დღეს საღამოს უკრაინის ქალაქებში - ოდესაში და მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ოდესაში ერთი ძლიერი აფეთქება მოხდა, მიკოლაივში კი რამდენიმე.
ორივე ქალაქში ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი.
ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მტრის ერთ-ერთი რაკეტა ოდესის ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. კერძოდ, კი ერთ-ერთ რელიგიური დანიშნულების შენობას.
არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.