პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ ფატალური შედეგი დადგება?... ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე სიკვდილის პირას არის, რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს" - დავით სააკაშვილი
"ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ ფატალური შედეგი დადგება?... ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე სიკვდილის პირას არის, რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს" - დავით სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმის, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, 4 მა­ისს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მას სურს, რომ პატ­რი­არ­ქს მისი სუ­ლი­ე­რი შვი­ლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­აც­ნოს.

"დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი, მათ შო­რის ვე­ლო­დე­ბი უშუ­ა­ლოდ პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რას. რა­ღაც სიგ­ნა­ლე­ბი მი­ვი­ღეთ გუ­შინ და დღეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო. სა­ვა­რა­უ­დოდ, არის შან­სი, რომ ხვალ შევ­ხვდეთ. მინ­და, რომ პი­რა­დად ავუხ­სნა მისი სუ­ლი­ე­რი შვი­ლის ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მა­ინ­ტე­რე­სებს მისი რე­აქ­ცია, ისე­ვე რო­გორც სხვა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა.

და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს შეხ­ვედ­რე­ბი, მაგ­რამ პრობ­ლე­მაა ის, რომ დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რე­ა­ლუ­რად გა­დარ­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა.

"ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მაა, რომ დრო გვაქვს ძა­ლი­ან ცოტა. ამ კაცს სჭირ­დე­ბა შვე­ლა, ამ კაცს სჭირ­დე­ბა გა­დარ­ჩე­ნა. ვინ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუ რა­ღაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გე­ბა ან ინ­ვა­ლი­დო­ბა­ში რომ გა­და­ზარ­დოს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? ერთი პრე­ზი­დენ­ტი მოვ­კა­ლით, მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი სიკ­ვდი­ლის პი­რას არის. სად მივ­დი­ვართ? რა ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებთ? რის­კენ ვის­წრაფ­ვით და რა უნდა ავუხ­სნათ ჩვენს შვი­ლებს? რა უნდა ვუ­თხრა ან ჩემს შვი­ლებს ან მი­შას შვი­ლებს. გავა წლე­ბი და რა­ღაც რომ მოხ­დეს, მე­ტყვი­ან, რას აკე­თებ­დი შენ რომ გა­და­გერ­ჩი­ნა? მა­ინ­ტე­რე­სებს ერთი ექი­მი მა­ინც, ვინც იტყვის, რომ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის მისი სი­ცო­ცხლის­თვის სა­რის­კო“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tristana
1

კონა აბზია. კიდევ გვყავს ნაპრეზიდნტელები

ლადო
0

იმ ათასობით და ათიათასობით ადამიანის შვილებს რა უთხარით, 2004-2012 წლებში ციხეებში რომ აწამებდნენ, ქონებას ართმევდნენ, კლავდნენ, აინვალიდებდნენ, მათ ხარჯზე კი სწორედ სააკაშვილის ოჯახი, გარემოცვა და "ნაცები" განცხრომით ცხოვრობდნენ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ ფატალური შედეგი დადგება?... ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე სიკვდილის პირას არის, რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს" - დავით სააკაშვილი

"ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ ფატალური შედეგი დადგება?... ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე სიკვდილის პირას არის, რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს" - დავით სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, 4 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა გაიმართება.დავით სააკაშვილის თქმით, მას სურს, რომ პატრიარქს მისი სულიერი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნოს.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ველოდები უშუალოდ პატრიარქთან შეხვედრას. რაღაც სიგნალები მივიღეთ გუშინ და დღეს სავარაუდოდ, ფიზიკურად ვერ შეძლო. სავარაუდოდ, არის შანსი, რომ ხვალ შევხვდეთ. მინდა, რომ პირადად ავუხსნა მისი სულიერი შვილის ფიზიკური მდგომარეობა და მაინტერესებს მისი რეაქცია, ისევე როგორც სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

დავით სააკაშვილის თქმით, მიმდინარეობს შეხვედრები, მაგრამ პრობლემაა ის, რომ დრო ძალიან ცოტაა და მიხეილ სააკაშვილს რეალურად გადარჩენა სჭირდება.

"ერთადერთი პრობლემაა, რომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა. ამ კაცს სჭირდება შველა, ამ კაცს სჭირდება გადარჩენა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ რაღაც ფატალური შედეგი დადგება ან ინვალიდობაში რომ გადაზარდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი სიკვდილის პირას არის. სად მივდივართ? რა ქვეყანას ვაშენებთ? რისკენ ვისწრაფვით და რა უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს? რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს. გავა წლები და რაღაც რომ მოხდეს, მეტყვიან, რას აკეთებდი შენ რომ გადაგერჩინა? მაინტერესებს ერთი ექიმი მაინც, ვინც იტყვის, რომ არსებული მდგომარეობა არ არის მისი სიცოცხლისთვის სარისკო“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.