პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარია, პუტინმა კარი გააღოს" - რომის პაპი ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს
"მთავარია, პუტინმა კარი გააღოს" - რომის პაპი ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

რო­მის პაპს მოს­კოვ­ში ჩას­ვლა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა სურს. რო­გორც პაპი ფრან­ცის­კე ამ­ბობს შე­სა­ბა­მი­სი შეხ­ვედ­რის მო­სა­წყო­ბად რუ­სეთ­ში მო­თხოვ­ნა უკვე გაგ­ზავ­ნა, თუმ­ცა ჯერ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რო­მის პაპ­მა იტა­ლი­ურ გა­ზეთ Corriere Della Sera-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მისი თქმით, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი, რო­მელ­მაც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და, არ შე­იძ­ლე­ბა პუ­ტინს მსგავს საქ­მე­ებ­ზე "კურ­თხე­ვას აძ­ლევ­დეს."

ფრან­ცის­კეს თქმით, მან კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბი­დან 3 კვი­რა­ში ვა­ტი­კა­ნის წამ­ყვან დიპ­ლო­მატს სთხო­ვა პუ­ტი­ნი­სათ­ვის მისი და­ნა­ბა­რე­ბი გა­და­ე­ცა, რომ მზა­დაა მოს­კოვ­ში ჩა­ვი­დეს.

"რა თქმა უნდა, სა­ა­მი­სოდ კრემ­ლის ლი­დე­რის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო. პა­სუ­ხი დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია, მაგ­რამ ფარ-ხმალს მა­ინც არ ვყრით", - ამ­ბობს კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი.

"ვში­შობ, რომ პუ­ტინს არც უნდა და არც შე­უძ­ლია ამ ეტაპ­ზე შეხ­ვედ­რა. მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რი სი­სას­ტი­კე? 25 წლის წინ რუ­ან­და­ში ჩვენ იგი­ვე გან­ვი­ცა­დეთ", - ამ­ბობს ფრან­ცის­კე.

პაპ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ევ­ში ვი­ზიტ­საც გა­ნი­ხი­ლავს. თუმ­ცა დას­ძენს, რომ უკ­რა­ი­ნამ­დე, ჯერ მოს­კოვ­ში სურს წას­ვლა:

"ჯერ პუ­ტინს უნდა შევ­ხვდე. რაც შე­მიძ­ლია, ვა­კე­თებ. მთა­ვა­რია, პუ­ტინ­მა გა­ა­ღოს კარი“, - ამ­ბობს ფრან­ცის­კე.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მთავარია, პუტინმა კარი გააღოს" - რომის პაპი ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

"მთავარია, პუტინმა კარი გააღოს" - რომის პაპი ამბობს, რომ მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან შეხვედრა სურს

რომის პაპს მოსკოვში ჩასვლა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს. როგორც პაპი ფრანცისკე ამბობს შესაბამისი შეხვედრის მოსაწყობად რუსეთში მოთხოვნა უკვე გაგზავნა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია.

აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, არ შეიძლება პუტინს მსგავს საქმეებზე "კურთხევას აძლევდეს."

ფრანცისკეს თქმით, მან კონფლიქტის დაწყებიდან 3 კვირაში ვატიკანის წამყვან დიპლომატს სთხოვა პუტინისათვის მისი დანაბარები გადაეცა, რომ მზადაა მოსკოვში ჩავიდეს.

"რა თქმა უნდა, საამისოდ კრემლის ლიდერის თანხმობაა საჭირო. პასუხი დღემდე არ მიგვიღია, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით", - ამბობს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი.

"ვშიშობ, რომ პუტინს არც უნდა და არც შეუძლია ამ ეტაპზე შეხვედრა. მაგრამ როგორ შეიძლება ამგვარი სისასტიკე? 25 წლის წინ რუანდაში ჩვენ იგივე განვიცადეთ", - ამბობს ფრანცისკე.

პაპმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტსაც განიხილავს. თუმცა დასძენს, რომ უკრაინამდე, ჯერ მოსკოვში სურს წასვლა:

"ჯერ პუტინს უნდა შევხვდე. რაც შემიძლია, ვაკეთებ. მთავარია, პუტინმა გააღოს კარი“, - ამბობს ფრანცისკე.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა