საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები წვიმის დროს გუბის წყალს სვამდნენ" - მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის უმძიმესი ამბავი
"ბავშვები წვიმის დროს გუბის წყალს სვამდნენ" - მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის უმძიმესი ამბავი

უკ­რა­ი­ნელ­თა უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ებს ბოლო არ უჩანს. ამ­ჯე­რად BBC-ის მა­რი­უ­პოლ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლი­სა და მისი სამი შვი­ლის ამ­ბავს ქა­ლის მე­გო­ბა­რი, ნა­ტა­ლია უამ­ბობს, რო­მელ­მაც თვი­თონ ომს თავი და­აღ­წია და ამ­ჟა­მად დიდ ბრი­ტა­ნეთ­შია.

ის მე­გო­ბარ იუ­ლი­ა­ზე ყვე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მა­რი­უ­პოლ­შია და სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მა­რი­უ­პოლ­ში რუ­სულ­მა ბომ­ბებ­მა იუ­ლი­ას სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს, ქალი თა­ვის სამ მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ერ­თო თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სარ­დაფ­შია მო­წყო­ბი­ლი.

რო­გორც ნა­ტა­ლია ამ­ბობს, ბავ­შვე­ბი საჭ­მელს ხში­რად ითხოვ­დნენ, იუ­ლია კი მათ მხო­ლოდ ძი­ლის წინ აჭ­მევ­და, რათა და­ნაყ­რე­ბუ­ლებს და­ე­ძი­ნათ.

"წვი­მი­სას გუ­ბე­ე­ბი­დან სვამ­დნენ წყალს, როცა წყურ­ვილს და­იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ, შემ­დეგ ჭურ­ჭელს დგამ­დნენ გა­რეთ, რომ წყლით გა­ევ­სოთ," - ყვე­ბა ქალი.

BBC-იმ ნა­ტა­ლი­ას დახ­მა­რე­ბით იუ­ლი­ას­თა­ნაც მო­ა­ხერ­ხა და­კავ­ში­რე­ბა. მან გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ზოგ­ჯერ სა­მა­ლა­ვი­დან გას­ვლაც უწევს, ბომ­ბე­ბი­სა და ტყვი­ე­ბის ქვეშ, რომ შვი­ლე­ბის­თვის სას­მე­ლი წყა­ლი იშო­ვოს.

თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც იუ­ლია თა­ვის სამ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა, არც წყა­ლი და არც საჭ­მე­ლი არ აქვთ, არც სა­პირ­ფა­რე­შო, სა­ა­ბა­ზა­ნო და შუქი.

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი პა­ტა­რა თეფ­ში წვნი­ა­ნი მაქვს ხოლ­მე და 1 ჭიქა წყა­ლი, რომ სამ შვილს გა­ვუ­ნა­წი­ლო" - ამ­ბობს იუ­ლია.

ნა­ტა­ლია რო­ბერტსმა, რო­მე­ლიც იუ­ლი­ას სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, უელსს შე­ა­ფა­რა თავი და ახლა მისი ნატ­ვრაა, რომ მე­გო­ბარ­მა შვი­ლებ­თან ერ­თად მა­რი­უ­პოლს თავი და­აღ­წი­ოს.

ნა­ტა­ლია რო­ბერტსი

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
medi
5

წამქეზებლებს არ ახსენებთ...

აუუუ
4

ამათი ცოდვა მიეცა ბუტინს და მერე ზელენსკის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ბავშვები წვიმის დროს გუბის წყალს სვამდნენ" - მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის უმძიმესი ამბავი

"ბავშვები წვიმის დროს გუბის წყალს სვამდნენ" - მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის უმძიმესი ამბავი

უკრაინელთა უმძიმეს ისტორიებს ბოლო არ უჩანს. ამჯერად BBC-ის მარიუპოლში ჩარჩენილი ქალისა და მისი სამი შვილის ამბავს ქალის მეგობარი, ნატალია უამბობს, რომელმაც თვითონ ომს თავი დააღწია და ამჟამად დიდ ბრიტანეთშია.

ის მეგობარ იულიაზე ყვება, რომელიც ჯერ კიდევ მარიუპოლშია და საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება. მას შემდეგ, რაც მარიუპოლში რუსულმა ბომბებმა იულიას სახლი გაანადგურეს, ქალი თავის სამ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად საერთო თავშესაფარში გადავიდა, რომელიც ერთ-ერთ სარდაფშია მოწყობილი.

როგორც ნატალია ამბობს, ბავშვები საჭმელს ხშირად ითხოვდნენ, იულია კი მათ მხოლოდ ძილის წინ აჭმევდა, რათა დანაყრებულებს დაეძინათ.

"წვიმისას გუბეებიდან სვამდნენ წყალს, როცა წყურვილს დაიკმაყოფილებდნენ, შემდეგ ჭურჭელს დგამდნენ გარეთ, რომ წყლით გაევსოთ," - ყვება ქალი.

BBC-იმ ნატალიას დახმარებით იულიასთანაც მოახერხა დაკავშირება. მან გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ზოგჯერ სამალავიდან გასვლაც უწევს, ბომბებისა და ტყვიების ქვეშ, რომ შვილებისთვის სასმელი წყალი იშოვოს.

თავშესაფარში, სადაც იულია თავის სამ ქალიშვილთან ერთად იმყოფება, არც წყალი და არც საჭმელი არ აქვთ, არც საპირფარეშო, სააბაზანო და შუქი.

"დღის განმავლობაში ერთი პატარა თეფში წვნიანი მაქვს ხოლმე და 1 ჭიქა წყალი, რომ სამ შვილს გავუნაწილო" - ამბობს იულია.

ნატალია რობერტსმა, რომელიც იულიას საუკეთესო მეგობარია, უელსს შეაფარა თავი და ახლა მისი ნატვრაა, რომ მეგობარმა შვილებთან ერთად მარიუპოლს თავი დააღწიოს.

ნატალია რობერტსი

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა