრეთ ოსე­თი­დან, უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად. ასე რომ, ახლა ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არაა იმ პო­ზი­ცი­ა­ში, რომ ელო­დოს ამ მო­მენ­ტში თავ­დას­ხმას. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ დას­რულ­დე­ბა ომი. თუკი რუ­სე­თი და­მარ­ცხდე­ბა და უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ძლი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვფიქ­რობ უნდა მოვ­თხო­ვოთ, რომ მოხ­დეს ფო­კუ­სი­რე­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ზე, ისე­ვე რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნას, დნესტრის­პი­რეთ­სა და ყი­რიმ­ზე. ჩვენ არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ რუ­სე­თის ოკუ­პა­ცია ამ რე­გი­ო­ნებ­შიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფონ­ზე. ვფიქ­რობ, ეს არის სა­კი­თხი, რომ­ლი­თაც კი­დევ ერთხელ სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა და­ვინ­ტე­რეს­დეთ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დამ­თავ­რე­ბის კონ­ტექ­სტში”, - გა­ნა­ცხა­და მან.

  • რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან მოლ­დო­ვა­ში შეჭ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მისი შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთს ამის რე­სურ­სი არ აქვს და რომ ჰქონ­დეს, შე­იჭ­რე­ბო­და.

"ამ ეტაპ­ზე არ ვე­ლო­დე­ბი რუ­სე­თის შეჭ­რას მოლ­დო­ვა­ში, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. რომ ჰქონ­დეთ, შე­იჭ­რე­ბოდ­ნენ კი­დეც. ისევ კონ­ტექტს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა: მოლ­დო­ვა უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად არ არის ნა­ტოს წევ­რი და ალი­ანსს არ აქვს მისი დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­სავ­ლე­თი იყო ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი, რო­დე­საც სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში პირ­და­პირ არ ჩა­ერ­თო, რად­გან ეს კონ­ფლიქტს კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებ­და.

ვფიქ­რობ, იგი­ვე მოხ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რუ­სე­თი მოლ­დო­ვა­ში შე­იჭ­რე­ბო­და. და­სავ­ლე­თი ყო­ველ მხრივ მხარს და­უ­ჭერ­და მოლ­დო­ვას, თუმ­ცა პირ­და­პირ არ ჩა­ერ­თვე­ბო­და კონ­ფლიქ­ტში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ახალ არის ის, რომ რუ­სე­თი შე­ა­ჩე­რონ უკ­რა­ი­ნა­ში. უკ­რა­ი­ნა აკე­თებს სა­ო­ცარ საქ­მეს და და­სავ­ლე­თი რო­გორც იქნა მას ამა­რა­გებს სა­ჭი­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბით, იმით რაც უკ­რა­ი­ნას ახლა სჭირ­დე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კურტ ვოლ­კერ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

<<ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა უყუ­რებს, რო­გორც ქვე­ყა­ნას, რომ­ლის დე­მოკ­რა­ტი­აც უკან წა­ვი­და >> ჯერ ყველას მაგივრად რომ საუბრობ, ბოლშევიკურუ უნარჩვევაა, მერე შენ თუ არ მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რმ ჩვენ , ქართველებსაც არ მოგვწონს და ვაფშემც, მიდი რა საუთარ გაყალბებულ და ჩაკუკუნ არჩევნებს მიხედე

izi
0

წლების წინ თუ მზად ვიყავით წლების შემდეგ რატომ გვეუბნებით მაგ სასიამოვნო ამბავს. თქვენსას კაცი ხომ ვერ გაიგებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"წლების წინ ვამბობდით, რომ საქართველო იყო მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად - ახლა მას ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა" - ვოლკერი

"წლების წინ ვამბობდით, რომ საქართველო იყო მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად - ახლა მას ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა" - ვოლკერი

საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში, წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად - ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში და ნატო-ში, აშშ-ს ყოფილი ელჩმა, კურტ ვოლკერმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მან განმარტა აღნიშნულის მიზეზები და განაცხადა, რომ ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა.

მისივე თქმით, ახლა "ელოდებიან შემდეგ არჩევნებს და იმედს იტოვებენ, რომ უკეთესი იქნება“.

კურტ ვოლკერის თქმით, ახლა წინამძღოლის პოზიციაში უკრაინაა და სწორედ უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს, თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად.

"საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში. წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად ნატო - ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად. უკრაინა ზედმეტად დიდი იყო, და ეს პრობლემას წარმოადგენდა. მოლდოვა არ იყო მზად. საქართველოს შეეძლო იქ ყოფნა. მაგრამ ახლა მდგომარეობა ასეთია: ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა. ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა. ველოდებით შემდეგ არჩევნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთესი იქნება, სამართლიანობისა და თავისუფლების კუთხით და ყველა საკუთარ როლს კონსტიტუციის ფარგლებში შეასრულებს.

მეორე მხრივ უკრაინამ თავი წარმოაჩინა, როგორც მონდომებულმა ქვეყანამ, რომელიც თავს იცავს რუსული აგრესიისგან. შედეგად ევროკავშირში და აშშ-ში უკრაინა გამოიყურება უფრო მოსაწონად, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, მათი შესაძლებლობები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო დიდია, ვიდრე აქამდე და ახლა წინამძღოლის პოზიციაში არის უკრაინა. უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად”,- თქვა მან გადაცემაში.

  • რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, ის თუ რისი გაკეთება სჭირდება საქართველოს, ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს "ჰყავს კარგი ჯარი, აქვს კარგი გამოცდილება ავღანეთში აშშ-სთან მუშაობის" და "ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატიულ ინსტიტუციებზე და მათ სწორ ფუნქციონირებაზე".

"მან უნდა იმუშაოს სასამართლო რეფორმებზე და უნდა შეინარჩუნოს ახლო კავშირი აშშ-სთან , ნატოს მოკავშირეებთან წვრთნებზე, კოოპერაციაზე. და თუკი უკრაინაში დამთავრდება ომი და შესთავაზებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ დროისთვის მზად იქნება ფართო ნაბიჯის გადასადგმელად“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

რაც შეეხება საკითხს, რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და არის თუ არა საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ნაბიჯები საკმარისი რუსეთის აგრესიის თავიდან ასარიდებლად, ყოფილმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს არაა იმ პოზიციაში, ამ მომენტში რუსეთის მხრიდან თავდასხმას ელოდოს, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არასდროს შეჩერებულა. მათ აიღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა დამოუკიდებლობაც შემდეგ აღიარეს და ბორდერიზაციის შედეგად სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იტაცებენ. იყო საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებიც. აგრესია ყოველთვის სახეზე იყო. ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთი სრულიად ჩაფლულია უკრაინასთან ომში. რუსეთისთვის ეს იმაზე რთული აღმოჩნდა , ვიდრე ელოდა. მათ მოუწიათ ძალების მობილიზება სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან, უკრაინაში საბრძოლველად. ასე რომ, ახლა ვფიქრობ, რომ საქართველო არაა იმ პოზიციაში, რომ ელოდოს ამ მომენტში თავდასხმას. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი. თუკი რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვფიქრობ უნდა მოვთხოვოთ, რომ მოხდეს ფოკუსირება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინას, დნესტრისპირეთსა და ყირიმზე. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რუსეთის ოკუპაცია ამ რეგიონებშიც უკრაინაში ომის მიმდინარეობის ფონზე. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომლითაც კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა დავინტერესდეთ უკრაინაში ომის დამთავრების კონტექსტში”, - განაცხადა მან.

  • რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მოლდოვაში შეჭრის შესაძლებლობას, მისი შეფასებით, რუსეთს ამის რესურსი არ აქვს და რომ ჰქონდეს, შეიჭრებოდა.

"ამ ეტაპზე არ ველოდები რუსეთის შეჭრას მოლდოვაში, რადგან ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ ჰქონდეთ, შეიჭრებოდნენ კიდეც. ისევ კონტექტს აქვს მნიშვნელობა: მოლდოვა უკრაინის მსგავსად არ არის ნატოს წევრი და ალიანსს არ აქვს მისი დაცვის ვალდებულება. უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი იყო ძალიან გონივრული, როდესაც საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაერთო, რადგან ეს კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებდა.

ვფიქრობ, იგივე მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მოლდოვაში შეიჭრებოდა. დასავლეთი ყოველ მხრივ მხარს დაუჭერდა მოლდოვას, თუმცა პირდაპირ არ ჩაერთვებოდა კონფლიქტში. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახალ არის ის, რომ რუსეთი შეაჩერონ უკრაინაში. უკრაინა აკეთებს საოცარ საქმეს და დასავლეთი როგორც იქნა მას ამარაგებს საჭირო შეიარაღებით, იმით რაც უკრაინას ახლა სჭირდება”, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

ნახეთ ვიდეო: