საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" - სერგეი ლავროვი ზელენსკის ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადარებს
"ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" - სერგეი ლავროვი ზელენსკის ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადარებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რერს, ადოლფ ჰიტ­ლერს შე­ა­და­რა.

იტა­ლი­ურ ტე­ლე­არხ Rete 4-ზე ლავ­როვს ჰკი­თხეს, რო­გორ შე­უძ­ლია რუ­სეთს თქვას, რომ უკ­რა­ი­ნის "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია“ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, როცა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ებ­რა­ე­ლია, ლავ­როვ­მა კი უპა­სუ­ხა, რომ "ჰიტ­ლერ­საც ებ­რა­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა ჰქონ­და, ასე რომ, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს“.

"ის იგო­ნებს არ­გუ­მენ­ტებს: რო­გო­რი დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს მათ­თან... შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ჰიტ­ლერ­საც ჰქონ­და ებ­რა­უ­ლი სის­ხლი. ეს სრუ­ლი­ად არა­ფერს არ ნიშ­ნავს. ბრძე­ნი ებ­რა­ე­ლი ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტე­ბი, რო­გორც წესი, ებ­რა­ე­ლე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

  • ლავ­რო­ვის ამ გან­ცხა­დე­ბას ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უკვე მოჰ­ყვა მწვა­ვე შე­ფა­სე­ბა. ის­რა­ე­ლი მოს­კო­ვის­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს.

"ის­რა­ე­ლი გმობს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ ადოლფ ჰიტ­ლერს ებ­რა­უ­ლი ფეს­ვე­ბი ჰქონ­და და მოს­კო­ვის­გან ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, იაირ ლა­პიდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ელჩს და­ი­ბა­რე­ბენ "მკაც­რი სა­უბ­რის­თვის" იმ კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც ლავ­როვ­მა კვი­რას იტა­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

"ეს არის უპა­ტი­ე­ბე­ლი, სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­ში­ნე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი შეც­დო­მა და ჩვენ ვე­ლით ბო­დიშს“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
1

და რა, არ იყო მასე? 

ვასო
2

ეს კაცი ნამდვილად გამოჩერჩეტდა, დიპლომატიიდან შორსაა, დროა პენსიაზე გაუშვან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" - სერგეი ლავროვი ზელენსკის ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადარებს

"ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" - სერგეი ლავროვი ზელენსკის ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

იტალიურ ტელეარხ Rete 4-ზე ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის "დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ "ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.

"ის იგონებს არგუმენტებს: როგორი დენაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან... შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან", - განაცხადა ლავროვმა.

  • ლავროვის ამ განცხადებას ისრაელის ხელისუფლების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასება. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"ისრაელი გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული ფესვები ჰქონდა და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს დაიბარებენ "მკაცრი საუბრისთვის" იმ კომენტარების გამო, რომელიც ლავროვმა კვირას იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა.

"ეს არის უპატიებელი, სკანდალური განცხადება, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.